მარადიულობის განცდა ბიბლიის მუხლები

იოანეს 5:24
ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ჩემს სიტყვებს ისმენს და ჩემს მომავლინებელს იწამებს, საუკუნო სიცოცხლე ექნება და არ განისჯება, არამედ გადავა სიკვდილიდან სიცოცხლეში.

რომაელთა 6:22
ახლა კი, როცა თავისუფლები ხართ ცოდვისაგან და ღმერთის მონები გახდით, თქვენი ნაყოფი სიწმიდეა, ხოლო ბოლო – საუკუნო სიცოცხლე.

გალატელთა 2:20
და ახლა, მე კი არ ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში. ახლა რომ სხეულში ვცოცხლობ, რწმენით ვცოცხლობ ღმერთის ძეში, რომელმაც შემიყვარა და თავი გასცა ჩემთვის.

ეფესელთა 2:4-5
მაგრამ წყალობით მდიდარმა ღმერთმა, თავისი დიდი სიყვარულით, რომლითაც შეგვიყვარა, ჩვენ, დანაშაულთა გამო მკვდრები, გაგვაცოცხლა ქრისტესთან ერთად – მადლით ხართ გამოხსნილნი, –

კოლოსელთა 2:13
თქვენც, მკვდრები შეცოდებებში და თქვენი ხორცის წინადაუცვეთლობაში, გაგაცოცხლათ მასთან ერთად და მოგიტევათ ყველა შეცოდება.

კოლოსელთა 3:1-4
ამგვარად, თუ თქვენ აღმდგარი ხართ ქრისტესთან ერთად, ეძიეთ, რაც მაღლაა, სადაც ქრისტე ზის ღმერთის მარჯვნივ. იფიქრეთ იმაზე, არის რაც მაღლა, და არა მიწიერზე. რადგან თქვენ მოკვდით და თქვენი სიცოცხლე დაფარულია ქრისტესთან ღმერთში. და როცა გამოჩნდება ქრისტე, თქვენი სიცოცხლე, მაშინ თქვენც გამოჩნდებით მასთან ერთად დიდებაში.

1 ტიმოთეს 6:12
იღვაწე რწმენის კეთილი ღვაწლით, ჩაეჭიდე საუკუნო სიცოცხლეს, რომლისთვისაც მოწოდებული ხარ, და აღიარე კეთილი აღსარება მრავალი მოწმის წინაშე.

რომაელთა 8:9
თქვენ კი ცხოვრობთ არა ხორციელად, არამედ სულიერად, თუკი ღმერთის სული ცხოვრობს თქვენში. ხოლო ვისაც ქრისტეს სული არა აქვს, ის მისი არ არის.

1 კორინთელთა 3:16
ნუთუ არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ და ღვთის სული ცოცხლობს თქვენში?

1 კორინთელთა 6:19
ანდა, ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეულები ტაძარია თქვენში სულიწმიდისა, რომელიც ღვთისაგან გაქვთ, და რომ თქვენს თავს არ ეკუთვნით?

ეფესელთა 1:13-14
მასში ხართ თქვენც, ვინც მოისმინეთ ჭეშმარიტების სიტყვა, თქვენი ხსნის სახარება, იწამეთ იგი და დაიბეჭდეთ სულიწმიდის მიერ აღთქმული, რომელიც ჩვენი მემკვიდრეობის საწინდარია, საკუთრების გამოსასყიდად მისი დიდების საქებრად.

2 ტიმოთეს 1:14
შეინახე კეთილი საწინდარი ჩვენში დამკვიდრებული სულიწმიდის მეშვეობით.

1 პეტრეს 1:3-5
კურთხეულია ღმერთი და ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მამა, რომელმაც თავისი მრავალი წყალობით ხელახლა გვშვა ცოცხალი იმედისათვის იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომით, უხრწნელ, შეუბილწავ და უჭკნობ მემკვიდრეობად, რომელიც ცაშია შენახული თქვენი, ღმერთის ძალაში რწმენით დაცულების ხსნისათვის, რომელიც გამზადებულია უკანასკნელ ჟამს გამოსაცხადებლად.

