მცდარად ლოცვა ბიბლიის მუხლები

იაკობის 4:3
ითხოვთ და ვერ იღებთ, რადგან ბოროტი განზრახვით ითხოვთ, რათა თქვენი გულისთქმებისთვის გაფლანგოთ.

მსაჯული 10:14
წადით და შეჰღაღადეთ იმ ღმერთებს, რომლებიც აირჩიეთ. მათ გიხსნან თქვენს გასაჭირში!”

ესაია 44:17
ხის მონარჩენისგან კი ღმერთი, გამოთლილი კერპი გაიკეთა, მის წინაშე ემხობა და თაყვანს სცემს, მის წინაშე ლოცულობს და ეუბნება: “მიხსენი, რადგან ღმერთი ხარ ჩემი!”

ესაია 45:20
შეიკრიბეთ და მოდით, ერთად შეგროვდით ერთაგან გადარჩენილნო; უცოდინარნი არიან ისინი, ვინც თავის ხის ქანდაკებებს დაატარებენ და ევედრებიან ღმერთს, რომელიც ვერ დაიხსნის.

იონა 1:5
შეშინდნენ მეზღვაურნი და ყველამ თავ-თავის ღმერთს შეჰღაღადა. რაც ტვირთი ჰქონდათ, ზღვაში გადაყარეს, რომ შეემსუბუქებინათ ხომალდი, იონა კი ხომალდის ბანქვეშ იყო ჩასული, იწვა და ეძინა.

Advertisements