კვალიფიკაცია მსახურებისთვის ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 7:7-8
იმის გამო კი არ შეგიყვარა და გამოგარჩია უფალმა, რომ სხვა ხალხებზე მრავალრიცხოვანი ხარ, შენ ხომ ყველა ხალხზე მცირერიცხოვანი ხარ; არამედ, შენდამი უფლის სიყვარულისა და შენს მამებთან დადებული ფიცის გამო გამოგიყვანა უფალმა ძლიერი ხელით და გიხსნა მონობის სახლიდან, ფარაონის, ეგვიპტის მეფის ხელიდან.

მეორე რჯული 9:4-5
და როცა განდევნის მათ შენგან უფალი, შენი ღმერთი, ნუ იტყვი გულში: ჩემი სიმართლის გამო მომიყვანაო უფალმა ამ ქვეყნის დასამკვიდრებლად! რადგან ამ ხალხთა ბოროტების გამო დევნის მათ უფალი შენგან. შენი სიმართლისა და გულწრფელობის გამო კი არ მიდიხარ მათი ქვეყნის დასამკვიდრებლად; არამედ მათი სიბოროტის გამო დევნის უფალი, შენი ღმერთი, ამ ხალხებს, შენგან, რათა შეასრულოს სიტყვა, რომელიც შეჰფიცა უფალმა შენს მამებს, აბრაჰამს, ისაკსა და იაკობს.

1 კორინთელთა 1:27-29
არამედ წუთისოფლის უმეცარნი ამოირჩია ღმერთმა, რათა შეარცხვინოს ბრძენნი; და წუთისოფლის უძლურნი ამოირჩია ღმერთმა, რათა შეარცხვინოს ძლიერნი. მდაბიონი ამოირჩია ღმერთმა და დამცირებულნი, და არარსებული, რათა გააუქმოს არსებული, რომ ვერცერთმა ხორციელმა ვერ დაიკვეხნოს ღვთის წინაშე.

გამოსვლა 3:11-12
უთხრა მოსემ ღმერთს: „ვინ ვარ მე, რომ წავიდე ფარაონთან და ეგვიპტიდან გამოვიყვანო ისრაელის ძენი?” უთხრა ღმერთმა: „მე ვიქნები შენთან და აი, ნიშანი შენთვის, რომ მე მიგავლინე: გამოიყვან რა ხალხს ეგვიპტიდან, ამ მთაზე სცემთ თაყვანს ღმერთს”.

მსაჯული 6:15-16
უთხრა გედეონმა: „ბატონო! რით ვიხსნა ისრაელი? აჰა, ჩემი ოჯახი ყველაზე მცირეა მენაშეს ტომში, მე კი ყველაზე უმცროსი ვარ მამაჩემის სახლში”. უფალმა უპასუხა: „მე ვიქნები შენთან და ერთი კაცივით მოსრავ მიდიანს”.

1 მეფეთა 18:18
უპასუხა დავითმა საულს: „ვინ ვარ მე, რას წარმოადგენს ჩემი სანათესაო, ან მამაჩემის ოჯახი ისრაელში, რომ მეფის სიძე გავხდე?”

ესაია 6:5
ვთქვი: „ვაი! დავიღუპე, რადგან ბაგეუწმიდური კაცი ვარ და ბაგეუწმიდურ ხალხში ვცხოვრობ, ჩემმა თვალებმა კი მეფე, ცაბაოთ უფალი იხილეს”.

იერემია 1:6-8
მივუგე: „ო, უფალო ღმერთო, აჰა, არ ვიცი როგორ ვილაპარაკო, რადგან ყმაწვილი ვარ”. მომიგო უფალმა: „ნუ იტყვი, ყმაწვილი ვარო, ვინაიდან ყველგან, სადაც გაგგზავნი, წახვალ და ყველაფერს იტყვი, რასაც გიბრძანებ. ნუ შეუშინდები მათ სახეებს, რადგან შენთან ვარ და დაგიფარავ!” – ამბობს უფალი.

1 მეფეთა 3:10
მივიდა უფალი, დადგა და მოუხმო, როგორც მანამდე: „სამუელ! სამუელ!” და თქვა სამუელმა: „ილაპარაკე, უფალო, გისმენს შენი მსახური”.

ესაია 6:8
და მოვისმინე უფლის ხმა, რომელიც ამბობდა: „ვინ წარვგზავნო და ვინ გაგვეგზავნება?” ვთქვი: „აქ ვარ, მე წარმგზავნე!”

ებრაელთა 11:1-2
ხოლო რწმენა არის მტკიცედ დარწმუნება იმაში, რისი იმედიც გვაქვს, დადასტურება იმისა, რასაც ვერ ვხედავთ. რწმენაში მიიღეს უხუცესებმა დამოწმება.

