მექრთამეობის შედეგები ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 25:10
რომელთაც ხელთ აქვთ ბოროტება და მათი მარჯვენა სავსეა ქრთამით.

გამოსვლა 23:8
და ქრთამს ნუ აიღებ, რადგან ქრთამი აბრმავებს თვალხილულებს და აუკუღმართებს მართალთა სიტყვებს.

ესაია 1:23
შენი მთავარნი განდგომილნი და ქურდთა მეგობარნი არიან; მათ ყველას ქრთამი უყვართ და საზღაურს ედევნებიან, ობოლს არ ასამართლებენ სამართლიანად და ქვრივის საქმე არ აღწევს მათთან.

ამოსი 5:12
რადგან ვუწყი უამრავი შენი დანაშაული და მძიმე ცოდვები: მართალს ავიწროებთ, ქრთამს იღებთ და სამსჯავროდან დევნით ღარიბ-ღატაკთ.

ამოსი 2:6
ასე ამბობს უფალი: სამ დანაშაულს ვაპატიებ ისრაელს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან ვერცხლზე ჰყიდიან მართალს და ღარიბ-ღატაკს – წყვილი ხამლისთვის.

იგავნი 17:23
ბოროტეული ქრთამს უბიდან იღებს, რათა სამარილის გზები გაამრუდოს.

იგავნი 29:4
მეფე სამართლით განამტკიცებს ქვეყანას, მექრთამე კაცი კი ანადგურებს.

Advertisements