მართლის დაღუპვა ბიბლიის მუხლები

ესაია 57:1
იღუპება მართალი და კაცი არ არის ამის გულთან მიმტანი; ღვთისმოსავი კაცები წაყვანილ არიან და ვერავინ ხვდება, რომ მართალნი უბედურების გამო არიან წაყვანილნი.

მიქა 7:2
მოისპო ღვთისნიერი ქვეყანაზე, აღარავინ დარჩა წრფელი კაცთა შორის. ყველანი სისხლის დასაღვრელად ჩასაფრებულან, ერთმანეთზე ნადირობენ ბადით ხელში.

იობი 12:4
დასაცინი შევიქენი მეგობრებისთვის, ღმერთს მოვუხმობდი მე და ის პასუხს მცემდა; სამასხროდ შევიქენი მართალი და უბიწო.

ეკლესიასტე 7:15
ვიხილე ეს ყოველივე ჩემი ამაოების დღეებში: მართალი, რომელიც თავის სიმართლეში იღუპება და ბოროტი – დღეგრძელი თავის ბოროტებაში.

ეკლესიასტე 8:14
აჰა, ამაოება, ქვეყნად რომ ხდება: არიან მართლები, ბოროტეულთა საქმეებისამებრ რომ ეზღვებათ და არიან ბოროტეულნი, მართალთა საქმეებისამებრ რომ ეზღვებათ. ვთქვი – ესეც ამაოებაა.

იაკობის 5:6
თქვენ დასდეთ მსჯავრი და მოკალით მართალი, ის კი არ შეგეწინააღმდეგათ.

Advertisements