მარტოობა ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 31:6
გამაგრდით და განმტკიცდით, ნუ შეგეშინდებათ და ნუ შეძრწუნდებით მათ წინაშე, რადგან თავად უფალი, თქვენი ღმერთი, მოდის თქვენთან ერთად. ის არ დაგაგდებთ და არ მიგატოვებთ.“

ფსალმუნები 26:10
რადგან მიმატოვა ჩემმა დედ-მამამ; მაგრამ უფალი მიმიღებს მე.

რომაელთა 8:31-39
ამაზე რაღა ვთქვათ? თუ ღმერთი ჩვენსკენ არის, ვის შეუძლია იყოს ჩვენს წინააღმდეგ? ის, ვინც თავისი საკუთარი ძე არ დაინდო, არამედ გასწირა ჩვენთვის, ყველასათვის, განა მასთან ერთად ყოველივეს არ მოგვმადლებს? ვინ გაამტყუნებს ღმერთის რჩეულთ? ღმერთია გამამართლებელი; ვიღამ უნდა დასდოს მსჯავრი? ქრისტე იესო, რომელიც მოკვდა და კიდეც აღდგა მკვდრეთით, ღმერთის მარჯვნივ არის და შუამდგომლობს ჩვენთვის. რა ჩამოგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს: ჭირი თუ შევიწროება, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე, თუ მახვილი? როგორც წერია: „რადგან შენს გამო გვხოცავენ ყოველდღე, დასაკლავ ცხვრებად ვართ შერაცხილნი.“ მაგრამ ყოველივე ამას ვძლევთ ჩვენი მოყვარულის მეშვეობით. და მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო და ვერც მყოფადი, ვერც სიმაღლე და ვერც სიღრმე, ვერც ვერაფერი სხვა მთელს ქმნილებაში ვერ შეძლებს ჩვენს ჩამოშორებას ღმერთის სიყვარულისაგან ჩვენს უფალ ქრისტე იესოში.

ფსალმუნები 24:16
გადმომხედე და შემიწყალე მე, ვინაიდან მარტოსული ვარ და ბედუკუღმართი.

მათეს 28:20
ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. და, აჰა, მე თქვენთან ვარ მარადჟამს საუკუნის აღსასრულამდე.“

ესაია 41:10
ნუ გეშინია, რადგან მე შენთანა ვარ; ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ მე. გაგამაგრებ და შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სიმართლის მარჯვენით.

1 პეტრეს 5:7
მიანდეთ მას ყველა თქვენი საზრუნავი, რადგან ის ზრუნავს თქვენზე.

ფსალმუნები 67:5-6
მამა ობოლთა და მსაჯული ქვრივთა არის ღმერთი თავის წმიდათა წმიდაში; ღმერთი ბინას აძლევს ეულებს, გამოჰყავს ტყვეები საპყრობილედან, ხოლო ურჩნი ხრიოკზე რჩებიან.

იგავნი 18:24
ზოგი მეგობრის მეგობრობა თვალთმაქცობაა, ზოგი მეგობარი კი ძმაზე ძვირფასია.

1 კორინთელთა 10:13
არ შეგმთხვევიათ ჯერ სხვა განსაცდელი, გარდა ადამიანურისა: ხოლო სარწმუნოა ღმერთი, რომელიც არ დაუშვებს, რომ თქვენს შესაძლებლობაზე მეტად გამოიცადოთ, არამედ განსაცდელში მოგცემთ გამოსავალს, რომ შესძლოთ ატანა.

ებრაელთა 13:5
ვერცხლის უყვარულნი იყავით და იმას დასჯერდით, რაც გაქვთ, რადგან მან თქვა: „არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ.“