კურთხევა აბრაამზე ბიბლიის მუხლები

დაბადება 12:2-3
და გაქცევ დიდ ერად, და გაკურთხებ, და განვადიდებ შენს სახელს და იქნები კურთხეული. და ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევლი შენს მაწყევარს. და შენში იკურთხება მიწის ყოველი ტომი”.

დაბადება 17:1-8
და იყო აბრამი ოთხმოცდაცხრამეტი წლისა, როცა გამოეცხადა მას უფალი და უთხრა: „მე ვარ ღმერთი ყოვლადძლიერი. იარე ჩემს წინ და იყავი უმწიკვლო. და დავდებ ჩემს აღთქმას შენსა და ჩემს შორის, და გაგამრავლებ დიდად.” და დაემხო აბრამი პირქვე და უთხრა მას ღმერთმა: „აჰა, ჩემი აღთქმა შენთან: იქნები მრავალი ხალხის მამა. და აღარ გერქმევა შენ სახელად აბრამი (ამაღლებული მამა), არამედ აბრაამი (მრავალთა მამა), რადგან მრავალი ხალხის მამად გაქცევ. და დიდად გაგამრავლებ და მრავალი ერი გამოვა შენგან, და მეფენი გამოვლენ შენგან. და დავამყარებ ჩემს აღთქმას ჩემსა და შენს, და შენს შემდგომ, შენს შთამომავლობას შორის, მათ მოდგმაში, საუკუნო აღთქმად, რათა ვიყო შენი და, შენს შემდგომ, შენი შთამომავლობის ღმერთი. და მოგცემთ შენ და, შენს შემდგომ, შენს შთამომავლობას, შენი ხიზნობის ქვეყანას – მთელი ქანაანის ქვეყანას – საუკუნო საკუთრებად, და მე ვიქნები მათი ღმერთი.”

დაბადება 18:18
და აბრაამი რომ გახდება დიდი და ძლიერი ერი, და მისით იკურთხება მიწის ყველა ერი?

დაბადება 26:4
და გავამრავლებ შენს თესლს, ვითარცა ვარსკვლავებს ცისას, და მივცემ შენს თესლს მთელს იმ ქვეყანას. და იკურთხება შენი თესლით ქვეყნის ყოველი ტომი,

დაბადება 35:11
და უთხრა მას ღმერთმა: „მე ვარ ღმერთი ყოვლადძლიერი, ინაყოფიერე და გამრავლდი. ხალხი და ხალხთა კრებული გამოვა შენგან წარმოსდგებიან მეფენი შენი საზარდულიდან.

გამოსვლა 1:6-7
და მოკვდა იოსები და ყველა მისი ძმა, და მთელი თაობა. ხოლო ისრაელის ძეთ ინაყოფეირეს და გამრავლდნენ და გავრცელდნენ და გაძლიერდნენ მეტისმეტად, და აღივსო ის ქვეყანა მათით.

მეორე რჯული 1:10-11
უფალმა, თქვენმა ღმერთმა, გაგამრავლათ თქვენ, და აჰა, თქვენ დღეს მრავალნი ხართ, როგორც ცის ვარსკვლავები. უფალმა, თქვენი მამების ღმერთმა, გაგამრავლოთ თქვენ ათასგზის, ვიდრე დღესა ხართ, და გაკურთხოთ თქვენ, როგორც გითხრათ,-

მეორე რჯული 7:13
და შეგიყვარებს, და გაკურთხებს, და გაგამრავლებს, და გიკურთხებს მუცლის ნაყოფს და მიწის ნაყოფს, მარცვლეულს და ღვინოს, და ზეთს; მსხვილფეხა პირუტყვის მონაგებს და წვრილფეხა პირუტყვის მონაგებს ქვეყანაზე, რომელიც თქვენთვის მოსაცემად შეჰფიცა თქვენს მამებს.

3 მეფეთა 3:8
შენს რჩეულ ხალხშია შენი მსახური, მრავალრიცხოვან ხალხში, რომელიც არ დაითვლება და არც აღირიცხება სიმრავლის გამო.

ნეემია 9:23
შენ გაამრავლე ცის ვარსკვლავებივით მათი ძენი და მოიყვანე ისინი ქვეყანაში, რომელზეც ნათქვამი გქონდა მათი მამებისათვის, რომ მიიყვანდი მის დასაპატრონებლად.

ესაია 51:2
შეხედეთ აბრაამს, თქვენს მამას და სარას, თქვენს მშობელს; რადგან იმ ერთს მოვუხმე მე, ის ვაკურთხე და გავამრავლე.”

დაბადება 17:8
და მოგცემთ შენ და, შენს შემდგომ, შენს შთამომავლობას, შენი ხიზნობის ქვეყანას – მთელი ქანაანის ქვეყანას – საუკუნო საკუთრებად, და მე ვიქნები მათი ღმერთი.”

დაბადება 26:3
ხიზნობდე იმ ქვეყანაში, და ვიქნები შენთან და გაკურთხებ, რადგან შენ და შენს თესლს მოგცემთ მთელ ამ ქვეყანას, და აღვადგენ იმ ფიცს, რომლითაც შევფიცე აბრაამს, მამაშენს.

გალატელთა 3:16
ხოლო აბრაამს ეთქვა ეს აღთქმანი და მის თესლს. არ თქმულა: „შენს თესლთ” – როგორც მრავალზე, არამედ როგორც ერთზე: „შენს თესლს”, რომელიც არის ქრისტე.

საქმეები 3:25-26
თქვენ ხართ ძენი წინასწარმეტყველთა და იმ აღთქმისა, რომელიც აღუთქვა ღმერთმა თქვენს მამებს, როცა უთხრა აბრაამს: ‘შენს თესლში იკურთხება მიწის ყოველი ტომი!’ ღმერთმა, აღადგინა რა თავისი მსახური, პირველად თქვენ მოგივლინათ თქვენს საკურთხებლად, რათა მოგაქციოთ ყოველი თქვენი ბოროტი საქმიდან.”

გალატელთა 3:29
და თუ ქრისტესნი ხართ, მაშ, აბრაამის თესლი ხართ და აღთქმით მემკვიდრენი.

და მოკვდა იოსები და ყველა მისი ძმა, და მთელი თაობა.
7 ხოლო ისრაელის ძეთ ინაყოფეირეს და გამრავლდნენ და გავრცელდნენ და გაძლიერდნენ მეტისმეტად, და აღივსო ის ქვეყანა მათით.