მადლი ადამიანურ ურთიერთობებში ბიბლიის მუხლები

რუთი 2:11
პირქვე დაემხო რუთი და თაყვანი სცა მიწამდე. უთხრა: „რა მადლი ვპოვე შენს თვალში, რომ უცხოტომელი შემამჩნიე?”

2 მეფეთა 9:1-7
თქვა დავითმა: „ხომ არ დარჩა ვინმე საულის სახლიდან, რომ სიკეთე ვუყო იონათანის გულისთვის?” საულის სახლს მსახური ჰყავდა, სახელად ციბა. მოიხმეს იგი დავითთან. უთხრა მეფემ: „შენა ხარ ციბა?” მიუგო: „გახლავარ, შენი მსახური”. ჰკითხა მეფემ: „ხომ არ დარჩენილა ვინმე საულის სახლიდან, რომ მოვექცე ღვთის სიკეთით?” უპასუხა ციბამ მეფეს: „ძე დარჩა იონათანს, ორივე ფეხით კოჭლი”. თქვა მეფემ: „სად არის?” მიუგო ციბამ მეფეს: „აჰა, მაქირ ყამიელის ძის სახლშია, ლოდებარს”. გაგზავნა დავითმა და მოაყვანინა იგი მაქირ ყამიელის ძის სახლიდან, ლოდებარიდან. მოვიდა მეფიბოშეთი, საულის ძის, იონათანის ვაჟიშვილი დავითთან, პირქვე დაემხო მის წინაშე და მიწაზე განერთხა. უთხრა დავითმა: მეფიბოშეთ!” მიუგო: აქა ვარ, შენი მსახური!” უთხრა დავითმა: „ნუ გეშინია, სიკეთეს გიზამ მამაშენის, იონათანის, გულისთვის, დაგიბრუნებ მამაშენის, საულის, მთელ მიწებს და მუდამ ჩემს სუფრაზე შეჭამ პურს”.

საქმეები 28:2
იქაურებმა უჩვეულო კაცთმოყვარეობა გამოიჩინეს, წვიმასა და სიცივეში ცეცხლი დაგვინთეს და ყველას გაგვიმასპინძლდნენ.

დაბადება 33:8-11
ჰკითხა ესავმა: „რა იყო მთელი ის ბანაკი წინ რომ შემომხვდა?” უთხრა იაკობმა: „რომ მადლი ვპოვო ჩემი ბატონის თვალში!” უთხრა ესავმა: „არაფერი მაკლია, ძმაო. რაც შენია, შენთან იყოს!” უთხრა იაკობმა: „არა, თუ ვპოვე მადლი შენს თვალში, მიიღე ჩემგან ეს ძღვენი, რადგან შენი სახე რომ დავინახე, თითქოს ღვთის სახე დამენახოს და შენც კეთილად შემხვდი. გთხოვ, მიიღე ჩემი ძღვენი, რომელიც მოგართვი, რადგან ღმერთმა შემიწყალა და ყველაფერი მაქვს”. დაიყოლია იგი და მანაც მიიღო.

იესო ნავეს ძე 2:12-14
ახლა გევედრებით, დამიფიცეთ უფალი, რომ როგორც მე მოგექეცით სიკეთით, მამაჩემის სახლეულსაც ისე მოექცევით სიკეთით და მომცემთ სარწმუნო ნიშანს. იხსენით ჩემი დედ-მამა, ძმები, დები და ყველაფერი, რაც მათ აქვთ და დაგვიხსენით სიკვდილისგან”. უთხრეს კაცებმა: „ჩვენი სიცოცხლე თქვენის სანაცვლოდ, თუ არ გააცხადებ ჩვენს ამბავს; სიკეთითა და ერთგულებით მოგექცევით, როცა მოგვცემს უფალი ამ ქვეყანას”.

1 მეფეთა 16:5
უთხრა საულმა კენიელთ: „წადით, განშორდით, გადით ყამალეკელთაგან, რომ თქვენც არ მოგსრათ მათთან ერთად, ვინაიდან კეთილად მოექეცით ისრაელს ეგვიპტიდან გამოსვლისას”. და განშორდნენ კენიელნი ყამალეკელებს.

1 მეფეთა 24:18
დღესაც დამიმტკიცე, რომ კეთილად მექცევი, რადგან უფალმა ჩაგიგდო ჩემი თავი ხელში, შენ კი არ მომკალი.

3 მეფეთა 2:7
გილყადელი ბარზილაის ძეთ სიკეთე უყავ, სუფრასთან გესხდნენ, რადგან თვითონაც ასე მომექცნენ, აბესალომს, შენს ძმას რომ გავურბოდი.

