მასწავლებელი ბიბლიის მუხლები

იაკობის 3:1
ჩემო ძმებო, ბევრნი ნუ გახდებით მასწავლებლები. იცოდეთ, რომ უფრო დიდ მსჯავრს მივიღებთ,

1 პეტრეს 4:10
თვითოეული ერთმანეთს იმ ნიჭით ემსახურეთ, რაც მიგიღიათ, როგორც ღვთის მრავალგვარი მადლის კეთილმა მნეებმა.

1 ტიმოთეს 4:11
ეს ამცნე და ასწავლე.

იგავნი 23:13-14
ნუ მოერიდები ყმაწვილის დასჯას, რადგან თუ შოლტით სცემ მას, არ მოკვდება. შენ შოლტით სცემ მას, მის სულს კი შავეთისაგან იხსნი.

ეფესელთა 6:4
თქვენ კი, მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და დარიგებით.

იგავნი 22:6
აღზარდე ყმაწვილი მისი გზის მიხედვით, კიდევაც რომ მოხუცდეს, არ გადაუხვევს მისგან.

მეორე რჯული 6:6-9
და იყოს ეს სიტყვანი, რომელთაც მე გიბრძანებ დღეს, შენს გულში. ჩაუნერგე ისინი შენს ძეთ და ელაპარაკე მათზე სახლში ჯდომისას, და გზაზე სიარულისას, დაწოლისას, და ადგომისას. და შეიბი ისინი ნიშნად ხელზე, და იყოს ისინი შუბლსაკრავად შენს თვალებს ზემოთ, და დააწერე ისინი შენი სახლის კარის წირთხლებსა და შენს კარიბჭეებს.

ესაია 38:19
ცოცხალი! ცოცხალი – ის შეგაქებს შენ, როგორც მე გაქებ დღეს. მამა შვილებს აუწყებს შენს ჭეშმარიტებას.

2 ტიმოთეს 3:16-17
მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად სიმართლეში. რათა სრულყოფილი იყოს ღვთის კაცი, ყოველი კეთილი საქმისათვის განმზადებული.

ფსალმუნები 31:8
„გასწავლი შენ და დაგაყენებ სწორ გზაზე, რომლითაც ივლი, თვალს დავიჭერ შენზე.”