კურთხეული ბიბლიის მუხლები

მათეს 11:28
მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ.

მეორე რჯული 28:1-13
და თუ გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის, ხმას, რათა დაიცვა და შეასრულო ყველა მისი მცნება, რომელსაც მე გიბრძანებ დღეს, დაგაყენებს შენ უფალი, შენი ღმერთი, ქვეყნიერების ყველა ხალხზე მაღლა. და გადმოვა შენზე ყველა ეს კურთხევა, და აღსრულდება შენზე, თუ გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის, ხმას. კურთხეულ იყავ ქალაქში და კურთხეულ იყავ მინდორში. კურთხეულ იყოს ნაყოფი შენი მუცლისა და ნაყოფი შენი მიწისა, და ნაყოფი შენი საქონლისა, მონაგები შენი მსხვილფეხა პირუტყვისა, და ნამატი შენი წვრილფეხა პირუტყვისა. კურთხეულ იყოს შენი ბეღლები და შენი საკუჭნაოები. კურთხეულ იყავ შენ შესვლისას და კურთხეულ იყავ შენი გამოსვლისას. და დასცემს უფალი შენს წინაშე შენს მტრებს, შენს წინააღმდგომთ. ერთი გზით წამოვლენ შენსკენ და შვიდი გზით გაიქცევიან შენგან. მოგივლენს უფალი კურთხევას შენს ბეღლებში და ყველაფერში, რასაც შენი ხელი გააკეთებს. და გაკურთხებს იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს შენ უფალი, შენი ღმერთი. და დაგაყენებს შენ უფალი თავის წმიდა ერად, როგორც შემოგფიცა, თუ დაიცავ უფლის, შენი ღმერთის, მცნებებს და ივლი მისი გზებით. და დაინახავენ ქვეყნის ყველა ხალხები, რომ უფლის სახელია შენზე დარქმეული, და შეეშინდება შენი. და გაგაუხვებს უფალი სასიკეთოდ შენი მუცლის ნაყოფში იმ ქვეყანაზე, რომლის მოცემაც ფიცით აღუთქვა უფალმა შენს მამებს. გაგიხსნის უფალი თავის კეთილ საუნჯეს, ზეცას, რათა მისცეს წვიმა შენს მიწას თავის დროზე და აკურთხოს შენი ხელის ყოველი საქმე. შენ ასესხებ მრავალ ერს, შენ კი არ ისესხებ. და გაგხდის შენ უფალი თავად და არა კუდად, და სულ მაღლა იქნები და ძირს არ იქნები, თუ შეისმენ უფლის, შენი ღმერთის, მცნებებს, რომელთაც გიბრძანებ დღეს დასაცავად და შესასრულებლად.

იგავნი 10:22
უფლის კურთხევა ამდიდრებს და დარდი არ ემატება მას.

რიცხვნი 6:24-26
გაკურთხოს შენ უფალმა და დაგიცვას შენ! და მოგაფინოს უფალმა ნათელი თავისი პირისა და შეგიწყალოს შენ. მოაქციოს უფალმა თავისი პირი შენს მიმართ და მოგცეს შენ მშვიდობა!’

ფილიპელთა 4:19
ხოლო ჩემი ღმერთი აღავსებს თქვენს ყოველ საჭიროებას, თავისი სიუხვისამებრ, დიდებით ქრისტე იესოში.

იობი 42:12
და აკურთხა ღმერთმა იობის უკანასკნელი დღეები პირვანდელზე მეტად: და ჰყავდა მას თოთხმეტი ათასი ცხვარი, ექვსი ათასი აქლემი, ათასი უღელი ხარი და ათასი სახედარი.

ფსალმუნები 117:26
კურთხეულია უფლის სახელით მომავალი! გაკურთხებთ უფლის ტაძრიდან.

მალაქია 3:10
მოიტანეთ მთელი მეათედი საგანძურში და იყოს საზრდო ჩემს სახლში. აბა, გამომცადეთ ამით,” – ამბობს ცაბაოთ უფალი, – „თუ არ გაგიხსნათ ცის საქანელნი და არ გადმოგიცალოთ კურთხევა აურწყველად.

მეორე რჯული 15:10
მიცემით მიეცი მას, და მიცემისას ნუ იწუხებს შენი გული, რადგან გაკურთხებს ამისათვის უფალი, შენი ღმერთი, ყოველ შენს საქმეში და შენი ხელის ყოველ ნაამაგარში.

მეორე რჯული 8:18
უნდა გახსოვდეს უფალი, შენი ღმერთი, რადგან იგი გაძლევს შენ ძალას ქონების შესაძენად, რათა შეასრულოს თავისი აღთქმა, რომელიც შეჰფიცა შენს მამებს, როგორც დღეს.

მეორე რჯული 26:19
და დაგსვას თავის გაჩენილ ყველა ხალხზე მაღლა, სადიდებლად, სასახელოდ და მშვენებად, და რათა იყო წმიდა ერი უფლისთვის, შენი ღმერთისათვის, როგორც მან თქვა.

რიცხვნი 6:24
‘გაკურთხოს შენ უფალმა და დაგიცვას შენ!

რიცხვნი 6:26
მოაქციოს უფალმა თავისი პირი შენს მიმართ და მოგცეს შენ მშვიდობა!’

ფილიპელთა 4:13
ყოველივე ძალმიძს ჩემს განმამტკიცებელში, ქრისტეში.

მეორე რჯული 11:26
უყურეთ, მე დღეს გთავაზობთ კურთხევასა და წყევლას:

დაბადება 39:5
და მას შემდეგ, რაც დანიშნა იგი თავისი სახლის ზედამხედველად, აკურთხა უფალმა სახლი ამ ეგვიპტელისა იოსების გამო, და იყო კურთხევა უფლისა ყველაფერზე, რაც ებადა სახლში და ველზე.

იოანეს 10:10
„ქურდი მხოლოდ იმისათვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. მე იმისთვის მოვედი, რომ სიცოცხლე ჰქონდეთ მათ და უხვად ჰქონდეთ.

საქმეები 20:35
ყველაფერი გიჩვენეთ თქვენ, რომ ასეთი შრომით უნდა შეეწიოთ უძლურებს და გახსოვდეთ უფალ იესოს სიტყვა, როგორც მან თქვა: „გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება.”

ლევიანნი 26:3
„‘თუ ივლით ჩემი წესებით და ჩემს მცნებებს დაიცავთ და აღასრულებთ მათ,

იოანეს 3:16
რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.

Advertisements