რიცხვნი 27:12-14
უთხრა უფალმა მოსეს: „ადი ყაბარიმის ამ მთაზე და გადახედე ქვეყანას, რომელიც მივეცი ისრაელის ძეთ. როცა იხილავ, შენც შეუერთდები შენს ხალხს, როგორც შეუერთდა აჰარონი, შენი ძმა; რადგან წინაღუდექი ჩემს ბრძანებას ცინის უდაბნოში, თემში განხეთქილებისას, რათა წმიდად გამოგეჩინე წყალზე მათ თვალწინ. ესაა მერიბას წყალი კადეშთან, ცინის უდაბნოში”.

3 მეფეთა 11:9-13
განურისხდა უფალი სოლომონს, რადგან გული მიედრიკა თავისი უფლისგან, ისრაელის ღმერთისგან, რომელიც ორჯერ გამოეცხადა მას. რომელმაც უბრძანა, არ გაჰყოლოდა უცხო ღმერთების კვალს; მაგრამ არ შეასრულა მან უფლის ბრძანება. უთხრა უფალმა სოლომონს: „იმის გამო, რომ ასეთი გახდი და არ დაიცავი ჩემი აღთქმა და წესები, რომლებიც გიბრძანე, უსათუოდ გამოგგლეჯ სამეფოს და მივცემ შენს მსახურს. ოღონდ შენს სიცოცხლეში არ გავაკეთებ ამას დავითის, მამაშენის გულისთვის; შენს ძეს კი გამოვგლეჯ ხელიდან. მაგრამ მთელს სამეფოს არ გამოვგლეჯ, ერთ ტომს შენს ძეს მივცემ – დავითის, ჩემი მსახურის გულისთვის და იერუსალიმის გულისთვის, მე რომ ავირჩიე”.

ლუკას 6:12-16
იმ დღეებში მთაზე სალოცად ავიდა იგი და მთელი ღამე ღმერთისადმი ლოცვაში გაატარა. დილა რომ გათენდა, მოიხმო თავისი მოწაფეები და მათგან თორმეტი ამოირჩია, რომელთაც მოციქულები უწოდა: სიმონი, რომელსაც პეტრე შეარქვა, მისი ძმა ანდრია, იაკობი და იოანე, ფილიპე და ბართლომე, მათე და თომა, იაკობ ალფესი და სიმონი, რომელსაც მოშურნე ერქვა, იუდა იაკობის ძე და იუდა ისკარიოტელი, რომელიც გამცემი გახდა.

საქმეები 9:15
მაგრამ უთხრა მას უფალმა: „წადი, ვინაიდან ჩემი რჩეული ჭურჭელია იგი, რათა მიიტანოს ჩემი სახელი წარმართთა, მეფეთა და ისრაელიანთა წინაშე.

საქმეები 26:6
და ახლა იმ აღთქმის იმედის გამო ვდგავარ სამსჯავროს წინაშე, რომელიც ღმერთმა ჩვენს მამებს მისცა,

2 კორინთელთა 4:7-12
მაგრამ, ეს განძი თიხის ჭურჭლებში გვაქვს, რათა აღმატებული ძლიერება ღვთისგან იყოს და არა ჩვენგან. ყველაფერში შევიწროებულნი ვართ, მაგრამ არა დათრგუნულნი; შეწუხებულნი ვართ, მაგრამ არა სასოწარკვეთილნი; დევნილნი ვართ, მაგრამ არა მიტოვებულნი; გადაყრილნი ვართ, მაგრამ არა დაღუპულნი. უფალ იესოს სიკვდილს მუდამ სხეულით ვატარებთ, რათა იესოს სიცოცხლეც გამოჩნდეს ჩვენს სხეულში. ვინაიდან ჩვენ, ცოცხლები, მუდამ ვეძლევით სიკვდილს იესოსთვის, რათა იესოს სიცოცხლეც გამოჩნდეს ჩვენს მოკვდავ სხეულებში. ამრიგად, ჩვენში სიკვდილი მოქმედებს, თქვენში კი – სიცოცხლე.

2 კორინთელთა 12:7
და რომ არ გავმედიდურდე მეტისმეტი გამოცხადებებით, ეკალი მომეცა სხეულში, სატანის ანგელოზი, რომ დამქენჯნოს – რათა არ გავმედიდურდე.

1 ტიმოთეს 1:16
სწორედ იმიტომ ვიქენი შეწყალებული, რომ იესო ქრისტეს ჯერ ჩემში ეჩვენებინა მთელი სულგრძელება სანიმუშოდ მათთვის, რომლებიც ირწმუნებენ მას საუკუნო სიცოცხლისთვის.

