მეფეები და სიბრძნე ბიბლიის მუხლები

იგავნი 8:15
ჩემით მეფობენ მეფენი და აწესებენ სამართალს ხელისუფალნი,

ეკლესიასტე 7:19
სიბრძნე, ქალაქში მყოფ ათ ხელისუფალზე მეტად განამტკიცებს ბრძენს.

იგავნი 20:26
გაფანტავს ბოროტეულთ ბრძენი მეფე და კევრით გალეწავს მათ.

ეკლესიასტე 4:13
ღატაკი, მაგრამ ბრძენი ჭაბუკი სჯობს, მოხუცებულ და ბრიყვ მეფეს, რომელიც აღარ ისმენს რჩევას,

იგავნი 28:16
გონიერებას მოკლებული მმართველი უზომოდ გამომძალველია, ანგარების მოძულე კი დღეგრძელი იქნება.

3 მეფეთა 4:34
ყოველ ხალხთაგან მოდიოდნენ სოლომონის სიბრძნის მოსასმენად და დედამიწის ყოველ მეფეთაგან, ვისაც კი გაგონილი ჰქონდა მისი სიბრძნის ამბავი.

3 მეფეთა 10:23
დედამიწის ყველა მეფეს გადააჭარბა მეფე სოლომონმა სიმდიდრითა და სიბრძნით.


მსგავსი თემები:

მეფეები და ამპარტავნობა       მეფეების გადასახლება       მეფეთა გაფრთხილება       როგორ უნდა მოიქცნენ მეფეები