კურთხევა ისრაელზე ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 7:13-14
და შეგიყვარებს, და გაკურთხებს, და გაგამრავლებს, და გიკურთხებს მუცლის ნაყოფს და მიწის ნაყოფს, მარცვლეულს და ღვინოს, და ზეთს; მსხვილფეხა პირუტყვის მონაგებს და წვრილფეხა პირუტყვის მონაგებს ქვეყანაზე, რომელიც თქვენთვის მოსაცემად შეჰფიცა თქვენს მამებს. კურთხეულ იქნები ყველა ხალხზე მეტად. არ იქნება არც შენში და არც შენს საქონელში უნაყოფო მამრი ან მდედრი.

დაბადება 49:25
მამაშენის ღმერთისაგან – შეგეწეოდეს იგი! და ყოვლადძლიერისაგან – გაკურთხებდეს იგი ცათა კურთხევებით ზეგარდმო, ქვეშ განრთხმული უფსკრულის კურთხევებით, ძუძუთა და საშოს კურთხევებით.

ლევიანნი 26:10
და შეჭამთ შარშანდელ ძველს, და გადაყრით ძველს ახლისათვის.

მეორე რჯული 15:4
თუმცა არავინ იქნება შენთან გლახაკი, რადგან კურთხევით გაკურთხებს უფალი იმ ქვეყანაში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს დასამკვიდრებლად,

გამოსვლა 23:25-26
და ემსახურეთ უფალს, თქვენს ღმერთს, და ის აკურთხებს შენს პურს და შენს წყალს, და განვაშორებ ავადმყოფობას შენგან. არ იქნება მუცელმოწყვეტილი ან ბერწი დედაკაცი შენს მიწაზე. შენს დღეთა რიცხვს აღვავსებ.

გამოსვლა 15:26
და თქვა: „თუ გაგონებით გაიგონებ უფლის, შენი ღვთის ხმას და სწორად მოიქცევი მის თვალში და ყურად იღებ მის მცნებებს, დაიცავ მის ყოველ წესს,არ მოვავლენ შენზე არც ერთ სენს, რომელიც მე მოვავლინე ეგვიპტეზე, რადგან მე ვარ უფალი, შენი მკურნალი.

მეორე რჯული 7:15
და აგაშორებს უფალი ყოველგვარ სენს. არ შეგყრის ეგვიპტელთა ყოველ მავნე სატკივარს, რომელიც იცი, შენს მოძულეებს კი გაუჩენს.

მეორე რჯული 28:7
და დასცემს უფალი შენს წინაშე შენს მტრებს, შენს წინააღმდგომთ. ერთი გზით წამოვლენ შენსკენ და შვიდი გზით გაიქცევიან შენგან.

გამოსვლა 23:22
თუ სმენით მოუსმენ მის ხმას და ყველაფერს გააკეთებ, რასაც გეუბნები, მაშინ ვუმტრობ შენს მტერს და შევავიწროვებ შენს შემავიწროვებელს.

ლევიანნი 26:6-8
„‘და დავამყარებ მშვიდობას ქვეყანაში და დაწვებით უშფოთველად. განვდევნი სასტიკ მხეცებს ქვეყნიდან. და მახვილი არ გაივლის თქვენს ქვეყანაში. და განდევნით თქვენს მტრებს და დაეცემიან თქვენს წინაშე მახვილით. ხუთი თქვენგან განდევნის ასს და ასი თქვენგან განდევნის ათი ათასს, და დაეცემიან თქვენი მტრები თქვენს წინაშე მახვილით.

მეორე რჯული 7:24
და ხელში ჩაგიგდებს მათ მეფეებს, და მოსპობ მათ სახელს ცისქვეშეთში. წინ ვერავინ დაგიდგება, ვიდრე არ გაანადგურებ.

ფსალმუნები 28:11
უფალი ძალას მისცემს თავის ხალხს, უფალი აკურთხებს თავის ხალხს მშვიდობით.

იერემია 31:23
ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: „კვლავ იტყვიან ამ სიტყვას იუდას ქვეყანაში და მის ქალაქებში, როცა ტყვეობიდან დავაბრუნებ მათ: ‘გაკურთხოს შენ უფალმა, სიმართლის სავანევ, წმიდა მთაო!’

