კრუნჩხვები ბიბლიის მუხლები

მარკოზის 9:20-27
და მოუყვანეს მას. და როგორც კი სულმა დაინახა იგი, დაანარცხა ძირს, დაეცა ის მიწაზე და გორავდა დუჟმორეული. ჰკითხა მის მამას: „რამდენი ხანია, რაც ეს დაემართა?“ უთხრა: „პატარაობიდან.  ბევრჯერ ჩაუგდია ცეცხლსა და წყალში, რომ დაეღუპა. თუკი რამე შეგიძლია, გვიშველე, შეგვიბრალე ჩვენ.“ იესომ უთხრა მას: „თუ კი რამე შეგიძლია? მორწმუნისათვის ყველაფერი შესაძლებელია.“ მყისვე შესძახა ბავშვის მამამ და თქვა: „მწამს! უშველე ჩემს ურწმუნოებას.“ როდესაც დაინახა იესომ, რომ ხალხი მორბის, შერისხა უწმიდურ სულს და უთხრა: „სიმუნჯის და სიყრუის სულო! გიბრძანებ, გადი მაგისგან და აღარ შეხვიდე მასში!“ და შეჰყვირა და მაგრად შეაზანზარა იგი და გავიდა. და მკვდარივით გახდა, ისე რომ, ბევრი ამბობდა კიდეც: მოკვდაო. იესომ ჩასჭიდა ხელი, წამოაყენა და ისიც ფეხზე დადგა.

მათეს 17:14-18
და როდესაც ხალხთან მივიდნენ, ერთი კაცი მიუახლოვდა და მუხლი მოიდრიკა მის წინაშე და უთხრა: „უფალო, შეიწყალე ჩემი ვაჟი, მთვარეულია და ძლიერ იტანჯება, რადგან წარამარა ცეცხლში ვარდება ან წყალში. მივუყვანე შენს მოწაფეებს, მაგრამ მათ ვერ შეძლეს მისი განკურნება.“ მიუგო იესომ და უთხრა: „ო, ურწმუნო და უკუღმართო თაობავ! როდემდე ვიქნები თქვენთან? როდემდე მოგითმენთ თქვენ? მომგვარეთ მე იგი!“ და შერისხა იესომ და ეშმაკი გამოვიდა მისგან და იმავე ჟამს განიკურნა ყმაწვილი.

მარკოზის 1:23-27
და უეცრად იყვირა მათ სინაგოგაში მყოფმა, უწმიდური სულით შეპყრობილმა კაცმა:  „რა გინდა ჩემგან, იესო ნაზარეველო? ჩვენს დასაღუპად მოხვედი? გიცნობ, ვინც ხარ, ღმერთის წმიდავ.“ და შერისხა იგი იესომ და უთხრა: „გაჩუმდი და გადი მაგისგან.“ და შეანჯღრია იგი უწმიდურმა სულმა, იყვირა დიდი ხმით და გამოვიდა მისგან. და განცვიფრდნენ ყველანი, და ეკითხებოდნენ ერთმანეთს: „რა არის ეს? ახალი მოძღვრება ხელმწიფებით! უწმიდურ სულებსაც კი უბრძანებს და ისინი ემორჩილებიან მას!“

Advertisements