ფსალმუნები 36:25-26
ყმაწვილი ვიყავი, კიდეც მოვხუცდი და არ მინახავს მართალი კაცი მიტოვებული და მისი შთამომავლობა პურზე ხელგაწვდილი. ის ყოველდღე მოწყალებას გაიღებს და გაასესხებს, კურთხეულია მისი შთამომავალი.

საქმეები 4:8-10
მაშინ აღივსო პეტრე სულიწმიდით და უთხრა მათ: „ხალხის მთავარნო და უხუცესნო, თუ დღეს ამ უძლური კაცისადმი გაწეული ქველმოქმედების გამო მოგვეთხოვება პასუხი, როგორ განიკურნაო იგი. დაე, ცხადი იყოს ყველა თქვენგანისა და მთელი ისრაელის ხალხისთვის, რომ იგი თქვენ წინაშე ჯანმრთელი დგას იესო ქრისტე ნაზარეველის სახელით, თქვენ რომ აცვით ჯვარს, ღმერთმა კი მკვდრეთით აღადგინა.

1 კორინთელთა 4:13
სახელს გვიტეხენ – ვეფერებით. გავხდით ქვეყნიერების განახვეტი, ყველაფრის ნაგავი ვართ დღემდე.

საქმეები 6:27-28
ხოლო თქვენ, ვინც მისმენთ, გეტყვით: გიყვარდეთ თქვენი მტრები და სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს. აკურთხეთ თქვენი მაწყევრები და ილოცეთ თქვენი შეურაცხმყოფელებისთვის.

მათეს 5:44
მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, ილოცეთ თქვენი მაწყევრებისთვის, კეთილი უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც გავიწროებთ და გდევნით.

იგავნი 14:9
ბრიყვნი იცინიან ცოდვაზე, წრფელთა შორის კი უფლის სიკეთეა.

რომაელთა 15:7
ამიტომ მიიღეთ ერთმანეთი ისევე, როგორც ქრისტემ მიგიღოთ, ღვთის სადიდებლად.

ეფესელთა 4:32
იყავით გამოსადეგნი ერთმანეთისთვის, თანაუგრძნეთ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც თქვენ მოგიტევათ ქრისტეში ღმერთმა.

2 ნეშტთა 10:7
და ელაპარაკნენ მას: „თუ კეთილად მოექცევი ამ ხალხს, აამებ და ტკბილად დაელაპარაკები, მაშინ სამუდამოდ შენი მსახურნი იქნებიან”.

ზაქარია 7:9
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ქმენით ჭეშმარიტი სამართალი, სიკეთით და მოწყალებით მოექეცით ერთმანეთს.

მათეს 9:13
თქვენ კი წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს: წყალობა მსურს და არა მსხვერპლი; მართალთა კი არა, ცოდვილთა მოსახმობად მოვედი”.

ლუკას 6:31-35
როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ. თუ თქვენი მოყვარულნი გეყვარებათ, თქვენთვის რა მადლია? რადგან ცოდვილთაც უყვართ თავიანთი მოყვარულნი. თუ სიკეთეს გაუკეთებთ თქვენს კეთილისმყოფელთ, თქვენთვის რა პატივია? ცოდვილნიც ასევე იქცევიან. თუ სესხს აძლევთ იმას, ვისი იმედიც გაქვთ, რომ უკან დაგიბრუნებთ, ეს რა მადლია? ცოდვილებიც ასესხებენ ცოდვილებს, რომ დაიბრუნონ იმდენივე. ხოლო თქვენ გიყვარდეთ თქვენი მტრები, სიკეთე უყავით და გაასესხეთ და ნურაფერს მოელით, და დიდი იქნება თქვენი საზღაური: უზენაესის ძენი იქნებით, რადგან იგი კეთილია უმადურთა და ბოროტთა მიმართ.

მათეს 18:32-33
მაშინ დაიბარა იგი მისმა ბატონმა და უთხრა: ბოროტო მონავ! რაკი მთხოვე, მე მთელი ვალი გაპატიე. განა არ გმართებდა, ისევე შეგეწყალებინა შენი ამხანაგი, როგორც მე შეგიწყალე?

ლუკას 10:26-27
როგორ ფიქრობ, იმ სამიდან რომელი იყო ყაჩაღების ხელში ჩავარდნილის მოყვასი?” უპასუხა: „რომელმაც წყალობა უყო მას”. მაშინ უთხრა იესომ: „წადი და შენც ასევე მოიქეცი”.

ლუკას 17:3-4
გაფრთხილდით: თუ შეგცოდოს შენმა ძმამ, გაუწყერი; თუ მოინანიოს, მიუტევე. დღეში შვიდჯერ რომ შეგცოდოს და შვიდჯერვე მოგიბრუნდეს და გითხრას ვინანიებო, აპატიე”.

