ლოცვა და თაყვანისცემა ბიბლიის მუხლები

1 ნეშტთა 16:29-30
მიაგეთ უფალს, ხალხთა ტომებო, მიაგეთ უფალს დიდება და ძალა. მიაგეთ უფალს დიდება მისი სახელის გამო; შესაწირი მიართვით და მიეახლეთ მას; თაყვანი ეცით უფალს სიწმიდეში.

ფსალმუნები 28:1-2
უძღვენით უფალს ღვთის შვილნო, უძღვენით უფალს დიდება და ძლიერება. უძღვენით უფალს მისი სახელის დიდება; თაყვანი ეცით უფალს წმიდა ბრწყინვალებით.

ფსალმუნები 95:9
თაყვანი ეცით უფალს წმიდა მოწიწებით; თრთოდე მის წინაშე, მთელო ქვეყნიერებავ!

ფსალმუნები 94:6-7
მოდით, თაყვანი ვცეთ და მოვიდრიკოთ; მუხლი მოვიყაროთ უფლის, ჩვენი შემოქმედის წინაშე. რადგან ის არის ჩვენი ღმერთი, ჩვენ კი მისი სამწყსოს ხალხი და ცხვარი მის ხელში. დღეს, თუ მოისმენთ მის ხმას,

ფსალმუნები 98:4-5
ძლევამოსილია მეფე და უყვარს სამართალი; შენ დაამკვიდრე მიუკერძოებლობა; სამართალი, სიმართლე აღასრულე იაკობში. აღამაღლეთ უფალი, ღმერთი ჩვენი და თაყვანი ეცით მის ფერხთა საყრდენს – წმიდაა იგი.

ფსალმუნები 5:7
მე კი შენი უხვი წყალობის გამო შემოვალ შენს სახლში, მოწიწებით გცემ თაყვანს შენს წმიდა ტაძარში.

ფსალმუნები 137:2
თაყვანს გცემ შენი ტაძრის წინაშე, და შენს სახელს განვადიდებ, შენი წყალობისა და ჭეშმარიტების გამო, რადგან ყველაფერზე მეტად განადიდე შენი სიტყვა და სახელი შენი.

მათეს 15:7-9
თვალთმაქცნო, კარგად წინასწარმეტყველებდა ესაია თქვენზე, როცა ამბობდა: ეს ხალხი ბაგეებით მცემს პატივს, მათი გული კი შორს არის ჩემგან. ამაოდ მეთაყვანებიან, რაკი ადამიანთა მცნებებს მოძღვრებასავით ასწავლიან”.

ესაია 29:13
და თქვა უფალმა: „იმის გამო, რომ ეს ხალხი მხოლოდ სიტყვებით მიახლოვდება და მხოლოდ ბაგეთა მსახურებით მცემს პატივს, მათი გული კი შორს არის ჩემგან და მათი მოშიშება ჩემდამი გაზეპირებულ წესებად იქცა.

ლუკას 18:9-14
ზოგიერთებს, რომლებსაც სჯეროდათ, რომ მართალნი იყვნენ, სხვებს კი ამცირებდნენ, ეს იგავი უთხრა: „ორი კაცი შევიდა ტაძარში სალოცავად, ერთი ფარისეველი იყო, მეორე – მებაჟე. ფარისეველი იდგა და თავისთვის ლოცულობდა: გმადლობ შენ ღმერთო, რომ სხვა ადამიანების მსგავსი არა ვარ – მძარცველი, უსამართლო და მრუში ან როგორიც ეს მებაჟეა. კვირაში ორჯერ ვმარხულობ და მეათედს ვიძლევი ყოველი ჩემი შენაძენიდან. ხოლო მებაჟე მოშორებით იდგა, ვერც კი ბედავდა, რომ ცისკენ აღეპყრო თვალი. მკერდში მჯიღს იცემდა და ამბობდა: ღმერთო, შემიწყალე მე, ცოდვილი. თქვენ გეუბნებით: ეს კაცი უფრო გამართლებული წავიდა შინ, ვიდრე ის, რადგან ყველა, ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, და ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება”.

