მადლის წყარო ბიბლიის მუხლები

რომაელთა 11:5
ასევე ახლანდელ დროშიც, ღმერთის მადლისმიერი ამორჩევით დარჩა ნატამალი.

გალატელთა 1:15
ხოლო როცა კეთილინება ღმერთმა, რომელმაც გამომარჩია დედის საშოდან და მომიწოდა თავისი მადლით,

რომაელთა 3:24
და უსასყიდლოდ მართლდებიან მისი მადლით, ქრისტე იესოში გამოსყიდვით,

ტიტეს 3:6-7
რომელიც უხვად მოგვეფინა ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს მიერ; რათა მისი მადლით გამართლებულები, საუკუნო ცხოვრების მემკვიდრენი გავხდეთ, რისი იმედიც გვაქვს.

საქმეები 18:27
ხოლო აქაიაში წასვლა რომ განიზრახა, ძმებმა გაამხნევეს იგი და მისწერეს მოწაფეებს მასპინძლობა გაეწიათ მისთვის. ისიც მივიდა და ბევრს ეხმარებოდა მათ, ვინც ირწმუნა მადლის მეშვეობით.

ეფესელთა 1:7
რომელშიც გვაქვს გამოსყიდვა მისი სისხლით, ცოდვების მიტევება მისივე მადლის სიმდიდრით,

საქმეები 15:11
ჩვენ გვწამს, რომ უფალ იესოს მადლით გადავრჩებით ისევე, როგორც ისინი”.

ეფესელთა 2:5
ჩვენ, დანაშაულის გამო მკვდრები, გაგვაცოცხლა ქრისტესთან ერთად – მადლით ხართ გადარჩენილნი,

2 თესალონიკელთა 2:16
ხოლო თავად ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ და ჩვენმა ღმერთმა და მამამ, რომელმაც შეგვიყვარა და მოგვცა მარადიული ნუგეში და კეთილი იმედი მადლით,


მსგავსი თემები:

მადლი      მადლი ადამიანურ ურთიერთბებში      მადლი და იესო ქრისტე      მადლი და სულიწმინდა      მადლი და ქრისტიანული ცხოვრება      მადლი საკმარისია       მადლი ძველ აღთქმაში       მადლის აღწერა       მადლში ზრდა