კურთხევები ბიბლიის მუხლები

ფილიპელთა 4:19
ჩემი ღმერთი კი დააკმაყოფილებს თქვენს ყოველ საჭიროებას, თავისი სიმდიდრისამებრ, დიდებით ქრისტე იესოში.

იაკობის 1:17
ყველა კეთილი ბოძება და ყველა სრულყოფილი ნიჭი მაღლიდან არის გადმოსული, ნათელთა მამისაგან, რომელთანაც არ არის ცვალებადობა და არც ჩრდილი ცვლილებისა.

რიცხვნი 6:23-27
„უთხარი აარონსა და მის ძეებს: ‘აკურთხეთ ისრაელის ძენი და უთხარით მათ: ‘გაკურთხოს შენ უფალმა და დაგიცვას შენ! და მოგაფინოს უფალმა ნათელი თავისი პირისა და შეგიწყალოს შენ. მოაქციოს უფალმა თავისი პირი შენს მიმართ და მოგცეს შენ მშვიდობა!’ და აღბეჭდონ სახელი ჩემი ისრაელის ძეებზე და მე ვაკურთხებ მათ.”

მეორე რჯული 21:5
და მოდგნენ ლევიანი მღვდლები, რადგან ისინი ამოირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ ემსახურონ მას, და უფლის სახელით აკურთხონ, და მათი პირით გადაწყდება ყველა დავა და ყველა ზარალი.

1 მეფეთა 2:20
აკურთხა ყელიმ ელკანა და მისი ცოლი და უთხრა: „უფალი მოგცემს ამ ქალისგან შთამომავლობას აღთქმულის ნაცვლად, რომელიც უფალს აღუთქვი.” და დაბრუნდნენ უკან.

2 ნეშტთა 30:27
და წამოდგნენ მღვდლები, ლევიანები და აკურთხეს ერი, მოსმენილ იქნა მათი ხმა, და აღევლინა მთელი ლოცვა მის წმიდა სამყოფელამდე ცაში.

3 მეფეთა 8:54-61
როცა დაასრულა უფლისადმი ეს ლოცვა-ვედრება, წამოდგა სამსხვერპლოდან, რომლის წინაც დაჩოქილი იყო, ცისკენ ხელაპყრობილი. იდგა და ხმამაღლა აკურთხებდა ისრაელის მთელს კრებულს: „კურთხეულია უფალი, რომელმაც სიმშვიდე მიანიჭა თავის ერს, ისრაელს, როგორც დაპირებული იყო. ერთი სიტყვაც არ დარჩენილა აღუსრულებელი იმ სასიკეთო სიტყვებიდან, თავისი მსახურის მოსეს პირით რომ ბრძანა. ჩვენთან იყოს უფალი, ჩვენი ღმერთი, როგორც ჩვენს მამებთან იყო, არ მიგვატოვოს და არ გაგვწიროს. და მიიზიდოს თავისკენ ჩვენი გულები, რომ მის გზაზე ვიაროთ და დავიცვათ მისი შეგონებები, წესები და კანონები, რომელნიც ჩვენი მამა-პაპისთვის დაუწესებია. იყოს ეს ჩემი სიტყვები, რომლითაც უფალს ვევედრები, ახლოს უფალთან, ჩვენს ღმერთთან, დღითა და ღამით, რომ მარადდღე აჩენდეს სამართალს მისი მსახურისთვის და მისი ერისთვის, ისრაელისთვის, რათა გაიგოს დედამიწის ყოველმა ხალხმა, რომ ღმერთია უფალი და სხვა არვინაა მის მეტი. იყავით გულწრფელნი უფლისადმი, ჩვენი ღმერთისადმი, როგორც დღესა ხართ, რომ იაროთ მის წესზე და დაიცვათ მისი შეგონებები.”

