მარადისობის ბუნება ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 89:4
რადგან ათასი წელი შენს თვალში, ვითარცა გუშინდელი დღე, რომ გადაიარა, ან ერთი გუშაგობა ღამისა.

2 პეტრეს 3:8
ხოლო ეს ერთი რამ არ უნდა იყოს დაფარული თქვენგან, საყვარელნო, რომ ერთი დღე უფლისათვის არის, როგორც ათასი წელი, ხოლო ათასი წელი, როგორც ერთი დღე.

ფსალმუნები 89:2
ვიდრე მთები დაიბადებოდნენ და შექმნიდი დედამიწასა და სამყაროს, და უკუნითი უკუნისამდე შენა ხარ ღმერთი.

დაბადება 1:1
თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა.

იოანეს 1:1-2
დასაწყისში იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი. ის იყო დასაწყისში ღმერთთან.

რომაელთა 16:26
ახლა კი გამოცხადდა წინასწარმეტყველური წიგნებიდან, მარადიული ღმერთის ბრძანებით, და რწმენისადმი დასამორჩილებლად ეუწყა ყველა ხალხს, –

გამოსვლა 3:14-15
და უთხრა ღმერთმა მოსეს: „მე ვარ, რომელიც ვარ.“ და თქვა: „ასე უთხარი ისრაელის ძეთ – ‘მე ვარ’ მგზავნის-თქო თქვენთან.“ კვლავ უთხრა ღმერთმა მოსეს: „ასე უთხარი ისრაელის ძეთ: ‘უფალმა, თქვენი მამების ღმერთმა, აბრაამის ღმერთმა, ისააკის ღმერთმა და იაკობის ღმერთმა მომავლინა თქვენთან.’ ეს არის ჩემი სახელი უკუნითი უკუნისამდე და ეს არის ჩემი სახსენებელი თაობიდან თაობამდე.

ესაია 26:4
მიენდეთ უფალს უკუნითი უკუნისამდე, რადგან უფალი ღმერთია საუკუნო კლდე.

ესაია 40:28
განა არ იცი? განა არ გსმენია, რომ მარადიული უფალი ღმერთი, შემქმნელი ქვეყნიერების კიდეებისა, არ იღლება და არ იქანცება? მიუწვდომელია მისი გონება.

ესაია 41:4
ვინ მოიმოქმედა და აღასრულა ეს? თაობათა გამომხმობმა დასაბამით. მე ვარ უფალი, – პირველი და უკანასკნელ თაობასთანაც მე ვიქნები.

გამოცხადება 1:8
მე ვარ ალფა და ომეგა, – ამბობს უფალი ღმერთი, – ის, ვინც არის, ვინც იყო და ვინც მოდის, ყოვლისმპყრობელი.

იობი 10:5
ნუთუ შენი დღეები ადამიანის დღეებივითაა? ნუთუ კაცის დღეებივითაა შენი წლები,

იერემია 31:3
შორიდან გამომეცხადა უფალი და მითხრა: საუკუნო სიყვარულით შეგიყვარე შენ, ისრაელ, ამიტომაც მოგფინე წყალობა.

2 კორინთელთა 9:9
როგორც წერია: „გაფანტა, დაურიგა ღარიბებს, მისი სიმართლე რჩება საუკუნოდ.“

1 კორინთელთა 2:7
არამედ ვაუწყებთ ღმერთის სიბრძნეს, საიდუმლოსა და დაფარულს, რომელიც წინასწარ განსაზღვრა ღმერთმა საუკუნეთა უწინარეს ჩვენი დიდებისათვის,

იგავნი 8:22-29
უფალმა შემქმნა თავისი გზის დასაწყისში, ყველა თავის ქმნილებამდე, იმ ჟამითვე. უწინარეს საუკუნეთა აღმოვცენდი, ჟამთ უწინარეს, ქვეყნიერების დასაბამს. უფსკრულთა უწინარეს გავჩნდი, მაშინ, როცა წყალუხვი წყაროებიც ჯერ არ იყო; მე დავიბადე მთების დაფუძნებამდე, ბორცვთა აღმართვამდე, როცა ჯერ კიდევ არ შეექმნა უფალს მიწა და ველ-მინდვრები, სამყაროს დასაბამი მტვერი. როცა ის განამზადებდა ცათა, მე მასთან ვიყავ. როცა წრეს ავლებდა უფსკრულის პირზე, როცა ღრუბელთა ზემოთ ზესკნელს ამყარებდა, როცა ამაგრებდა უფსკრულთა ნაკადებს, როცა ზღვებს წესს უდგენდა, რათა წყლებს არ გადაელახათ ნაპირები, როცა დედამიწას საფუძველს უყრიდა,

რომაელთა 1:20
რადგან ის, რაც უხილავია მისგან – მისი მარადიული ძალა და ღვთაებრიობა – სამყაროს შექმნიდან მოყოლებული ქმნილებათა ხილვით შეიცნობა. ასე რომ, არა აქვთ მათ პატიება.

