მეგობრების არჩევა ბიბლიის მუხლები

1 კორინთელთა 15:33
ნუ მოტყუვდებით: „ცუდი წრე ხრწნის კეთილ ჩვევებს.“

იგავნი 13:20
ბრძენთან ერთად მავალი დაბრძენდება, უგუნურთა მეგობარი კი დაზარალდება.

იგავნი 18:24
ბევრი მეგობრის ყოლა დამღუპველია, ზოგი მეგობარი კი ძმაზე მოყვარულია.

იგავნი 17:17
მეგობარს ყოველთვის უყვარხარ და ძმა გასაჭირისთვის არის შობილი.

იგავნი 27:5-6
ცხადი მხილება სჯობს დაფარულ სიყვარულს. მეგობრის სილა გერჩივნოს მტრის კოცნას.

იგავნი 12:26
მართალი თავის მოყვასს წინ უძღვის, უკეთურთა გზა კი მათვე აცდუნებს.

იგავნი 22:24-25
ნუ დაუმეგობრდები გულმწყრალს და გულფიცხელ კაცს ნუ გაეკარები, რომ არ აჰყვე მის გზებს და მახე არ დაუგო შენს სულს.

2 კორინთელთა 6:14
ნუ შეებმებით უცხო უღელში ურწმუნოებთან ერთად. რადგან რა მონაწილეობა აქვს სიმართლეს ურჯულოებასთან? რა აქვს საზიარო ნათელს ბნელთან?

იგავნი 14:6-7
ღვთის მგმობი სიბრძნეს ეძებს და ვერ პოულობს, გონიერი კი ადვილად იძენს ცოდნას. განერიდე ბრიყვს, ჭკვიანურ სიტყვას ვერ მოისმენ მისი პირიდან.