დაბადება 14:18-20
და მელქიცედეკმა, შალემის მეფემ, გამოიტანა პური და ღვინო. და იყო ის მღვდელი მაღალი ღმერთისა. და აკურთხა იგი და თქვა: „კურთხეულია აბრამი მაღალი ღმერთის, ცისა და მიწის მეუფის მიერ. და კურთხეულია მაღალი ღმერთი, რომელმაც ხელში ჩაგიგდო შენი მტრები.” და მისცა მას აბრამმა ყველაფრის მეათედი.

2 მეფეთა 6:20
და როცა დაბრუნდა დავითი თავისი სახლის დასალოცად, გამოეგება მიქალი, საულის ასული, და უთხრა: „როგორ განდიდდა დღეს ისრაელის მეფე, რომ გაშიშვლდა დღეს თავის მსახურთა და მხევალთა თვალწინ, როგორც შიშვლდება ხოლმე ქარაფშუტა ვინმე.”

2 ნეშტთა 6:3-11
პირი ხალხისკენ იბრუნა მეფემ და აკურთხა ისრაელის კრებული. და ფეხზე იდგა მთელი ისრაელის კრებული. და თქვა: „კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელიც თავისი პირით ელაპარაკა დავითს, მამაჩემს, და თავისი ხელით შეასრულა! იგი ამბობდა: ‘იმ დღიდან, რაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე ჩემი ერი, ისრაელის არცერთ ტომში არ ამირჩევია ქალაქი სახლის ასაშენებლად, რათა იქ დამკვიდრებულიყო ჩემი სახელი, და კაციშვილი არ ამირჩევია, ჩემი ერის, ისრაელის, წინამძღოლად, მხოლოდ იერუსალიმი ავირჩიე ჩემი სახელის დასამკვიდრებლად, და დავითი ავირჩიე ჩემს ერზე, ისრაელზე, დასადგენად.’ გულში ჰქონდა მამაჩემს, დავითს, სახლის აშენება უფლის, ისრაელის ღმერთის, სახელზე. და უთხრა უფალმა მამაჩემს, დავითს: ‘გულში რომ გქონდა ჩემს სახელზე სახლის აშენება, კარგი ჰქენი, რომ გულში გქონდა ეს საქმე. ოღონდ შენ არ ააშენებ სახლს, არამედ შენი შვილი, შენი საზარდულიდან გამოსული, ის ააშენებს სახლს ჩემს სახელზე.’ და დაამტკიცა უფალმა თავისი ნათქვამი სიტყვა. და აჰა, მე დავდექი მამაჩემის, დავითის, ადგილზე, ავედი ისრაელის ტახტზე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს, და უფლის, ისრაელის ღმერთის, სახელზე ავაშენე სახლი. და დავასვენე იქ კიდობანი, რომელშიც უფლის აღთქმა ინახება, ისრაელის ძეთ რომ დაუდო.”

იესო ნავეს ძე 22:6-8
და აკურთხა ისინი იესომ და გაუშვა, და წავიდნენ ისინი თავ-თავიანთი კარვებისაკენ. და მენაშეს ტომის ნახევარს მისცა მოსემ სამკვიდრო ბაშანში, ხოლო მის მეორე ნახევარს მისცა იესომ სამკვიდრო მათ ძმებთან ერთად იორდანეს გამოღმა, დასავლეთ მხარეს. და როცა გაუშვა ისინი იესომ თავ-თავიანთი კარვებისაკენ და აკურთხა ისინი, უთხრა მათ ასე: „დიდი ქონებით ბრუნდებით თქვენს კარვებში, და ერთობ დიდძალი პირუტყვით, ვერცხლით, ოქროთი, სპილენძით, რკინით, და დიდძალი სამოსლით. გაუნაწილეთ თქვენს მტერთაგან წამოღებული ნადავლი თქვენს ძმებს.”

დაბადება 24:60
და აკურთხეს რებეკა და უთხრეს მას: „ჩვენო დაო, გახდი ბევრათასეული! და დაიმკვიდროს შენმა თესლმა თავის მტერთა ბჭენი.”

