კულტები ბიბლიის მუხლები

2 იოანეს 1:7-11
რადგან ქვეყნიერებაზე მრავალი მაცდური შემოვიდა, რომელნიც არ აღიარებენ ხორციელად მოსულ იესო ქრისტეს. ეს არის მაცდური და ანტიქრისტე. თავს გაუფრთხილდით, რომ არ დაკარგოთ ის, რისთვისაც ვიღწვოდით, არამედ მიიღოთ სრული საზღაური. ყველას, ვინც განზე გადის და არ რჩება ქრისტეს მოძღვრებაში, არა ჰყავს ღმერთი. ხოლო ქრისტეს მოძღვრებაში მყოფს ჰყავს მამაც და ძეც. თუ ვინმე მოდის თქვენთან და არ მოაქვს ეს მოძღვრება, ნუ მიიღებთ სახლში და ნურც მიესალმებით მას. რადგან ვინც მას ესალმება, მის ბოროტ საქმეთა მოზიარე ხდება.

2 პეტრეს 2:1
იყვნენ ცრუწინასწარმეტყველნიც ხალხში ისევე, როგორც თქვენშიც იქნებიან ცრუმოძღვარნი, რომელნიც შემოიღებენ დამღუპველ მწვალებლობებს, თავიანთ გამომსყიდველ ხელმწიფეს უარყოფენ და სწრაფ დაღუპვას მოიწევენ თავზე.

2 კორინთელთა 4:4
ურწმუნოთათვის, ვისაც ამ საუკუნის ღმერთმა დაუბრმავა გონება, რათა მათთვის არ გაბრწყინებულიყო სახარების ნათელი ქრისტეს დიდებისა, რომელიც უხილავი ღმერთის ხატია.

2 კორინთელთა 11:14
და არ არის ეს საკვირველი, რადგან თვით სატანაც ხომ სინათლის ანგელოზის სახეს იღებს.

1 იოანეს 4:1
საყვარელნო, ნუ ერწმუნებით ყოველ სულს, არამედ გამოსცადეთ სულები, ღმერთისაგან არიან თუ არა, რადგან ბევრი ცრუწინასწარმეტყველი მოვიდა ქვეყანაზე.

1 ტიმოთეს 4:1-3ხოლო სული გარკვევით ამბობს, რომ უკანასკნელ დღეებში ზოგიერთები განდგებიან რწმენისაგან, დაუჯერებენ მაცდურ სულებს და ეშმაკთა მოძღვრებებს, თვალთმაქცობით ცრუმეტყველთ, რომელთა სინდისიც დადაღულია, რომლებიც კრძალავენ შეუღლებას და აიძულებენ თავშეკავებას საკვებისაგან, ღმერთმა რომ შექმნა, რათა მადლიერებით ჭამონ ჭეშმარიტების მორწმუნეებმა და მცოდნეებმა.

1 იოანეს 5:21
შვილებო! დაიცავით თქვენი თავი კერპთაგან. ამინ!

გალატელთა 1:6-8
მიკვირს, რომ ასე მალე გადადიხართ სხვა სახარებაზე იმისგან, რომელმაც მოგიწოდათ ქრისტეს მადლით. არ არსებობს სხვა, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთაც არეულობა შეაქვთ თქვენში და სურთ დაამახინჯონ ქრისტეს სახარება.  მაგრამ თუნდაც ჩვენ ან ანგელოზმა ზეციდან გახაროთ არა ის, რასაც ჩვენ გახარებდით, შეჩვენებული იყოს იგი.

იერემია 7:8
აჰა, თქვენ დანდობილი ხართ ცრუ, უსარგებლო სიტყვებზე.

ებრაელთა 13:9
არ გაგიტაცოთ სხვადასხვა და უცხო მოძღვრებებმა ვინაიდან კარგია გულის გამაგრება მადლით და არა საჭმელებით, საიდანაც სარგებელი ვერ ნახეს მისმა მიმდევრებმა.

ლევიანნი 19:31
„‘ნუ მიმართავთ მესულთანეებს და ჯადოსნებს, ნუ ცდილობთ გაუწმიდურებას მათით. მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.

Advertisements