მარხვა ბიბლიის მუხლები

მათეს 6:16-18
ასევე როცა მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი, როგორც თვალთმაქცნი. ვინაიდან ისინი იმწუხრებენ სახეებს, რათა ადამიანებს მარხულებად აჩვენონ თავი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.  ხოლო შენ, როცა მარხულობ, იცხე თავზე და დაიბანე პირი, რათა ადამიანებს კი არ ეჩვენო მარხულად, არამედ დაფარულში მყოფ შენს მამას. და შენი მამა, რომელიც ხედავს დაფარულში, ცხადად მოგიზღავს.

მათეს 4:1-4
მაშინ სულმა წაიყვანა იესო უდაბნოში ეშმაკისაგან გამოსაცდელად. ორმოც დღეს და ორმოც ღამეს იმარხულა და ბოლოს მოშივდა. მიუახლოვდა მას მაცდური და უთხრა: „თუ შენ ღვთის ძე ხარ, თქვი, რომ ეს ქვები პურებად იქცნენ.” ხოლო მან მიუგო და უთხრა: „დაწერილია, რომ ‘არა მხოლოდ პურით ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით.’”

ლუკას 4:1-2
იესო, სულიწმიდით აღვსილი დაბრუნდა იორდანედან და სულით გაყვანილ იქნა უდაბნოში და ორმოც დღეს სცდიდა მას ეშმაკი და არაფერი უჭამია იმ დღეებში, და მათი გასვლის შემდეგ მოშივდა.

ესაია 58:3-10
რატომ ვმარხულობთ, შენ კი ვერ ხედავ? ვაწამებთ ჩვენს სულს, შენ კი არ იცი?’ თქვენი მარხვის დღეს ხომ აღწევთ წადილს, და თქვენსავე ჟინს იკმაყოფილებთ? თქვენ ხომ დავისთვის და ჩხუბისათვის მარხულობთ, და იმისათვის, რომ უკეთური მუშტი ურტყათ. ნუ იმარხულებთ, როგორც დღეს, რათა შესმენილ იქნეს თქვენი ხმა ცაში. განა ასეთია მარხვა, რომელიც ამოვარჩიე, დღე, როცა ადამიანი აწამებს თავის თავს? ვით ლერწამი იდრეკს თავს, და ძაძას და ნაცარს იგებს ქვეშ? ამას ვუწოდე მარხვა და უფლის საწადელი დღე? განა ეს მარხვა არაა, რომელიც ამოვარჩიე, გახსენი საბელნი ბოროტეულთა, შეხსენი ბორკილნი უღლისა, და გაუშვი ჩაგრულნი თავისუფლად და ყველა უღელი გაწყვიტეთ. განა იმისათვის არ არის, რომ გაუნაწილო შენი პური მშიერს და ღარიბნი და უსახლკარონი შემოიყვანო სახლში? როდესაც დაინახავ შიშველს, შემოსე იგი და შენს სისხლსა და ხორცს ნუ უგულვებელჰყოფ. მაშინ ცისკარივით ამოსკდება შენი სინათლე, და შენი კურნება სწრაფად აღმოცენდება, წინ წაგიძღვება შენი სიმართლე. და უფლის დიდება გარემოგიცავს. მაშინ დაიძახებ და უფალი გიპასუხებს, იღაღადებ და ის იტყვის: ‘აქა ვარ!’ როცა მოიცილებ შენს შორის უღელს, თითის მიშვერას და ძვირის თქმას, და მისცემ მშიერს შენს სულს და წამებულის სულს გააძღობ, მაშინ გაბრწყინდება სიბნელეში შენი ნათელი და შენი წყვდიადი შუადღესავით იქნება.

ფსალმუნები 68:10
და ვტირი ჩემი სულის მარხვით, და მათი სალანძღავი გავხდი;

საქმეები 14:23
ხელი დაასხეს მათ თითოეულ ეკლესიაში უხუცესებს და ლოცვითა და მარხვით შეავედრეს ისინი უფალს, რომელიც ირწმუნეს.

