მელქისედეკი ბიბლიის მუხლები

დაბადება 14:18-20
და გამოუტანა პური და ღვინო მელქისედეკმა, შალემის მეფემ; და იყო ის უზენაესი ღმერთის მღვდელი. აკურთხა იგი და თქვა: „კურთხეულია აბრამი უზენაესი ღმერთის, ცისა და დედამიწის მპყრობელის მიერ. კურთხეულია უზენაესი ღმერთი, რომელმაც ხელში ჩაგაგდებინა შენი მტრები”. და მისცა მას აბრამმა მეათედი ყოველივედან.

ებრაელთა 7:1-17
ვინაიდან ეს მელქისედეკი, სალიმის მეფე, უზენაესი ღმერთის მღვდელი, შეეგება აბრაჰამს, როდესაც მეფეთა განადგურების შემდეგ ბრუნდებოდა, და აკურთხა იგი. რომელსაც ყველაფრის მეათედი უწილადა აბრაჰამმა. უწინარეს ყოვლისა, მისი სახელი ნიშნავს სიმართლის მეფეს, შემდეგ სალიმის მეფეს ანუ მშვიდობის მეფეს. უმამოს, უდედოს, უგვარტომოს, არც დღეთა დასაბამი აქვს, არც სიცოცხლის დასასრული; ღმერთის ძის მსგავსად, რჩება მღვდლად სამუდამოდ. შეხედეთ ახლა, რამდენად დიდია ის, ვისაც მამამთავარმა აბრაჰამმაც კი უწილადა თავისი ნადავლის მეათედი. მათ, ვინც ლევიანთაგან მიიღებენ მღვდლობას, რჯულით მცნებადა აქვთ მეათედის აღება ხალხისგან, ანუ თავიანთი ძმებისგან, თუმცა ისინიც აბრაჰამის საზარდულიდან გამოვიდნენ. ის კი მათი გვარიდან არ არის, მაგრამ მაინც მიიღო მეათედი აბრაჰამისგან და აკურთხა აღთქმის მქონე. ხოლო ყოველგვარი ცილობის გარეშე, უმცირესი უმეტესის მიერ იკურთხება. აქ მეათედს ღებულობენ მოკვდავი ადამიანები, იქ კი ის, ვისაც მოწმობა აქვს, რომ ცოცხალია. და ასე ვთქვათ, თვით ლევიმაც კი, რომელიც მეათედს ღებულობს, აბრაჰამის მეშვეობით გაიღო მეათედი. ვინაიდან ჯერ კიდევ მამის საზარდულში იყო, როცა მელქისედეკი შეეგება. მაშ, ლევიანური მღვდელმსახურებით რომ მიიღწეოდეს სრულქმნა (ვინაიდან მისი საშუალებით მიეცა ხალხს რჯული), რაღა საჭირო იქნებოდა სხვა მღვდლის აღდგომა მელქისედეკის წესით, ნაცვლად იმისა, რომ აჰარონის წესით წოდებულიყო? რადგან მღვდლობის შეცვლასთან ერთად აუცილებელია რჯულის შეცვლაც. ვინაიდან ის, ვისზედაც ლაპარაკია, ეკუთვნოდა სხვა ტომს, საიდანაც არავინ მიკარებია სამსხვერპლოს; რადგან ცხადია, რომ ჩვენი უფალი იუდასგან ამობრწყინდა, ამ ტომის მღვდლობაზე კი არაფერი უთქვამს მოსეს. და კიდევ უფრო ნათელია ის, რომ მელქისედეკის მსგავსად აღდგება სხვა მღვდელი, რომელიც ხორციელი აღთქმის რჯულის მიხედვით კი არ არის მღვდელი, არამედ უსასრულო სიცოცხლის ძალით. ვინაიდან დამოწმებულია: „შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქისედეკის წესით”.

საქმეები 2:33-34
ამგვარად ამაღლდა იგი ღმერთის მარჯვნივ, მამისგან სულიწმიდის აღთქმა მიიღო და მოჰფინა იგი, რასაც თქვენც ხედავთ და ისმენთ. რადგან დავითი არ ამაღლებულა ზეცად; თვითონვე ამბობს: უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ,

ებრაელთა 5:6-11
როგორც სხვა ადგილასაც ამბობს: „შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქისედეკის წესით”. მან ხორცში ყოფნის დღეებში ძლიერი ღაღადითა და ცრემლით შესწირა ლოცვა და ვედრება მას, ვისაც შეეძლო სიკვდილისგან ეხსნა იგი, და შესმენილ იქნა მისი ღვთისმოშიშების გამო. და თუმცა ძე იყო, ტანჯვის მეშვეობით ისწავლა მორჩილება. და სრულქმნილი, მარადიული გადარჩენის მიზეზი შეიქმნა ყველა მისი მორჩილისთვის. და ღვთის მიერ ეწოდა მას მღვდელმთავარი მელქისედეკის წესით.

ებრაელთა 6:19-20
რომელიც ჩვენთვის სანდო და მტკიცე ღუზასავითაა და შედის ფარდის მიღმა, სადაც შევიდა იესო ჩვენს წინამორბედად და გახდა საუკუნო მღვდელმთავარი მელქისედეკის წესით.

ფსალმუნები 109:4
დაიფიცა უფალმა და არ შეინანებს: შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე, მელქისედეკის წესით.

ებრაელთა 4:14
გვყავს რა დიდი მღვდელმთავარი, რომელმაც ზეცა განვლო, – იესო, ძე ღვთისა, მტკიცედ გვეპყრას ჩვენი აღსარება.


მსგავსი თემები:

ქრისტე, მღვდელმთავარი

Advertisements