მამის მზრუნველობა ბიბლიის მუხლები

ეფესელთა 6:4
თქვენც მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და დარიგებით.

ფსალმუნები 102:13
როგორც მამას ებრალება შვილები, ისე ებრალება უფალს თავისი მოშიშები.

1 თესალონიკელთა 2:11
რადგან იცით, რომ ისე შევაგონებდით თითოეულ თქვენგანს, როგორც მამა – შვილებს;

რომაელთა 5:8
ღმერთი კი იმით გვიჩვენებს თავის სიყვარულს ჩვენდამი, რომ ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით, როცა ქრისტე მოკვდა ჩვენთვის.

2 კორინთელთა 2:4
ვინაიდან დიდი გულისტკივილით, ნაღველითა და უამრავი ცრემლით გწერდით, და არა იმიტომ, რომ დამემწუხრებინეთ, არამედ გეგრძნოთ ის მეტისმეტი სიყვარული, რომელიც თქვენდამი მაქვს.

იერემია 15:5
ვინ შეგიბრალებს, იერუსალიმო? ვინ გიგლოვებს? ვინ მობრუნდება შენი სიკეთის მოსაკითხად?

იობი 1:4-5
მორიგეობით იკრიბებოდნენ მისი ძენი ერთმანეთთან და ნადიმობდნენ, თითოეულის სახლში; აგზავნიდნენ და ეპატიჟებოდნენ თავის სამ დას, რათა მათთან ერთად ესვათ და ეჭამათ. ლხინის დღეები რომ ჩამთავრდებოდა, გაგზავნიდა იობი და განწმედდა მათ, დილაადრიან ადგებოდა და აღავლენდა სრულდდასაწველებს მათი რიცხვისამებრ, რადგან ამბობდა: ეგებ შესცოდეს ჩემმა ძეებმა და დაგმესო ღმერთი გულში. ყოველთვის ასე იქცეოდა იობი.

იგავნი 17:6
სიბერის გვირგვინი შვილიშვილებია, შვილებისათვის კი დიდება მათი მამაა.

იოანეს 15:13
იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავს დადებს თავისი მეგობრისთვის.

კოლოსელთა 1:9
ამიტომ იმ დღიდან, ეს რომ მოვისმინეთ, ჩვენც განუწყვეტლივ ვლოცულობთ თქვენთვის, რათა აღივსოთ მისი ნების შეცნობით, მთელი სიბრძნითა და სულიერი განსჯის უნარით,

იგავნი 1:8
ისმინე შვილო, მამაშენის დარიგება და დედაშენის სწავლებას ნუ მიატოვებ.

დაბადება 49:22-28
ნაყოფიერი ვაზია იოსები, ნაყოფიერი ვაზი წყლისპირთან, გალავანზეა გასული მისი ლერწები! გაამწარეს, დაისრეს, მტრობდნენ მოისარნი. ძლიერი დარჩა მისი მშვილდი, მოქნილი გახდა მისი მკლავები იაკობის ძლიერი ხელით. აქედანაა მწყემსი, ლოდი ისრაელისა. მამაშენის ღმერთისაგან, რომელიც გშველის და ყოვლადძლიერისგან, რომელიც გაკურთხებს ზეციური კურთხევით ზემოდან, უფსკრულში გაწოლილი კურთხევით ქვემოდან, ძუძუთა და საშოს კურთხევით. კურთხევა მამაშენისა აღემატება ჩემი მშობლების კურთხევას საუკუნო მთათა მიჯნამდე; იყოს ეს იოსების თავზე და ძმათაგან გამორჩეულის თხემზე. მტაცებელი მგელია ბენიამინი: დილით ნანადირევს ჭამს და საღამოს ნადავლს იყოფს”. ეს ყველანი ისრაელის თორმეტი ტომია. ეს იყო, რაც უთხრა მათმა მამამ, როცა აკურთხა ისინი, თითოეული თავისი კურთხევით აკურთხა.

დაბადება 28:15
შენთან ვარ და დაგიფარავ ყველგან, სადაც კი წახვალ; დაგაბრუნებ ამ მიწაზე და არ მიგატოვებ, ვიდრე არ აგისრულებ იმას, რაც გითხარი”.

ფსალმუნები 67:5
ობოლთა მამაა და ქვრივთა მსაჯული – ღმერთი, თავის წმიდა სამყოფელში,


მსგავსი თემები:

როცა ხარ მამა       მამის მოვალეობები