მეფეთა ბუნება ბიბლიის მუხლები

იგავნი 25:2
საქმის დაფარვა ღმერთის დიდებაა, ხოლო საქმის გამოკვლევა – მეფეთა დიდება.

იგავნი 25:3
როგორც ზეცაა მაღალი, და დედამიწა – ღრმა, ისე მეფეთა გულიც გამოუკვლეველია.

იგავნი 30:29-31
ეს სამნი მედიდურად დააბიჯებენ, ოთხნი თამამად დადიან: ლომი – ცხოველთა შორის ძლიერი, არავის წინაშე დაიხევს უკან. შემართული მამლაყინწა, ვაცი და მეფე ჯარს რომ მიუძღვის!

2 მეფეთა 11:1
გაზაფხულზე, როცა საბრძოლველად გამოდიოდნენ მეფენი, გაგზავნა დავითმა იოაბი თავისი ხალხით და მთელი ისრაელი; და მოსრეს ყამონიანები და ალყა შემოარტყეს რაბას. დავითი კი იერუსალიმში დარჩა.

1 მეფეთა 8:9
გაუგონე მათ, მაგრამ თან გააფრთხილე და აუხსენი, რა უფლებები ექნება მეფეს, რომელიც იმეფებს მათზე!”

1 მეფეთა 8:10-18
და გადასცა სამუელმა უფლის ყოველი სიტყვა ხალხს, მეფეს რომ მოითხოვდნენ მისგან. უთხრა: „ასეთი უფლებებით იმეფებს მეფე თქვენზე: წაიყვანს თქვენს ძეებს და თავის ეტლებთან და მხედრებთან დააყენებს და ირბენენ მისი ეტლის წინ. დანიშნავს მათ ათასისთავებად და ორმოცდაათისთავებად, თავისი მინდვრის მხვნელებად და თავისი სამკალის მომკელებად, თავისი საბრძოლო საჭურვლისა და ეტლების მკეთებლებად. მენელსაცხებლებად, მზარეულებად და ხაბაზებად წაიყვანს თქვენს ასულებს. საუკეთესო მინდვრებს, ვენახებსა და ზეთისხილის საუკეთესო ბაღებს წაიღებს და თავის მსახურებს გადასცემს. მეათედს აიღებს თქვენი ნათესებიდან და ვენახებიდან და თავის კარისკაცებსა და მსახურებს მისცემს. წაიყვანს საუკეთესო მონებს, მხევლებს, მსახურ ბიჭებს, სახედრებს და თავის საქმეზე ამსახურებს. წაიღებს მეათედს თქვენი ფარიდან და თქვენც მისი მონები გახდებით. შეჰღაღადებთ იმ დღეს მეფის გამო, რომელსაც ამოირჩევთ, მაგრამ არ გიპასუხებთ უფალი!”

ეკლესიასტე 2:12
მოვბრუნდი, რომ სიბრძნე, სიგიჟე და სიბრიყვე მეხილა. რადგან რა შეუძლია გააკეთოს კაცმა, ვინც მეფის შემდეგ მოვა? მხოლოდ ის, რაც უკვე გაკეთებულია.

ეკლესიასტე 5:9
თუმცა – ყოველმხრივ სასარგებლოა ქვეყნისათვის მეფე, რომელიც ქვეყანაზე ზრუნავს.

გოდება იერემიასი 4:12
არც კი ეჯერათ ქვეყნის მეფეებსა და ქვეყნიერების მცხოვრებთ, რომ შემჭირვებელი და მტერი შევიდოდა იერუსალიმის კარიბჭეებში.

დანიელი 2:37
აჰა, მეფე ხარ შენ, მეფეთ-მეფე; რომლისთვისაც ციურ ღმერთს აქვს მიცემული მეფობა, ხელმწიფება, ძალა და დიდება.

ოსია 10:3
ამბობენ: მეფე არა გვყავს, ვინაიდან არ გვეშინია უფლისა, მეფე კი – რას გაგვიკეთებსო ჩვენ?

მათეს 11:8
აბა, რისთვის გახვედით, ფაფუკი ტანსაცმლით შემოსილი კაცის სანახავად? ფაფუკი ტანსაცმლით შემოსილნი მეფეთა სასახლეებში იმყოფებიან.

მათეს 22:2
„ცათა სამეფო ჰგავს მეფეს, რომელმაც თავის ძეს ქორწილი გაუმართა.

ლუკას 10:24
რადგან გეტყვით, რომ მრავალ წინასწარმეტყველსა და მეფეს სურდა ენახა, რასაც თქვენ ხედავთ, მაგრამ ვერ ნახა; ესმინა, რასაც თქვენ ისმენთ, და ვერ მოისმინა”.

რომაელთა 13:3-4
რადგან მთავრები კეთილის მოქმედთათვის კი არ არიან საშიშნი, არამედ ბოროტ საქმეთა ჩამდენთათვის. გინდა, რომ არ გეშინოდეს ხელისუფლების? კეთილი აკეთე და ქებას მიიღებ მისგან; ვინაიდან იგი ღვთის მსახურია შენდა სასიკეთოდ. მაგრამ თუ ბოროტებას იქმ, გეშინოდეს, რადგან ტყუილად როდი ატარებს მახვილს; ის ღვთის მსახურია და რისხვით შურისმაძიებელი ბოროტმოქმედზე.

1 კორინთელთა 2:6
ხოლო სიბრძნეს ვლაპარაკობთ მოწიფულთა შორის, ოღონდ არა სიბრძნეს ამ წუთისოფლისას ან წუთისოფლის მთავრებისას, რომლებიც წარმავალნი არიან,

1 პეტრეს 2:14
თუ გამგებლები, მისგან წარმოგზავნილები ბოროტმოქმედთა დასასჯელად და კეთილისმოქმედთა საქებრად.

მსაჯულნი 8:18
უთხრა ზებახსა და ცალმუნაყს:„როგორები იყვნენ ის კაცები, თაბორში რომ დახოცეთ?” უპასუხეს: „შენი მსგავსნი იყვნენ, მეფისწულებს ჰგავდნენ თვალტანადობით”.

ესაია 10:8
ვინაიდან ამბობს: „განა ჩემი მთავრები ყველანი მეფენი არ არიან?

იობი 29:25
გზებს ვურჩევდი მათ და ვთ­ავკაცობდი, ვმკვიდრობდი, როგორც მეფე მხედრობაში, როგორც მგლოვიარეთა ნუგეშისმცემელი!