მარადიული უსაფრთხოება ბიბლიის მუხლები

იოანეს 10:28-29
მე მათ საუკუნო სიცოცხლეს ვაძლევ და არ დაიღუპებიან უკუნისამდე, და ხელიდან ვერავინ გამომტაცებს მათ. ჩემი მამა, რომელმაც მომცა ისინი, ყველაზე დიდია და არავის ძალუძს მათი გატაცება ჩემი მამის ხელიდან.

1 იოანეს 5:13
ამას გწერთ თქვენ, ღმერთის ძის სახელის მორწმუნეებს, რათა იცოდეთ, რომ ღმერთის ძის სახელის რწმენით გაქვთ თქვენ საუკუნო სიცოცხლე.

იოანე 3:16
რადგან ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს.

რომაელთა 5:1
რაკი რწმენით გავმართლდით, მშვიდობა გვაქვს ღმერთთან ჩვენი უფალი იესო ქრისტეს მეშვეობით,

რომაელთა 8:31-39
ამაზე რაღა ვთქვათ? თუ ღმერთი ჩვენსკენ არის, ვის შეუძლია იყოს ჩვენს წინააღმდეგ? ის, ვინც თავისი საკუთარი ძე არ დაინდო, არამედ გასწირა ჩვენთვის, ყველასათვის, განა მასთან ერთად ყოველივეს არ მოგვმადლებს? ვინ გაამტყუნებს ღმერთის რჩეულთ? ღმერთია გამამართლებელი; ვიღამ უნდა დასდოს მსჯავრი? ქრისტე იესო, რომელიც მოკვდა და კიდეც აღდგა მკვდრეთით, ღმერთის მარჯვნივ არის და შუამდგომლობს ჩვენთვის. რა ჩამოგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს: ჭირი თუ შევიწროება, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე, თუ მახვილი? როგორც წერია: „რადგან შენს გამო გვხოცავენ ყოველდღე, დასაკლავ ცხვრებად ვართ შერაცხილნი.“ მაგრამ ყოველივე ამას ვძლევთ ჩვენი მოყვარულის მეშვეობით. და მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო და ვერც მყოფადი, ვერც სიმაღლე და ვერც სიღრმე, ვერც ვერაფერი სხვა მთელს ქმნილებაში ვერ შეძლებს ჩვენს ჩამოშორებას ღმერთის სიყვარულისაგან ჩვენს უფალ ქრისტე იესოში.

ეფესელთა 1:13-14
მასში ხართ თქვენც, ვინც მოისმინეთ ჭეშმარიტების სიტყვა, თქვენი ხსნის სახარება, იწამეთ და დაიბეჭდეთ აღთქმული სულიწმიდის მიერ, რომელიც ჩვენი მემკვიდრეობის წინდია, მისი საკუთრების გამოსასყიდად, მისი დიდების საქებად.

ებრაელთა 6:18-20
რათა ორი უცვალებელი საქმის მეშვეობით, რაშიც შეუძლებელია ღმერთმა იცრუოს, გვქონდეს ჩვენ, – რომელნიც ვისწრაფეთ, რათა ჩავჭიდებოდით ჩვენს წინ მდებარე იმედს, – მტკიცე ნუგეში, რომელიც ჩვენი სულისათვის ღუზასავით საიმედოა და მტკიცე და აღწევს ფარდის მიღმა, სადაც ჩვენთვის წინამორბედად შევიდა იესო და გახდა მღვდელმთავარი მელქისედეკის წესით უკუნისამდე.

იოანეს 3:3
მიუგო იესომ და უთხრა მას: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც ხელახლად არ იშვება, ვერ იხილავს ღმერთის სასუფეველს.“

2 კორინთელთა 5:17
ამრიგად, ვინც ქრისტეშია, ის ახალი ქმნილებაა. ძველი გადავიდა, აჰა, ყოველივე ახალია.

1 პეტრეს 1:5
ღვთის ძალაში, რწმენით დაცულებო, ხსნისათვის, რომელიც მზადაა უკანასკნელ ჟამს გამოსაცხადებლად.

ებრაელთა 13:5
თქვენი გზა იყოს ვერცხლმოყვარეობის გარეშე და იმას დასჯერდით, რაცა გაქვთ, ვინაიდან თქვა: „არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ”


მსგავსი თემები:

საუკუნო კურთხევა        საუკუნო გამოხსნა       საუკუნო სიკვდილი        საუკუნო ერთგულება
საუკუნო საკუთრება       საუკუნო ქება-დიდება       საუკუნო სასჯელი      უცვლელი ჭეშმარიტება
მარადისობის ბუნება        საუკუნო სიცოცხლის ნიჭი (საჩუქარი)         მარადიულობის განცდა