მეძავები ბიბლიის მუხლები

4 მეფეთა 9:22
დაინახა იორამმა იეჰუ და თქვა: “ხომ მშვიდობაა, იეჰუ?” უპასუხა: “რა მშვიდობა უნდა იყოს იეზებელის, დედაშენის მრუშობისა და მისი ამდენი ჯადოქრობის მერე?”

ეზეკიელი 16:15
“შენ კი, შენს სილამაზეს მიენდე და გაგამეძავა შენმა სახელმა, ყოველ გამვლელს უწვებოდი და მისი ხდებოდი.

ეზეკიელი 16:20
“შენს ძეებსა და ასულებს, მე რომ გამიჩინე, მსხვერპლად სწირავდი კერპებს ჩასანთქმელად, თითქოს შენი მეძავობა არ იყო საკმარისი.

ეზეკიელი 16:22
მთელ ამ სისაძაგლესა და სიძვობაში არ გაგხსენებია შენი სიყმაწვილის დღეები, როცა შიშველ-ტიტველი საკუთარ სისხლში იყავი ამოთხვრილი.

ეზეკიელი 16:33
ყველა როსკიპ ქალს საჩუქარს აძლევენ, შენ კი პირიქით, იქით ასაჩუქრებდი შენს საყვარლებს და ქრთამავდი შენთან მოსასვლელად ყოველი მხრიდან, შენთან სიძვისთვის.

ეზეკიელი 16:34
შენ სხვა ქალებისგან განსხვავებულად როსკიპობდი: შენ კი არ დაგდევდნენ საროსკიპოდ, არც საზღაურს გაძლევდნენ, პირიქით იქცეოდი.

ეზეკიელი 16:36
ასე ამბობს უფალი ღმერთი: რადგან გადმოღვარე შენი სიბილწე და გამოაჩინე შენი სიშიშვლე შენს სიძვაში შენს საყვარლებთან და ყველა შენს საზიზღარ კერპთან; ასევე შენი ძეების სისხლის გამო, მათ რომ შესწირე,

ეზეკიელი 23:7-8
მათთან როსკიპობდა, აშურის ყველა რჩეულ ძესთან, ვისაც ეტრფოდა; ყველა მათი კერპით შეიბილწა თავი. არ შეუწყვეტია მეძავობა ეგვიპტესთან, რადგან მასთან იწვა ყმაწვილობაში, მათ სრისეს მისი ნორჩი მკერდი და მასზე დაღვარეს თავიანთი გარყვნილება.

ეზეკიელი 23:11
დაინახა ეს მისმა დამ, ოჰოლიბამ და მასზე მეტად გაირყვნა; თავისი მეძავობით თავისი დის როსკიპობას გადააჭარბა.

ეზეკიელი 23:14
მაგრამ უმატა თავის როსკიპობას: დაინახა კედელზე მოხატული კაცები, ქალდეველთა გამოსახულებანი, სინგურით დახატული,

ეზეკიელი 23:18-19
გამოაჩინა თავისი როსკიპობა და გამოაჩინა თავისი სიშიშვლე; მეც ავიყარე მასზე გული, როგორც მის დაზე მქონდა აყრილი. ის კი ამრავლებდა თავის მეძავობას, იხსენებდა რა თავისი სიყმაწვილის დღეებს, როცა ეგვიპტის ქვეყანაში მრუშობდა;

ეზეკიელი 23:29
სიძულვილით მოგექცევიან, მთელ შენს ქონებას წაიღებენ, შიშველ-ტიტველს დაგაგდებენ და გამოჩნდება შენი მრუშობის სიშიშვლე, შენი გარყვნილება და მეძავობა.

ეზეკიელი 23:35
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: რადგან დამივიწყე და ზურგი მაქციე, იტვირთე კიდეც შენი გარყვნილებისა და მრუშობის სასჯელი”.

ნაუმი 3:4
ეს მეძავის უზომო მრუშობის გამო ხდება, მომხიბვლელისა და ჯადოქრისა, თავისი მრუშობით რომ ჰყიდის ხალხებს და თავისი ჯადოქრობით – ტომებს.

Advertisements