იოველი 2:12
„ახლაც” – ამბობს უფალი: – „მოიქეცით ჩემსკენ მთელი გულით, მარხვით და მოთქმა-გოდებით.

დანიელი 10:3
გემრიელი პური არ მიჭამია, ხორცი და ღვინო პირში არ ჩამიშვია და ნელსაცხებელი არ მიმიკარებია, ვიდრე სამი კვირა არ გასრულდა.

ფსალმუნები 34:13
ხოლო მე კი მათი სნეულების ჟამს ძაძებს ვიცვამდი, ჩემს სულს მარხვით ვაძაბუნებდი და ჩემი ლოცვა ჩემთანვე ბრუნებოდა.

ლუკას 18:12
კვირაში ორჯერ ვმარხულობ და მეათედს ვიძლევი ყოველი ჩემი შენაძენიდან.’

ნეემია 1:4
და ეს სიტყვები რომ მოვისმინე, დავჯექი და ავტირდი და რამდენიმე დღე ვგლოვობდი; ვმარხულობდი და ვლოცულობდი ცათა ღმერთის წინაშე,

1 კორინთელთა 7:5
ნუ განშორდებით ერთმანეთს, გარდა შეთანხმებისა, დროებით, რომ მოიცალოთ მარხვისა და ლოცვისათვის, და კვლავ ერთად იყოთ, რათა არ გამოგცადოთ სატანამ თქვენი თავშეუკავებლობით.

საქმეები 13:2-3
როცა ისინი უფალს ემსახურებოდნენ და მარხულობდნენ, თქვა სულიწმიდამ: „გამომიყავით ბარნაბა და სავლე იმ საქმეზე, რაზეც მათ მოვუწოდე.” მაშინ იმარხულეს, ილოცეს, ხელები დაასხეს მათ და გაუშვეს.

ეზრა 8:23
და ვიმარხულეთ, და ვთხოვეთ ჩვენს ღმერთს ეს და შეისმინა მან ჩვენი.

ლუკას 2:37
იყო იგი ოთხმოცდაოთხი წლის ქვრივი, არ შორდებოდა ტაძარს, მარხვით და ვედრებით ემსახურებოდა დღე და ღამ.

დანიელი 9:3
პირი ვიბრუნე უფალი ღმერთისკენ, რათა პასუხი მომეძია ლოცვით და ვედრებებით, მარხვით, ჯვალოთი და ნაცრით.

ესთერი 4:16
„წადი, თავი მოუყარე შუშანის მთელ იუდაელობას და იმარხულეთ ჩემთვის; და ნუ ჭამთ და ნუ სვამთ სამ დღეს, ნურც ღამით და ნურც დღისით; მეც ვიმარხულებ ჩემს მხევლებთან ერთად; ასე წავალ მეფესთან, თუმცა ეს კანონს ეწინააღმდეგება. და, თუ დავიღუპები, დავიღუპო!”

გამოსვლა 34:28
და იყო იქ უფალთან ორმოცი დღე და ორმოცი ღამე. პური არ უჭამია და წყალი არ დაულევია. და დაწერა ქვის დაფებზე აღთქმის სიტყვები, ათი სიტყვა.

მათეს 9:14-15
მაშინ მივიდნენ მასთან იოანეს მოწაფეები და უთხრეს: „რატომ არის, რომ ჩვენ და ფარისევლები ვმარხულობთ, შენი მოწაფეები კი არ მარხულობენ?” უთხრა მათ იესომ: „განა შეუძლიათ იგლოვონ მექორწილეებმა, ვიდრე ნეფე მათთან არის? მაგრამ დადგება დღეები, როცა ნეფე წაერთმევათ და მაშინ იმარხულებენ.

1 კორინთელთა 9:27
არამედ ვთრგუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა სხვებს რომ ვუქადაგებ, მე თვითონ უღირსი არ დავრჩე.

