მართლის იმედი ბიბლიის მუხლები

იგავნი 10:28
მართალთა სასოება სიხარულია, ბოროტეულთა იმედი კი მოისპობა.

გალატელთა 5:5
ჩვენ კი სულით, რწმენის იმედით მოველით სიმართლეს;

1 პეტრეს 3:15
წმიდა ჰყავით ქრისტე, როგორც უფალი თქვენს გულებში და მუდამ მზად იყავით, რომ სიმშვიდით და მოწიწებით უპასუხოთ ყველას, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას მოგთხოვთ.

ფსალმუნები 30:24
გამხნევდით და გული გაიმაგრეთ ყველამ, ვისაც უფლის მოლოდინი გაქვთ.

ებრაელთა 11:1
ხოლო რწმენა არის მტკიცედ დარწმუნება იმაში, რისი იმედიც გვაქვს, დადასტურება იმისა, რასაც ვერ ვხედავთ.

2 თესალონიკელთა 2:16
ხოლო თავად ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ და ჩვენმა ღმერთმა და მამამ, რომელმაც შეგვიყვარა და მოგვცა მარადიული ნუგეში და კეთილი იმედი მადლით,

იერემია 29:11
ვინაიდან მე ვიცი ზრახვანი, რაც თქვენზე განვიზრახე, ამბობს უფალი, სასიკეთო და არა საბოროტო ზრახვანი, რომ მომავალი და იმედი მოგცეთ.

იგავნი 13:12
გაცრუებული იმედი გულს ასნეულებს, ასრულებული წადილი კი სიცოცხლის ხეა.

1 თესალონიკელთა 1:3
განუწყვეტლივ გვახსოვს თქვენი რწმენის საქმე, სიყვარულის შრომა და თქვენი იმედიანი მოთმინება ჩვენს უფალ იესო ქრისტეში, ჩვენი ღმერთისა და მამის წინაშე.

ფსალმუნები 38:7
და ახლა, რაღას ველი, უფალო? შენზეა ჩემი იმედი.

იერემია 3:24
ჩემი ხვედრია უფალი, ამბობს ჩემი სული; ამიტომ მაქვს მისი იმედი.

საქმეები 24:15
და მაქვს ღმერთის იმედი, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა, როგორც მართალთა, ისე უკეთურთა, რასაც თავად ესენიც მოელიან.

რომაელთა 15:4
რადგან ყოველივე, რაც წინათ დაიწერა, ჩვენს სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებით და წერილთა ნუგეშით გვქონდეს იმედი.

ესაია 49:23
მეფენი იქნებიან შენი გამზრდელნი და დედოფალნი – შენთვის ძუძუს მაწოვებელნი; პირქვე თაყვანს გცემენ მიწამდე და შენს ფერხთა მტვერს ალოკავენ; გაიგებ, რომ მე უფალი ვარ, რომ არ შერცხვებიან ჩემი მომლოდინენი!

ფილიპელთა 1:20
ველოდები და ვიმედოვნებ, რომ არაფერში შევრცხვები, არამედ მთელი სითამამით, როგორც ყოველთვის, ისე ახლაც განდიდდება ქრისტე ჩემს სხეულში – სიცოცხლით იქნება თუ სიკვდილით,

კოლასელთა 1:5
თქვენთვის ზეცაში გამზადებული იმედის გამო, წინასწარ რომ გესმათ სახარების ჭეშმარიტი სიტყვით,

ესაია 40:31
უფლის მომლოდინენი კი ძალას განიახლებენ, არწივივით გაშლიან ფრთებს, გაიქცევიან და არ დაიღლებიან, ივლიან და არ დაიქანცებიან.

1 კორინთელთა 13:13
ახლა კი რჩება რწმენა, იმედი და სიყვარული – ეს სამი. ხოლო მათგან სიყვარულია უდიდესი.

1 პეტრეს 1:3
კურთხეულია ღმერთი და ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მამა, რომელმაც თავისი მრავალი წყალობითა და იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომით ხელახლა გვშვა ჩვენ ცოცხალი იმედით.

Advertisements