რომაელთა 11:36
რადგან ყოველივე მისგან, მის მიერ და მის მიმართ არის. მას დიდება უკუნისამდე! ამინ.

ებრაელთა 13:8
იესო ქრისტე იგივეა გუშინ და დღეს და უკუნისამდე.

იოანეს 17:4-5
შენ მე განგადიდე დედამიწაზე იმ საქმის აღსრულებით, რომელიც მომეცი, რომ გამეკეთებინა. ახლა კი შენ განმადიდე მე, მამაო, იმავე დიდებით, რაც მქონდა შენთან სამყაროს გაჩენამდე.

ებრაელთა 1:10-12
და: „დასაბამიდან დააფუძნე შენ, უფალო, მიწა და შენი ხელის ნამოქმედარია ცანი. ისინი დაიღუპებიან, შენ კი დარჩები და ყოველივე სამოსელივით დაძველდება. მოსასხამივით დაახვევ მათ და სამოსელივით გამოიცვლებიან. შენ კი იგივე ხარ და შენი წლები არ დასრულდება.“

ებრაელთა 7:22-25
ამდენად იესო გახდა უმჯობესი აღთქმის თავდები. მღვდელი ბევრი იყო, რადგან სიკვდილის გამო ვერ რჩებოდნენ სამსახურში, მას კი უკუნისამდე დარჩენით წარუვალი მღვდლობა უპყრია. ამიტომაც ძალუძს სრულად გადაარჩინოს ყველა, ვინც მისი მეშვეობით მიეახლება ღმერთს, რადგან ცოცხალია მუდამ მათთვის საშუამდგომლოდ.

გამოცხადება 1:17-18
და როცა ვიხილე იგი, მკვდარივით დავეცი მის ფეხთით. ხოლო მან დამადო თავისი მარჯვენა და მითხრა: „ნუ გეშინია, მე ვარ პირველი და უკანასაკნელი და ცოცხალი. მკვდარი ვიყავი და, აჰა, ცოცხალი ვარ უკუნითი უკუნისამდე. და მიპყრია სიკვდილისა და ჯოჯოხეთის კლიტენი.

ებრაელთა 9:14
მით უმეტეს, სისხლი ქრისტესი, რომელმაც მარადიული სულით შესწირა ღმერთს თავისი უბიწო თავი, განწმედს ჩვენს სინდისს მკვდარი საქმეებისაგან ცოცხალი ღმერთის მსახურებისათვის.

ფსალმუნები 38:4-6
„მაუწყე, უფალო, ჩემი აღსასრული, ჩემი დღეების ხანგრძლივობა, მაუწყე, რა არის ჩემი ბედისწერა! აჰა, გოჯებით მომეცი დღენი, ჩემი სიცოცხლის ხანი არაფერია შენს წინაშე; ჭეშმარიტად, ერთი ამოსუნთქვაა კაცის სიცოცხლე!  ჭეშმარიტად, აჩრდილივით დაეხეტება ადამიანი, ამაოდ ფაციფუცობს, აგროვებს და არ იცის, ვის დარჩება!

იობი 36:26
აჰა, მაღალია ღმერთი და ვერ შეგვიცვნია; აღურაცხელია მისი დროჟამი.

გამოცხადება 22:13
მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი, დასაბამი და დასასრული.


მსგავსი თემები:

საუკუნო კურთხევა        საუკუნო გამოხსნა       საუკუნო სიკვდილი        საუკუნო ერთგულება
საუკუნო საკუთრება       საუკუნო ქება-დიდება       საუკუნო სასჯელი      მარადიული უსაფრთხოება
უცვლელი ჭეშმარიტება      საუკუნო სიცოცხლის ნიჭი (საჩუქარი)        მარადიულობის განცდა

Advertisements