მეძაობა ბიბლიის მუხლები

დაბადება 38:21-22
და ჰკითხა იქაურ კაცებს: „სად არის მეძავი, ყენაიმის გზაზე რომ იჯდა?” მიუგეს, არ ყოფილაო აქ მეძავი. დაბრუნდა იუდასთან და უთხრა: „ვერ ვიპოვე ქალი, იქაურმა კაცებმაც მითხრეს, არ ყოფილაო აქ მეძავი”.

იობი 36:14
ახალგაზრდობაშივე კვდებიან და მათი სიცოცხლე თავდება საკერპოს მეძავებში.

ლევიანნი 19:29
ნუ წაბილწავ შენს ასულს როსკიპობით, რათა არ გაირყვნას ქვეყანა და არ აივსოს მრუშობით.

მეორე რჯული 23:17-18
ნუ იქნება მეძავი ისრაელის ასულთაგან და ისრაელის ძეთაგან. არავითარი აღთქმისთვის არ შეიტანო მრუშის გასამრჯელო და ძაღლის ფასი უფლის, შენი ღმერთის სახლში, რადგან ორივე სისაძაგლეა უფლის, შენი ღმერთის წინაშე.

ლევიანნი 21:7
მეძავი და წაბილწული არ ითხოვონ ცოლად, ასევე განქორწინებული თავისი ქმრისაგან, რადგან წმიდები არიან თავისი ღმერთისთვის.

3 მეფეთა 15:11-12
სიმართლით იქცეოდა უფლის თვალში ასა, მამამისის, დავითის მსგავსად. გაყარა ტაძრის მეძავი კაცები ქვეყნიდან და ყველა კერპი მოაცილა, რომელიც გაკეთებული ჰქონდათ მის მამებს.

იგავნი 7:10
და აი, მეძავივით შემოსილი ქალი გამოეგება, ცბიერი გულით;

1 კორინთელთა 6:9
განა არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღმერთის სამეფოს? თავი არ მოიტყუოთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთაყვანისმცემელნი, ვერც მრუშნი, ვერც დადედლებულნი, ვერც მამათმავალნი,

3 მეფეთა 14:24
საკერპოს მეძავი კაცებიც გაჩნდნენ ქვეყანაში და სჩადიოდნენ ყველა იმ სისაძაგლეს, რომელსაც აკეთებდნენ უფლის მიერ ისრაელის ძეთაგან განდევნილი ერები.

იერემია 5:7
„როგორღა გაპატიო ეს? შენმა ძეებმა მიმატოვეს და იმათ იფიცებენ, ღმერთები რომ არ არიან; მე ვანაყრებდი მათ, ისინი კი მრუშობდნენ და მეძავთა სახლებში მიიჩქაროდნენ.

ოსია 4:13-14
მთათა მწვერვალებზე სწირავენ მსხვერპლს და მაღლობებზე უკმევენ მუხის, ალვისა და ტერებინთის ქვეშ, რადგან საამოა მათი ჩრდილი; ამიტომ იმეძავებენ თქვენი ასულნი და იმრუშებენ თქვენი საპატარძლონი. არ მოვკითხო თქვენს ასულებს, რომ მეძავობენ და თქვენს საპატარძლოთ, რომ მრუშობენ? თქვენც მათთან ერთად ხართ და ტაძრის მეძავებთან ერთად სწირავთ მსხვერპლს; უმეცარი, მიუხვედრელი ხალხი კი იღუპება!

ოსია 6:10
ვიხილე სისაძაგლე ისრაელის სახლში, ეფრემის სიძვით შეიბილწა ისრაელი.

მიქა 1:7
მისი ყველა კერპი დაიმსხვრევა, მისი ყველა შესაწირი ცეცხლში დაიწვება; გავანადგურებ მის ყველა ქანდაკს, რადგან მეძავობის გასამრჯელოთი აგროვებდა და მეძავობის გასამრჯელოთივე დაუბრუნდება მათ.

იგავნი 6:25-27
ნურც მის სილამაზეს ისურვებ გულში და ნურც მისი თვალების ხამხამი გაგიტაცებს, რადგან მეძავი ქალის გამოა ლუკმა პურამდე რომ მათხოვრდებიან; სხვისი ცოლი კი შენს ძვირფას სულზე ნადირობს. განა ჩაიდებს კაცი ცეცხლს უბეში ტანისამოსის დაუწველად?

1 კორინთელთა 6:15-16
ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეულები ქრისტეს ასოები არიან? განა ქრისტეს ასოებს ავიღებ და მეძავის ასოებად ვაქცევ? არამც და არამც! ანდა ნუთუ არ იცით, რომ ვინც მეძავს უერთდება, ერთი სხეული ხდება მასთან ერთად? რადგან ნათქვამია: იქნება ორი ერთ ხორცად.

გამოსვლა 17:1-5
მოვიდა ერთი იმ შვიდ ანგელოზთაგანი, შვიდი თასი რომ ჰქონდათ, დამელაპარაკა და მითხრა: „მოდი და გაჩვენებ მრავალ წყალზე მჯდომი დიდი მეძავის სამსჯავროს. რომელთანაც მეძავობდნენ დედამიწის მეფენი და მისი სიძვის ღვინით თვრებოდნენ დედამიწის მკვიდრნი”. სულში გადამიყვანა უდაბნოში და ვიხილე დედაკაცი, რომელიც ღვთისმგმობი სახელებით სავსე, შვიდთავიან და ათრქიან მეწამული ფერის მხეცზე იჯდა. დედაკაცი შემოსილი იყო პორფირითა და ძოწეულით, მორთული იყო ოქროთი, პატიოსანი ქვებითა და მარგალიტებით და ხელში მისი სიძვის სიბილწითა და უწმინდურებით სავსე ოქროს თასი ეჭირა. შუბლზე ეწერა საიდუმლო სახელი: „დიდი ბაბილონი, მეძავთა და დედამიწის სიბილწეთა დედა”.

ნაუმი 3:4
ეს მეძავის უზომო მრუშობის გამო ხდება, მომხიბვლელისა და ჯადოქრისა, თავისი მრუშობით რომ ჰყიდის ხალხებს და თავისი ჯადოქრობით – ტომებს.

მსაჯული 2:17
მაგრამ მსაჯულებისაც არ შეისმინეს, მრუშობდნენ სხვა ღმერთების კვალდაკვალ და ეთაყვანებოდნენ მათ; მალევე უხვევდნენ იმ გზიდან, რომელზეც უფლის მცნებათა მორჩილი მათი მამები დადიოდნენ. ესენი მათსავით არ იქცეოდნენ.

ფსალმუნები 105:39
ბგაუწმიდურდნენ თავიანთი საქმეებით და იმრუშეს თავიანთი მოქმედებით.

ესაია 1:21
როგორ იქცა მეძავად ერთგული ქალაქი? სამართლის ნაყოფი, სიმართლის სავანე, ახლა კი მკვლელები არიან იქ!

ეზეკიელი 16:16-17
აიღე შენს სამოსელთაგან, მაღლობები მოირთე და მეძავობდი მათზე, რისი მსგავსიც არ ყოფილა და არც იქნება. აიღე შენი სამკაული ჩემი ოქრო-ვერცხლიდან, მე რომ მოგეცი, მამაკაცის გამოსახულება გაიკეთე და მეძავობდი მასთან.

ოსია 5:4
მათი საქმეები არ ანებებენ, რომ თავიანთი ღმერთისკენ მოიქცნენ, რადგან სიძვის სულია მათში და უფალს არ იცნობენ.

Advertisements