მართლის ბაგე ბიბლიის მუხლები

იობი 33:3
გულწრფელად ვილაპარაკებ სიტყვებს და ნათლად გამოთქვამენ ცოდნას ჩემი ბაგენი;

ფსალმუნები 16:1
უფალო, ისმინე სიმართლე, ყური მოაპყარ ჩემს ღაღადს, ისმინე ჩემი ლოცვა უბიწო ბაგეებიდან.

ფსალმუნები 39:9
შენი სამართალი გამოვუცხადე დიდ კრებულს; აჰა, ბაგე ჩემი არ მომიკუმავს უფალო, შენ უწყი.

ფსალმუნები 44:2
ადამის ძეთა შორის უმშვენესი ხარ, მადლი იღვრება შენს ბაგეთაგან, რადგან გაკურთხა ღმერთმა სამარადჟამოდ.

ფსალმუნები 50:15
უფალო! გახსენი ჩემი ბაგეები და შენს ქებას იტყვის ჩემი პირი.

ფსალმუნები 70:23
სიხარულით იყიჟინებენ ჩემი ბაგეები, როცა გიგალობებ და ჩემი სულიც – შენ რომ გამოისყიდე.

ფსალმუნები 118:13
ჩემი ბაგეებით ვაცხადებ შენი პირის ყველა სამართალს.

იგავნი 10:21
მართლის ბაგენი მრავალს მწყემსავენ, სულელნი კი თავის უგუნურებაში იხოცებიან.

ოსია 14:2
შეისმინეთ სიტყვები და მიუბრუნდით უფალს, უთხარით: მოგვაცილე ჩვენი ურჯულოება და მადლით მიგვიღე; რათა მოზვრებივით მოგიძღვნათ-თქო ჩვენი ბაგეთა ნაყოფი.

ებრაელთა 13:15
მაშ, მისი საშუალებით მუდამ ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს, ესე იგი, მისი სახელის აღმსარებელ ბაგეთა ნაყოფს.

Advertisements