მამის სიხარული ბიბლიის მუხლები

იგავნი 23:24
ლხენით ილხენს მართლის მამა და ბრძენის მშობელი იხარებს მისით.

ფსალმუნები 126:3-5
აჰა, შვილები – მემკვიდრეობა უფლისგან, მუცლის ნაყოფი – მისი საზღაური. როგორც ისრები მეომრის ხელში, ისეა შვილები ახალგაზრდა კაცისთვის. ნეტარია კაცი, რომელმაც მათით გაივსო კაპარჭი; არ შერცხვება, როცა მტრებთან მოუხდება ლაპარაკი კარიბჭეში.

ფსალმუნები 127:3-4
შენი ცოლი, მსხმოიარე ვაზივით იქნება შენს სახლში; შენი შვილები, ზეთისხილის ყლორტებივით იქნებიან შენი სუფრის გარშემო. აი, ასე იკურთხება უფლის მოშიში კაცი.

იგავნი 10:1
იგავნი სოლომონისა: ბრძენი შვილი მამას ახარებს, უგუნური შვილი კი დედის დარდია.

იგავნი 28:7
რჯულის დამცველი შვილი გონიერია, გაუმაძღართა მეგობარი კი არცხვენს მამამისს.

იგავნი 29:3
სიბრძნის მოყვარული კაცი მამას ახარებს, მეძავთა მადევარი – ქონებას ანიავებს.

იგავნი 17:6
სიბერის გვირგვინი შვილიშვილებია, შვილებისათვის კი დიდება მათი მამაა.

ფილიპელთა 4:1
აბა, ჩემო საყვარელო და სასურველო ძმებო, ჩემო სიხარულო და გვირგვინო, ასე იდექით უფალში, საყვარელნო!

იგავნი 15:20
ბრძენი შვილი მამას ახარებს, უგუნურს კი სძულს საკუთარი დედა.

3 იოანეს 1:4
არ არის ჩემთვის იმაზე მეტი სიხარული, ვიდრე იმის მოსმენა, რომ ჩემი შვილები ჭეშმარიტებაში დადიან.

Advertisements