ესაია 61:9
და ცნობილი იქნება ხალხებში მათი თესლი და მათი შვილთაშვილნი – ერთა შორის, ყველა მათი მნახველი გამოიცნობს მათ, რადგან უფლის ნაკურთხი თესლია ისინი.

ესაია 65:17-25
რადგან, აჰა, მე შევქმნი ახალ ცას და ახალ მიწას. და არ გაიხსენება წინანდელნი და არ ამოვა გულთან. მაგრამ გაიხარებთ და ილხენთ უკუნისამდე იმით, რასაც მე შევქმნი, რადგან მე ვქმნი იერუსალიმს ლხინად და მის ერს – სიხარულად. და მე მოვილხენ იერუსალიმში და გავიხარებ ჩემს ერში; და მეტად აღარ გაისმება მასში ტირილის ხმა და კივილის ხმა. მეტად აღარ იქნება იქ მცირეწლოვანი და მოხუცი, რომელიც ვერ ასრულებს თავის დღეებს, რადგან ყმაწვილი ასი წლისა მოკვდება და ცოდვილი, თუნდაც ასი წლისა, დაიწყევლება. ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ, დარგავენ ვენახებს და შეჭამენ მათ ნაყოფს. არ ააშენებენ სხვის საცხოვრებლად, და არ დარგავენ სხვის შესაჭმელად, რადგან ხის დღეებივით იქნება ჩემი ერის დღეები და თავიანთი ხელის ნაკეთებს გაცვეთენ ჩემი რჩეულნი. არ დაიქანცებიან ამაოდ და არ შობენ შფოთისათვის, რადგან უფლის კურთხეული თესლია ისინი და მათი შთამომავლობა მათთან ერთად. და იქნება, სანამ მომიხმობენ, პასუხს გავცემ, ჯერ ლაპარაკში იქნებიან, რომ მე გავიგონებ. მგელი და კრავი ერთად დაიმწყესებიან და ლომი, როგორც ხარი, შეჭამს თივას, გველი კი – მტვერი იქნება მისი საჭმელი: არ იბოროტებენ და არც ავნებენ რასმე მთელს ჩემს წმიდა მთაზე!” – ამბობს უფალი.

ეზეკიელი 34:25-31
და მე დავდებ მათთან მშვიდობის აღთქმას და მოვსპობ ბოროტ ცხოველს ამ ქვეყნიდან. და იცხოვრებენ უდაბნოში უსაფრთხოდ და ტყეებში დაიძინებენ. და მე ვაქცევ მათ და ჩემი ბორცვის შემოგარენს კურთხევად, და დავუშვებ წვიმას თავის დროზე და კურთხეული წვიმები იქნება ისინი. და გამოიღებს მინდვრის ხე თავის ნაყოფს და მიწა გამოიღებს მოსავალს. და იქნებიან თავიანთ მიწაზე უსაფრთხოდ და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი, როდესაც დავლეწავ მათი უღლის ბორკილებს და ვიხსნი მათ მათი დამმონებლების ხელიდან. და აღარ იქნებიან ხალხების ნადავლად და ქვეყნის მხეცები არ შეჭამენ მათ. იცხოვრებენ უსაფრთხოდ და არავინ იქნება მათი შემშინებელი. და აღვუდგენ მათ ახალ ნერგს სახელისათვის და აღარ იქნებიან შიმშილისაგან წარტაცებულნი ამ ქვეყანაში და აღარ დაითმენენ ხალხთაგან შეურაცხყოფას. 30 და მიხვდებიან, რომ მე, მათი უფალი ღმერთი ვარ მათთან: ისინი კი, სახლი ისრაელისა ჩემი ხალხია!’ – სიტყვა უფალი ღმერთისა. – ‘და თქვენ ჩემი ცხვარი ხართ, ცხვარი ჩემი სამწყსოსი – ადამიანები ხართ თქვენ, მე კი თქვენი ღმერთი!’” – სიტყვა უფალი ღმერთისა.

Advertisements