რომაელთა 1:9
მემოწმება ღმერთი, რომელსაც ჩემი სულით ვემსახურები მისი ძის სახარებით, რომ განუწყვეტლივ გიხსენებთ თქვენ.

გამოცხადება 1:1
გამოცხადება იესო ქრისტესი, ღმერთმა რომ მისცა მას, რათა ეჩვენებინა თავის მსახურთათვის, რა უნდა მოხდეს მალე, და აუწყა თავის მსახურ იოანეს წარმოგზავნილი ანგელოზის მეშვეობით.

2 კორინთელთა 3:5-6
არა იმიტომ, რომ საკუთარ თავებს ვთვლით რამის შემძლეებად, არამედ იმიტომ, რომ ღვთის მიერ არის ჩვენი შემძლეობა; მან მოგვცა შეძლება, ვყოფილიყავით მსახურნი ახალი აღთქმისა, არა ასოებისა, არამედ სულისა; ვინაიდან ასო კლავს, სული კი აცოცხლებს.

2 კორინთელთა 4:1
ამიტომ, რაკი ღვთის წყალობით ასეთი მსახურება გვაქვს, არ ვცხრებით,

საქმეები 6:2-4
მაშინ, მოიწვია თორმეტმა მრავალი მოწაფე და უთხრა: „არ შეგვფერის ღმერთის სიტყვის მიტოვება და სუფრების მომსახურება. ამიტომ, ძმებო, ამოირჩიეთ თქვენგან შვიდი სარწმუნო, სულიწმიდით და სიბრძნით სავსე კაცი, და ისინი დავადგინოთ ამ საქმეზე. ჩვენ კი, ლოცვასა და სიტყვის მსახურებას მივუძღვნათ თავი”.

2 კორინთელთა 5:18
ყოველივე ღვთისგან არის, რომელმაც იესო ქრისტეს მეშვეობით შეგვირიგა და მოგვცა შერიგების მსახურება.

1 ტიმოთეს 3:2-7
მაგრამ ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი, ფრთხილი, აზრიანი, წესიერი, სტუმართმოყვარე, განმსწავლელი, არა ლოთი, არა მოჩხუბარი, არამედ შემწყნარე, თვინიერი და არა ფულის მოყვარული, თავისი სახლის კარგი მმართველი, რომელსაც შვილები მორჩილებაში ჰყავს ყოველგვარი ღირსებით. რადგან, თუ ვინმემ საკუთარი სახლის მართვა არ იცის, ღვთის ეკლესიაზე როგორღა იზრუნებს? ნურც ახალმოქცეული იქნება, რათა არ გაამაყდეს და ეშმაკის სამსჯავროში არ მოხვდეს. ასევე კარგი მოწმობა უნდა ჰქონდეს გარეშეთაგან, რათა გასაკიცხი არ გახდეს და ეშმაკის მახეში არ აღმოჩნდეს გაბმული.

ტიტეს 1:7-9
ვინაიდან ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, როგორც ღვთის სახლმმართველი, არა თვითნება, არა გულფიცხი, არა ლოთი, არა მოჩხუბარი, არა ანგარების მოყვარული. არამედ სტუმართმოყვარე, სიკეთის მოყვარული, აზრიანი, მართალი, წმიდა და თავშეკავებული, სარწმუნო სიტყვის მიმდევარი, მოძღვრების მიხედვით, რომ საღი მოძღვრებით შეეძლოს შეგონება და მოწინააღმდეგეთა მხილება.

1 ტიმოთეს 3:9-13
დიაკვნებიც პატიოსნები უნდა იყვნენ, არა ორპირნი, ღვინოს ნაკლებად მიძალებულნი, არა ანგარნი, რათა წმიდა სინდისში ინახავდნენ რწმენის საიდუმლოებას. ესენიც წინასწარ უნდა გამოიცადონ და შემდეგ, თუ უბიწონი იქნებიან, იმსახურონ. ცოლებიც ღირსეული უნდა იყვნენ: არა მაბეზღარნი, კდემამოსილნი და ყველაფერში ერთგულნი. დიაკვანიც ერთი ცოლის ქმარი იყოს, შვილებისა და თავისი სახლის კარგი მმართველი. ვინაიდან კეთილად მომსახურენი თავიანთი თავებისთვის იმკვიდრებენ პატივსა და დიდ სიმტკიცეს ქრისტე იესოს რწმენაში.

1 ტიმოთეს 6:11
შენ კი, ღვთის კაცო, გაერიდე ამას და მისდიე სიმართლეს, ღვთისმოსაობას, რწმენას, სიყვარულს, მოთმინებასა და სიმშვიდეს.


მსგავსი თემები:

ხელმძღვანელობა