ლოცვა ეკლესიაში ბიბლიის მუხლები

საქმეეიბ 1:14
ყველანი ერთსულოვნად გამუდმებულ ლოცვა-ვედრებაში იყვნენ დედაკაცებთან, იესოს დედასთან, მარიამთან და მის ძმებთან ერთად.

საქმეები 2:42
და გამუდმებით მოციქულთა მოძღვრებაში, მოზიარეობაში, პურის გატეხვასა და ლოცვაში მკვიდრობდნენ ისინი.

საქმეები 12:12
გონსმოსული, მიადგა მარკოზად წოდებული იოანეს დედის, მარიამის სახლს, სადაც მრავალნი შეკრებილიყვნენ და ლოცულობდნენ.

საქმეები 20:36
ეს რომ თქვა, მუხლი მოიყარა და ყველასთან ერთად ილოცა.

საქმეები 21:5
ამ დღეებმა რომ ჩაიარა, გამოვედით და გავწიეთ; ყველანი ცოლ-შვილითურთ გამოგვყვნენ ქალაქგარეთ, ნაპირზე კი მუხლი მოვიყარეთ და ვილოცეთ.

საქმეები 6:6
წარადგინეს მოციქულების წინაშე, ილოცეს და ხელები დაასხეს მათ.

საქმეები 14:23
ხელდასმით დაადგინეს თითოეული ეკლესიის ხუცესი და ლოცვითა და მარხვით მიუძღვნეს ისინი უფალს, რომელსაც ერწმუნენ.

საქმეები 12:5
ასე რომ, პეტრეს საპყრობილეში დარაჯობდნენ, ეკლესია კი მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს მისთვის.

ეფესელთა 6:18
ყოველგვარი ლოცვით და ვედრებით ილოცეთ ყოველ ჟამს სულით და ამაზე იფხიზლეთ მთელი დაჟინებით და ლოცვით ყველა წმიდასთვის;

1 თესალონიკელთა 5:17
ილოცეთ განუწყვეტლივ.

1 ტიმოთეს 2:1
ამრიგად, შეგაგონებ, უწინარეს ყოვლისა, ჰყოთ ვედრებანი, ლოცვანი, შუამდგომლობანი და მადლიერებანი ყველა ადამიანისთვის,

იაკობის 5:14
არის თქვენს შორის ვინმე ავად? მოიხმოს ეკლესიის ხუცესნი, ილოცონ მასზე და ზეთი სცხონ უფლის სახელით.

იაკობის 5:16
აღიარეთ ცოდვები ერთმანეთის წინაშე და ილოცეთ ერთმანეთისთვის, რათა განიკურნოთ, რადგან ბევრი რამ შეუძლია მართლის გაძლიერებულ ლოცვას.

რომაელთა 15:30
შეგაგონებთ თქვენ, ძმანო, ჩვენი უფლით, იესო ქრისტეთი და სულის სიყვარულით, რომ ჩემთან ერთად იბეჯითოთ, ჩემთვის ღმერთისადმი ლოცვებში.

2 კორინთელთა 1:11
რაშიც თქვენც შეგვეწევით თქვენი ლოცვებით, რათა უამრავმა ადამიანმა შესწიროს მადლობა ჩვენთვის და იმ მადლისთვის, რაც მრავალთა შუამდგომლობით მოგვენიჭა.

საქმეები 6:3-4
ამიტომ, ძმებო, ამოირჩიეთ თქვენგან შვიდი სარწმუნო, სულიწმიდით და სიბრძნით სავსე კაცი, და ისინი დავადგინოთ ამ საქმეზე. ჩვენ კი, ლოცვასა და სიტყვის მსახურებას მივუძღვნათ თავი”.

კოლასელთა 1:3
ყოველთვის ვემადლიერებით ღმერთს, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მამას, როდესაც თქვენთვის ვლოცულობთ,

1 თესალონიკელთა 1:2
მარადის ვმადლობთ ღმერთს ყველა თქვენგანისთვის და გიხსენებთ ჩვენს ლოცვებში.

Advertisements