კოლოსელთა 1:27
ვისთვისაც ღმერთმა ინება ეცნობებინა, თუ რა არის ამ საიდუმლოს დიდების სიმდიდრე ყველა ერისათვის, – ეს არის ქრისტე თქვენში, დიდების სასოება,

2 თესალონიკელთა 2:16-17
ხოლო თვით ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ და ჩვენმა ღმერთმა და მამამ, რომელმაც შეგვიყვარა და მოგვმადლა საუკუნო ნუგეში და კეთილი იმედი მადლით, ანუგეშოს თქვენი გულები და განგამტკიცოთ ყოველ კეთილ საქმესა და სიტყვაში.

რომაელთა 8:18
რადგან ვფიქრობ, რომ ახლანდელი ტანჯვანი არაფერია იმ დიდებასთან, რომელიც გამოცხადდება ჩვენს მიმართ.

მათეს 5:11-12
ნეტარნი ხართ თქვენ, როდესაც გგმობენ, გდევნიან და ყოველგვარ ბოროტს ამბობენ თქვენზე ჩემს გამო. იხარეთ და ილხინეთ, რადგან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე დევნიდნენ წინასწარმეტყველთ, რომლებიც თქვენზე ადრე იყვნენ.

ლუკას 18:28-30
თქვა პეტრემ: „აჰა, ჩვენ ყველაფერი მივატოვეთ და შენ გამოგყევით.“ უთხრა მათ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არავინ არის, ვინც ღმერთის სასუფევლისათვის დატოვებს სახლს, ან ცოლს, ან მშობლებს, ან ძმებს, ან შვილებს და ახლავე არ მიიღებს მრავალგზის მეტს, ხოლო მომავალში – საუკუნო სიცოცხლეს.“

მათეს 19:29
ყველა, ვინც მიატოვა სახლი ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან შვილები, ან ყანები ჩემი სახელის გულისათვის, ასმაგად მიიღებს და საუკუნო სიცოცხლეს დაიმკვიდრებს.

იაკობის 1:12
ნეტარია კაცი, რომელიც დაითმენს განსაცდელს, რადგან, რაკი გამოიცდება, მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, რომელიც ღმერთმა აღუთქვა თავის მოყვარულთ.

1 ტიმოთეს 4:8
რადგან ხორციელი წვრთნა ნაკლებად სასარგებლოა, ღვთისმოსაობა კი ყველაფერში გამოსადეგია, რადგან აღგვითქვამს სიცოცხლეს აწმყოშიც და მომავალშიც.

2 კორინთელთა 5:4
და ამ კარავში წუხილის ტვირთქვეშ ვოხრავთ, რადგან გახდა კი არა გვსურს, არამედ შემოსვა, რათა მოკვდავი შთაინთქას სიცოცხლის მიერ.

კოლოსელთა 1:5
ზეცაში თქვენთვის გამზადებული სასოებით, რომელიც უკვე გესმათ სახარების ჭეშმარიტ სიტყვაში,

2 კორინთელთა 5:7-8
რადგან რწმენით დავდივართ და არა ხილვით. მხნედა ვართ და გვირჩევნია სხეულს განვშორდეთ და უფალთან დავსახლდეთ.

იოანეს 14:2-3
ჩემი მამის სახლში ბევრი სავანეა. ასე რომ არ იყოს, არ გეტყოდით: მე მივდივარ, რათა ადგილი გაგიმზადოთ თქვენ. და როდესაც წავალ და ადგილს გაგიმზადებთ, ისევ მოვალ და წაგიყვანთ ჩემთან, რათა, სადაც მე ვარ, თქვენც იქ იყოთ.

იოანეს 17:24
მამაო, მსურს, რომ იქ, სადაც მე ვარ, ისინიც ჩემთან იყვნენ, რომელნიც შენ მე მომეცი, რათა ნახონ ჩემი დიდება, რომელიც მე მომეცი, რადგან შემიყვარე სამყაროს შექმნამდე.

