მჩაგვრელები ბიბლიის მუხლები

ეკლესიასტე 4:1
მივუბრუნდი და ვნახე, ყოველი ძალადობა, რაც მზისქვეშეთში ხდება: აჰა, იღვრება ჩაგრულთა ცრემლი და ნუგეშისმცემელი არა ჰყავთ მათ! მჩაგვრელთა ხელთ არის ძალა, ნუგეშისმცემელი კი არა ჰყავთ მათ.

იგავნი 12:10
მართალი თავისი პირუტყვის სიცოცხლეზეც ზრუნავს, ხოლო ბოროტეულთა სიბრალულიც კი სასტიკია.

იგავნი 28:16
გონიერებას მოკლებული მმართველი უზომოდ გამომძალველია, ანგარების მოძულე კი დღეგრძელი იქნება.

იგავნი 30:14
არიან, რომელთა კბილებიც მახვილებია და ყბები – დანები, რათა გადაჭამონ ქვეყნის ჩაგრულნი და კაცთა შორის უქონელნი.

ესაია 3:5
შეავიწროვებს ხალხი ერთმანეთს და თითოეული თავის მოყვასს, გაუთავხედდება ყმაწვილი მოხუცს და მდაბიო – პატივდებულს.

ფსალმუნები 54:11
ნგრევაა მის შუაგულში და არ სცილდება მის ქუჩებს სიცრუე და უბედურება.

ეკლესიასტე 5:8
თუ ღატაკთა ჩაგვრას, სიმართლესა და სამართალში ძალმომრეობას იხილავ რომელიმე მხარეში, ნუ შეგაცბუნებს, ვინაიდან მაღალს მასზე დიდი ზედამხედველობს და მათზე კი – უმაღლესი.

ეკლესიასტე 7:7
ჩაგვრა ბრძენსაც გააუგუნურებს, ქრთამი კი – გულს აფუჭებს.

ეზეკიელი 18:18
მამამისი კი, რადგან ჩაგრავდა, ძარცვავდა და უკეთურებას სჩადიოდა მის ხალხს შორის – აჰა, მოკვდება იგი თავის უმართლობაში.

იობი 20:19
რადგან ჩაგრავდა, დაივიწყა ღარიბ-ღატაკნი, დაეპატრონა სახლს, რომელიც არ აუშენებია.

ეზეკიელი 18:12
ღარიბსა და ღატაკს ჩაგრავდეს, მძარცველობდეს, ვალს არ აბრუნებდეს, კერპებისკენ ჰქონდეს თვალი მიპყრობილი და სისაძაგლეს სჩადიოდეს,

ეზეკიელი 22:7
მამას და დედას არად აგდებენ შენში, მწირს ჩაგრავენ, ობოლს და ქვრივს ატყუებენ.

ეზეკიელი 22:29
ჩაგრავდა და ძარცვავდა ამ ქვეყნის ხალხი, ღარიბსა და ღატაკს ატყუებდა და ხიზანს უსამართლოდ ავიწროებდა.

ეზეკიელი 22:12
ქრთამს იღებდნენ შენში სისხლის დასაღვრელად, ვახშსა და სარგებელს იღებდნენ, ძარცვავდნენ და ძალადობდნენ მოყვასზე, მე კი დამივიწყე!” – ამბობს უფალი ღმერთი.

ოსია 12:7
ყალბი სასწორია ქანაანელის ხელში, უყვარს ჩაგვრა!

ამოსი 3:9
გააგონეთ ციხე-დარბაზებს აშდოდში და ეგვიპტის ქვეყანაში; თქვით: სამარიის მთებზე შეიკრიბეთ და იხილეთ დიდი შფოთი მასში და ძალადობა მის წიაღში.

მათეს 22:6
სხვებმა კი შეიპყრეს მისი მონები, შეურაცხყვეს და დახოცეს.

საქმეები 7:19
ის ვერაგულად ექცეოდა ჩვენს მოდგმას, ავად ექცეოდა მამებს, რათა გადაეყარათ თავიანთი ჩვილები, რომ არ ეცოცხლათ.

საქმეები 7:34
ვიხილე ჩემი ხალხის შეჭირვება ეგვიპტეში, მისი კვნესა გავიგონე და ჩამოვედი მის გამოსახსნელად. ახლა წადი, მე გაგზავნი ეგვიპტეში.

გალატელთა 5:15
მაგრამ თუ კბენთ და ჭამთ ერთმანეთს, ფრთხილად იყავით, ერთმანეთი არ მოსპოთ.

იაკობის 2:6
თქვენ კი უპატიოდ ჰყავით ღარიბი. განა მდიდრები არ გჩაგრავენ და არ მიგათრევენ სამსჯავროებში?

ეზეკიელი 34:4
სუსტებს არ ამაგრებთ და ავადმყოფს არ კურნავთ, მოტეხილს არ უხვევთ და გზააბნეულს უკან არ აბრუნებთ, დაკარგულს არ კითხულობთ და ძალადობითა და სისასტიკით ბატონობთ მათზე.

ესაია 47:6
განვრისხდი ჩემს ხალხზე, შევბღალე ჩემი სამკვიდრებელი და ხელში გადმოგეცი, შენ კი წყალობა არ გაიმეტე, ფრიად დაუმძიმე მოხუცს უღელი.

იერემია 6:23
მშვილდი და შუბი უჭირავთ ხელში; სასტიკნი და უმოწყალონი არიან, ზღვასავით ბობოქრობს მათი ხმა, ცხენებზე ამხედრებულნი მოდიან. ერთი კაცივით არიან შემართულნი შენ წინააღმდეგ საბრძოლველად, სიონის ასულო”.

იერემია 22:17
მაგრამ შენი თვალი და შენი გული მხოლოდ ანგარებას, უდანაშაულო სისხლის დაღვრას, ძარცვა-გლეჯასა და ძალადობას ეძებს.

Advertisements