მეფის მოვალეობები ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 17:16
ოღონდ არ გაიმრავლოს მეფემ ცხენები და არ დააბრუნოს ხალხი ეგვიპტეში ცხენების მოსამრავლებლად, რადგან გიბრძანათ უფალმა, აღარ დაბრუნდეთო ამ გზით

2 მეფეთა 23:3
თქვა ისრაელის ღმერთმა, მელაპარაკა ისრაელის კლდე: მართალი კაცი იმეფებსო ხალხზე, ღვთის შიშით იხელმწიფებს.

2 ნეშტთა 19:6
უთხრა მსაჯულებს: „დაუკვირდით რას აკეთებთ, რადგან ადამიანის სახელით კი არ გამოგაქვთ მსჯავრი, არამედ უფლის სახელით, რომელიც თქვენთანაა სამართლის გაჩენაში.

ფსალმუნები 2:10
ახლა კი გონს მოდით, მეფენო! განისწავლენით, ქვეყნის მსაჯულნო!

ფსალმუნები 2:11
ემსახურეთ უფალს მოშიშებით, გიხაროდეთ და თრთოდეთ.

იგავები 16:12
სისაძაგლეა მეფეთათვის უკანონობის ქმნა, რადგან სიმართლით განმტკიცდება ტახტი.

იგავები 20:28
წყალობა და ჭეშმარიტება იცავს მეფეს, სიმართლით განამტკიცებს თავის ტახტს.

იგავები 29:20
მეფე სამართლით განამტკიცებს ქვეყანას, ქრთამის ამღები კაცი კი დააქცევს მას.

იგავები 29:14
მეფე, რომელიც სიმართლით განიკითხავს ღარიბთ, სამუდამოდ განამტკიცებს თავის ტახტს.

Advertisements