რომაელთა 15:1-2
ხოლო ჩვენ, ძლიერთ, გვმართებს ვზიდოთ უსუსურთა უძლურება და არ ვეძებოთ საკუთარი თავის სიამე. ყოველი ჩვენგანი უნდა აამებდეს თავის მოყვასს სასიკეთოდ, ასაშენებლად.

1 პეტრეს 3:8
და ბოლოს, იყავით ყველანი ერთი აზრისანი, გულშემატკივარნი, ძმათამოყვარენი, შემწყნარებელნი, თავმდაბალნი,

მეორე რჯული 15:10-11
მიეცი და ნუ დაგინაღვლიანდება გული მიცემისას, რადგან გაკურთხებს ამისთვის უფალი, შენი ღმერთი, ყოველ საქმეში და ყველაფერში, რასაც ხელს მოკიდებ. რადგან არ დაილევა ღარიბი ამ ქვეყანაზე, ამიტომ გიბრძანებ, ხელგაშლილი იყავი ღარიბი და გაჭირვებული ძმის მიმართ შენს ქვეყანაში.

1 მეფეთა 25:7
ჰკითხე შენს ჭაბუკებს და თავადაც გეტყვიან. დაე, მადლი ჰპოვონ ჩემმა მსახურებმა შენს თვალში, რადგან სასიკეთო დღეს მოვედით; მიეცი შენს მსახურთ და შენს ძეს, დავითს, რასაც შესძლებ”.

ფსალმუნები 111:5
კარგია კაცი მოწყალე და გამსესხებელი, სამართლიანად რომ წარმართავს თავის საქმეს;

იგავნი 11:25-27
გულუხვი კაცი წარმატებული იქნება; სხვათა დამარწყულებელი, თვითონაც დარწყულდება. მარცვლეულის დამჭერს ერი წყევლის, გამცემის თავზე კი კურთხევაა. სიკეთის გულმოდგინედ მაძიებელი, კეთილგანწყობას მოიხვეჭს, ბოროტების მაძიებელს კი ბოროტება მოეწევა.

1 კორინთელთა 10:24
არავინ ეძებოს თავისი სარგებელი, არამედ სხვისი.

2 კორინთელთა 9:11-13
რათა ყველაფერში გამდიდრდეთ ყოველგვარი ხელგაშლილობისთვის, რაც ჩვენი მეშვეობით ღვთისადმი მადლიერებას გამოიწვევს. ვინაიდან ამ საქმის მსახურება არა მარტო ავსებს წმიდანთა ნაკლებობას, არამედ ღვთისადმი მადლიერებასაც ამრავლებს; რადგან ხედავენ რა ამ მსახურებას, ღმერთს ადიდებენ თქვენს მიერ ქრისტეს სახარების მორჩილებისა და აღიარების გამო, აგრეთვე ხელგაშლილობისა და იმ წრფელი მოზიარეობის გამო, რასაც არა მხოლოდ მათდამი, არამედ ყველას მიმართ ავლენთ.

გალატელთა 6:9-10
სიკეთის კეთება ნუ მოგწყინდებათ, რადგან თავის დროზე მოვიმკით თუ არ მოვიქანცებით! მაშასადამე, სანამ დრო გვაქვს, ყველასთვის კეთილი ვაკეთოთ; განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც მორწმუნეა.

1 ტიმოთეს 6:18
ქველმოქმედებისა და კეთილი საქმეებით გამდიდრებისთვის, რათა გულუხვნი იყვნენ და გამზიარებელნი.

2 ტიმოთეს 2:24
მონას ღვთისას კი ჩხუბი არ მართებს, არამედ შემწყნარე უნდა იყოს ყველას მიმართ და მოთმინებით დამმოძღვრავი.

ებრაელთა 13:16
არ დაივიწყოთ ქველმოქმედება და მოზიარეობა, ვინაიდან ასეთი მსხვერპლები სათნოა ღმერთისთვის.

2 პეტრეს 1:5-7
და ამიტომ ყოველი ღონე იხმარეთ, რომ შესძინოთ თქვენს რწმენას სათნოება, სათნოებას – შემეცნება, შემეცნებას – თავშეკავება, თავშეკავებას – მოთმინება, მოთმინებას – ღვთისმოსაობა, ღვთისმოსაობას – ძმათმოყვარეობა, ძმათმოყვარეობას კი – სიყვარული.


მსგავსი თემები:

მადლი      მადლი და იესო ქრისტე      მადლი და სულიწმინდა      მადლი და ქრისტიანული ცხოვრება      მადლი საკმარისია       მადლი ძველ აღთქმაში       მადლის აღწერა       მადლის წყარო        მადლში ზრდა

Advertisements