მცნებების დაცვის შედეგები ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 18:11
მათით არის გაფრთხილებული შენი მსახური; დიდია საზღაური მათი დაცვისთვის.

ეზეკიელი 20:11
დავუდგინე მათ ჩემი წესები და ჩემი სამართალი გამოვუცხადე, რათა შეესრულებინა ისინი თითოეულს და ეცოცხლა მათი მეშვეობით.

იგავნი 19:16
მცნების დამცველი თავის თავს იცავს, უფლის გზების აბუჩად ამგდები მოკვდება.

მეორე რჯული 4:40
დაიცავით მისი წესები და მისი მცნებანი, რომელთაც მე გაძლევთ დღეს, რათა კეთილი მოგეგოთ თქვენ და თქვენს ძეებს თქვენს შემდგომ და რათა გაიხანგრძლივოთ დღეები მიწაზე, რომელსაც სამარადისოდ გაძლევთ უფალი, თქვენი ღმერთი”.

მოერე რჯული 6:25
სიმართლედ ჩაგვეთვლება თუ გულმოდგინედ აღვასრულებთ ყველა ამ მცნებას უფლის, ჩვენი ღმერთის წინაშე, როგორც ნაბრძანები გვაქვს”.

გამოსვლა 15:26
თქვა: „თუ მთელი გულით დაემორჩილები უფლის, შენი ღმერთის ხმას, სწორად მოიქცევი მის თვალში, ყურად იღებ მის მცნებებს და დაიცავ მის ყოველ წესს, არ მოვავლენ შენზე არც ერთ სენს, რომელიც მოვავლინე ეგვიპტეზე, რადგან მე ვარ უფალი, შენი მკურნალი.

1 იოანეს 5:2
იმით გავიგებთ, რომ გვიყვარს ღვთის შვილნი, თუ გვიყვარს ღმერთი და ვიცავთ მის მცნებებს;

გამოსვლა 20:6
და წყალობის მყოფელი ათასობით თაობისათვის, ჩემს მოყვარულთა და ჩემი მცნებების დამცველთათვის.

მეორე რჯული 5:10
და წყალობისმყოფელი ჩემს მოყვარულთა და ჩემი მცნებების დამცველთა ათასეული თაობისთვის.

ფსალმუნები 102:18
მათზე, ვინც იცავს თავის აღთქმას, ახსოვს მისი მცნებანი და ასრულებს მათ.

იგავნი 28:7
რჯულის დამცველი შვილი გონიერია, გაუმაძღართა მეგობარი კი არცხვენს მამამისს.

იგავნი 28:4
რჯულის მიმტოვებელნი ბოროტს აქებენ, რჯულის დამცველნი კი ებრძვიან მათ.

იგავნი 29:18
ხედვის გარეშე თავს იშვებს ხალხი; რჯულის დამცველი კი ნეტარია.

Advertisements