იონა 3:5-10
იწამეს ნინეველებმა ღმერთი, გამოაცხადეს მარხვა და დიდიან-პატარიანად ჯვალოთი შეიმოსნენ. შეიტყო ეს ამბავი ნინევის მეფემ, ტახტიდან ჩამოვიდა, შემოიძარცვა სამოსელი; ჯვალო ჩაიცვა და ნაცარზე დაჯდა. გამოაცხადებინა ნინევეში მეფისა და მისი კარისკაცების ბრძანება: არც კაცმა, არც პირუტყვმა, ძროხამ თუ ცხვარმა, არ ჭამოს, არ მოძოვოს, არც წყალი დალიოს. ჯვალო ატაროს კაცმაც და პირუტყვმაც, მთელი ძალით შეჰღაღადონ ღმერთს, დააგდონ ბოროტების გზა და ყველა ავი საქმე, რაშიც კი ხელი აქვთ გარეული. ვინძლო კიდევ შეინანოს ღმერთმა, დაუცხრეს რისხვა და აღარ დავიღუპოთ! შეხედა ღმერთმა მათ საქციელს, რომ დააგდეს ბოროტების გზა და შეინანა ღმერთმა, ბოროტის ყოფას რომ უპირებდა მათ, და აღარ უყო.

მსაჯულნი 20:26
გაემართა მაშინ მთელი ისრაელიანობა, მთელი ერი, მივიდა ბეთლემში და შესტიროდა უფალს, იჯდა და საღამომდე მარხულობდა, აღსავლენ და სამადლობელ მსხვერპლს სწირავდა უფალს.

ზაქარია 7:5
უთხარი ქვეყნის მთელ ხალხს და მღვდლებს: როცა მარხულობდით და გლოვობდით მეხუთე და მეშვიდე თვეში ამ სამოცდაათი წლის მანძილზე, განა ჩემთვის მარხულობდით?

იერემია 36:9
იუდას მეფის, იეჰოაკიმ იოშიას ძის, მეხუთე წელს, მეცხრე თვეს, გამოუცხადეს მარხვა უფლის წინაშე იერუსალიმის მთელს ხალხს და ყველას, ვინც კი იუდას ქალაქებიდან იერუსალიმში იყო მოსული.

2 მეფეთა 12:22
ჰკითხეს მისმა მორჩილებმა: ეს რა იყო, რომ გააკეთე? ცოცხალი ბავშვის გამო მარხულობდი და ტიროდი, ხოლო როგორც კი მოკვდა ბავშვი, წამოდექი და პური შეჭამე.

საქმეები 27:33
განთიადისას პავლემ ყველას შესთავაზა პური ეჭამათ და თქვა: აგერ უკვე თოთხმეტი დღეა, რაც მოლოდინში უზმოდა ხართ და ლუკმა არ ჩაგიდევთ პირში.

ეზრა 8:21
და გამოვაცხადე იქ მარხვა, მდინარე აჰავაზე, რათა თავი დაგვემდაბლებინა ჩვენი ღმერთის წინაშე, და გვეკითხა მისგან სწორი გზა ჩვენთვის და ჩვენი წვრილშვილისა და მთელი ჩვენი მონაგარისათვის,

ლუკას 5:33-35
ხოლო მათ უთხრეს მას: რატომაა, რომ იოანეს მოწაფეები ხშირად მარხულობენ და ლოცულობენ, ასევე ფარისეველნიც; შენი მოწაფეები კი ჭამენ და სვამენ? ხოლო იესომ მიუგო მათ: განა შეგიძლიათ ამარხულოთ მექორწილენი, ვიდრე მათთანაა სიძე? მაგრამ დადგება დღე, როდესაც სიძე აღარ ეყოლებათ, და მაშინ, იმ დღეებში, იმარხულებენ.


მსგავსი თემები:

მარხვა გლოვის დროს       მარხვის წესი       მარხვის მიზეზები       რეგულარული მარხვა

Advertisements