დაბადება 27:27-29
და მიეახლა და ეამბორა მას. და როცა იყნოსა მან სუნი მისი სამოსისა, აკურთხა იგი და თქვა: „შეხედე, სუნი ჩემი ძისა, როგორც სუნი ველისა, რომელიც აკურთხა უფალმა. მოგცეს შენ ღმერთმა ცის ცვრისაგან და მიწის სინოყივრისაგან უხვი ხორბალი და ღვინო; და გმონებდნენ შენ ხალხები, და თაყვანს გცემდნენ ტომები. იყავი ბატონი შენი ძმებისა, და თაყვანს გცემდნენ შენ ძენი დედაშენისა. მაწყევარი შენი წყეულიმც იყოს და მაკურთხეველი შენი კურთხეულ იყოს.

დაბადება 48:9-22
და უთხრა იოსებმა: „ჩემი ძენი არიან ესენი, რომელნიც მომცა აქ ღმერთმა.” და უთხრა მან: „მომიყვანე ისინი და ვაკურთხებ!” ისრაელს თვალები დაუმძიმდა სიბერისაგან და ვერ ხედავდა. და მიუყვანა ისინი მას, და გადაკოცნა და მოეხვია მათ. და უთხრა ისრაელმა იოსებს: „არ მქონდა იმედი შენი პირის კვლავაც ხილვისა, და აჰა, მახილვინა ღმერთმა შენი ძენიც.” და გადმოსვა იოსებმა ისინი მამის მუხლებიდან და თაყვანი სცა მას მიწამდე. და მოიყვანა იოსებმა ორივე: ეფრემი თავის მარჯვნივ, ისრაელის მარცხენა მხარეს, და მენაშე თავის მარცხნივ, ისრაელის მარჯვენა მხარეს, და მიიყვანა მასთან. და გაიწოდა ისრაელმა თავისი მარჯვენა, და დაადო ეფრემს თავზე, თუმცა ის უმცროსი იყო, ხოლო მარცხენა – მენაშეს თავზე. განზრახ დაასხა მან ხელები ასე, თუმცა პირმშო მენაშე იყო. და აკურთხა იოსები, და თქვა: „ღმერთმა, რომლის წინაშეც დადიოდნენ ჩემი მამები აბრაამი და ისაკი, ღმერთმა, რომელიც მმწყემსავს იმ ხნიდან, რაც ვარ, ამ დღემდე, ანგელოზმა, ჩემმა მხსნელმა ყოველი ბოროტისაგან, აკურთხოს ეს ყრმანი და იწოდებოდნენ ისინი ჩემი სახელით და ჩემი მამების აბრაამისა და ისაკის სახელით, და გამრავლდნენ დიდად ქვეყნის შუაგულში.” და დაინახა იოსებმა, რომ ეფრემს დაადო თავზე მამამისმა თავისი მარჯვენა ხელი, და შეწუხდა. და აიღო თავისი მამის ხელი, რათა გადაენაცვლებინა ის ეფრემის თავიდან მენაშეს თავზე. და უთხრა იოსებმა თავის მამას: „ასე არა, მამაჩემო, რადგან ეს არის პირმშო. მის თავს დაადე შენი მარჯვენა.” მაგრამ იუარა მამამისმა და თქვა: „ვიცი, შვილო, ვიცი. ისიც იქცევა ხალხად და ისიც განდიდდება. მაგრამ მისი უმცროსი ძმა მასზე მეტად განდიდდება, და მისი თესლი იქცევა მრავალრიცხოვან ხალხად.” და აკურთხა ისინი იმ დღეს, და უთხრა: „შენით აკურთხებს ისრაელი, ამ სიტყვებით: ‘ღმერთმა გაგხადოს როგორც ეფრემი და როგორც მენაშე!’” და დააყენა ეფრემი მენაშეზე მაღლა. და უთხრა ისრაელმა იოსებს: „აჰა, მე ვკვდები და თქვენთან იქნება ღმერთი, და დაგაბრუნებთ თქვენი მამების მიწაზე. შენთვის მომიცია მიწის ერთი ნაკვეთი შენს ძმათა წინაშე, რომელიც დავიპყარი ამორეველთა ხელიდან ჩემი მახვილითა და ჩემი მშვილდით.”