იოანეს 4:24
ღმერთი არის სული და მისი თაყვანისმცემლებიც სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს.“

ფსალმუნები 18:1-6
ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას და მის ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო. დღე დღეს გადასცემს სიტყვას, ღამე კი ღამეს უმხელს ცოდნას. თუმცა არც მთქმელია და არც ნათქვამი, არც მათი ხმა არ ისმის არსად. მთელ დედამიწას გასდევს მათი ხაზი და სამყაროს კიდეებამდე აღწევს მათი სიტყვები; მათში დაუდგა მზეს კარავი და ნეფესავით გამოდის საქორწინო პალატიდან; გმირივით ხარობს გზის გარბენას. ცათა ერთი კიდიდანაა მისი აღმოსავალი და ბრუნვა მისი – მეორე კიდემდე; ვერაფერი ემალება მის მხურვალებას.

ფსალმუნები 137:5
უმღერებენ უფლის გზებს, რადგან დიდია დიდება უფლისა.

რომაელთა 16:27
ერთადერთ ბრძენ ღმერთს, იესო ქრისტეს მეშვეობით, დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

ფილიპელტა 4:20
ხოლო ჩვენს ღმერთს და მამას დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

ფსალმუნები 103:1-4
აკურთხე, სულო ჩემო, უფალი; უფალო, ღმერთო ჩემო, დიდი ხარ ფრიად, მშვენებით და ბრწყინვალებით ხარ მოსილი. მოსასხამივით გმოსავს სინათლე და ცა ფარდასავით გადაჭიმე. წყლებზე იშენებს ზედა ოთახებს, ეტლად იხდის ღრუბლებს, ქარის ფრთებით მიმოდის. სულებად ქმნის თავის ანგელოზებს და მოგიზგიზე ცეცხლად – თავის მსახურებს.

ფსალმუნები 8:1
უფალო, ჩვენო მბრძანებელო! რაოდენ დიდებულია შენი სახელი მთელ ქვეყანაზე, ცებზე მაღალია დიდება შენი.

ფსალმუნები 98:1
უფალი მეფობს – ათრთოლდნენ ხალხები! ქერუბებზეა ამხედრებული – შეიძრას დედამიწა.

ფსალმუნები 101:12
შენ კი უფალო, საუკუნოდ რჩები და შენი სახსენებელი თაობიდან თაობამდე იქნება.

ფსალმუნები 117:1-4
მადლობდეთ უფალს, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. თქვას ისრაელმა: მართლაც უკუნისამდეა წყალობა მისი. თქვას აარონის სახლმა: მართლაც უკუნისამდეა წყალობა მისი. თქვან უფლის მოშიშებმა: მართლაც უკუნისამდეა წყალობა მისი.

ნეემია 9:6
შენ, შენ ხარ უფალი, მხოლოდ შენ, შენ შექმენი ცანი, ცანი ცათანი და მთელი მათი მხედრობა, დედამიწა და ყოველივე, რაც მასზეა, ზღვები და ყოველივე, რაც მათშია; შენვე აცოცხლებ ყველას და შენ გცემს თაყვანს ციური ლაშქარი.

ფსალმუნები 94:3-7
რადგან დიადი ღმერთია უფალი, დიადი მეფე, ყველა ღვთაებაზე აღმატებული, რომელსაც ხელთ უპყრია მიწის სიღრმეები; მთათა მწვერვალები მას ეკუთვნის. მისია ზღვა, მან შექმნა იგი და თავისი ხელებით გამოსახა ხმელეთი. მოდით, თაყვანი ვცეთ და მოვიდრიკოთ; მუხლი მოვიყაროთ უფლის, ჩვენი შემოქმედის წინაშე. რადგან ის არის ჩვენი ღმერთი, ჩვენ კი მისი სამწყსოს ხალხი და ცხვარი მის ხელში. დღეს, თუ მოისმენთ მის ხმას,

Advertisements