1 თესალონიკელთა 4:15-17
ამას გეუბნებით თქვენ უფლის სიტყვით, რომ ჩვენ, ვინც ცოცხლები დავრჩით უფლის მოსვლამდე, არ დავასწრებთ განსვენებულებს, რადგან თვით უფალი გადმოვა ციდან ბრძანებაზე, მთავარანგელოზის ხმაზე და ღმერთის საყვირზე, და ჯერ ქრისტეში მკვდარნი აღდგებიან, მერე კი ჩვენ, ცოცხლები, ვინც დავრჩით, მათთან ერთად ვიქნებით ზეატაცებულნი ღრუბლებში, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და ამგვარად სამარადისოდ უფალთან ვიქნებით.

იოანეს 10:28-29
ე მათ საუკუნო სიცოცხლეს ვაძლევ და არ დაიღუპებიან უკუნისამდე, და ხელიდან ვერავინ გამომტაცებს მათ. ჩემი მამა, რომელმაც მომცა ისინი, ყველაზე დიდია და არავის ძალუძს მათი გატაცება ჩემი მამის ხელიდან.

რომაელთა 8:38-39
და მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო და ვერც მყოფადი, ვერც სიმაღლე და ვერც სიღრმე, ვერც ვერაფერი სხვა მთელს ქმნილებაში ვერ შეძლებს ჩვენს ჩამოშორებას ღმერთის სიყვარულისაგან ჩვენს უფალ ქრისტე იესოში.

იოანეს 17:2-3
რადგან შენ მიეცი მას ხელმწიფება ყველა ხორციელზე, რათა ყველას, ვინც მას მიეცი, საუკუნო სიცოცხლე მისცეს. ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ შეგიცნონ შენ, ერთი ჭეშმარიტი ღმერთი, და ის, ვინც შენ მოავლინე – იესო ქრისტე.

ფსალმუნები 72:26
ქანცგამოლეულია ჩემი სხეული და გული; მაგრამ ღმერთია ჩემი გულის სიმაგრე და ჩემი ხვედრი უკუნისამდე.

იობი 19:25
რადგან მე ვიცი, რომ ცოცხალია ჩემი მხსნელი და საბოლოოდ მიწაზე წამოიმართება.

1 იოანეს 5:11-13
ეს არის მოწმობა, რომ ღმერთმა მოგვანიჭა საუკუნო სიცოცხლე და ეს სიცოცხლე მის ძეშია. ვისაც ძე ჰყავს, სიცოცხლე აქვს; ვისაც ძე ღვთისა არა ჰყავს, სიცოცხლეც არა აქვს. ამას გწერთ თქვენ, ღმერთის ძის სახელის მორწმუნეებს, რათა იცოდეთ, რომ ღმერთის ძის სახელის რწმენით გაქვთ თქვენ საუკუნო სიცოცხლე.

ტიტეს 1:2
საუკუნო სიცოცხლის იმედით, რომელიც აღგვითქვა უტყუარმა ღმერთმა საუკუნეთა უწინარეს,

ტიტეს 3:5-7
მან გვიხსნა ჩვენ არა მართალი საქმეების გამო, რომლებიც ჩავიდინეთ, არამედ თავისი მოწყალებით, ხელახალი შობის განბანითა და წმიდა სულის მიერ განახლებით, რომელიც უხვად მოგვეფინა ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს მიერ, რათა, მისი მადლით გამართლებულები, გავხდეთ საუკუნო სიცოცხლის მემკვიდრენი, რისი იმედიც გვაქვს.

2 პეტრეს 1:10-11
ამიტომ, ძმებო, უფრო და უფრო ეცადეთ განამტკიცოთ თქვენი მოწოდება და რჩეულობა; თუ ასე მოიქცევით, არასოდეს წაიბორძიკებთ, რადგან უხვად გაგეხსნებათ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს საუკუნო სამეფოს შესასვლელი.


მსგავსი თემები:

საუკუნო კურთხევა        საუკუნო გამოხსნა       საუკუნო სიკვდილი        საუკუნო ერთგულება
საუკუნო საკუთრება       საუკუნო ქება-დიდება       საუკუნო სასჯელი      მარადიული უსაფრთხოება
უცვლელი ჭეშმარიტება      მარადისობის ბუნება        საუკუნო სიცოცხლის ნიჭი (საჩუქარი)

Advertisements