მესია ბიბლიის მუხლები

იოანეს 1:41
მან პირველად თავისი ძმა სიმონი ნახა და უთხრა: „ჩვენ ვიპოვეთ მესია” (რაც თარგმანით ნიშნავს ქრისტეს).

იოანეს 4:25-26
უთხრა დედაკაცმა: „ვიცი, რომ მოდის მესია, რომელსაც ჰქვია ქრისტე. ის რომ მოვა, ყველაფერს გაგვიცხადებს”. იესომ უთხრა: „მე ვარ, ვინც გელაპარაკება”.

იოანეს 7:42
განა არ ამბობს წერილი, რომ ქრისტე დავითის მოდგმიდან მოვა, ბეთლემიდან, იმ დაბიდან, საიდანაც დავითი იყო?”

იოანეს 20:31
ეს კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღმერთისა, და რათა მორწმუნეებს სიცოცხლე გქონდეთ მის სახელში.

ლუკას 23:35
იდგა ხალხი და შეჰყურებდა. მთავრებიც დასცინოდნენ და ამბობდნენ: „სხვებს იხსნიდა, ახლა თავისი თავი იხსნას, თუ ეგ ქრისტეა, ღვთის რჩეული.”

იერემია 31:31-34
„აჰა, მოდის დღეები, ამბობს უფალი, როცა ახალ აღთქმას დავუდებ ისრაელისა და იუდას სახლებს. არა ისეთ აღთქმას, რომელიც მათ მამებს დავუდე იმ დღეს, როცა ხელი მოვკიდე ეგვიპტის ქვეყნიდან გამოსაყვანად; აღთქმა, რომელიც დაარღვიეს, თუმცა ქმრობას ვუწევდი მათ!” – ამბობს უფალი. „რადგან ასეთ აღთქმას დავუდებ ისრაელის სახლს იმ დღეების შემდეგ! – აცხადებს უფალი, – შინაგანში ჩავუდებ მათ ჩემს რჯულს და გულებზე დავუწერ; მე ვიქნები მათი ღმერთი და ისინი ჩემი ხალხი იქნებიან; და აღარ ასწავლის თითოეული თავის მოყვასს და თითოეული თავის ძმას – შეიცანი უფალიო! რადგან დიდიდან პატარამდე ყველა შემიცნობს, ამბობს უფალი, რადგან ვაპატიებ მათ ურჯულოებას და აღარ გავიხსენებ მათ ცოდვებს”.

მათეს 16:20
მაშინ გააფრთხილა მოწაფეები, არავისთვის გაემხილათ, რომ ის არის ქრისტე.

ლუკას 9:20
იესომ უთხრა: „თქვენ თვითონ რას ამბობთ, ვინა ვარ მე?” პეტრემ მიუგო: „ღმერთის ცხებული”.

ლუკას 23:2
დაიწყეს მისი დადანაშაულება და თქვეს: „ჩვენ დავადგინეთ, რომ ეს გზიდან აცდენს ჩვენს ხალხს და კრძალავს კეისრისათვის ხარკის მიცემას, და თავს ქრისტე მეფედ აცხადებს.“

ესაია 40:3
ისმინეთ! ხმა მღაღადებლისა: „გაუმზადეთ უფალს ბილიკი, მოასწორეთ გზა უდაბნოში ჩვენი ღმერთისთვის.

1 პეტრეს 1:18-20
რადგან იცით, რომ არა ხრწნადი ვერცხლით ან ოქროთი იქენით გამოსყიდულნი, მამებისგან მემკვიდრეობით გადმოცემული ამაო გზიდან, არამედ ქრისტეს ძვირფასი სისხლით, როგორც უბიწო და უმანკო კრავისა, რომელიც წუთისოფლის შექმნამდე იყო წინასწარ განწესებული, მაგრამ უკანასკნელ დროს მოგვევლინა თქვენი გულისთვის,

მიქა 5:2
შენ კი, ეფრათას ბეთლემო, უმცირესი ხარ იუდას ათასეულთა შორის, მაგრამ შენგან გამოვა ჩემთვის ხელმწიფე ისრაელში; დასაბამიდან არის მისი წარმოშობა, საუკუნო დღეებიდან.

ესაია 7:14
ამიტომ უფალი თვითონ მოგცემთ ნიშანს: ქალწული დაორსულდება და შობს ძეს და უწოდებს მას სახელად ემანუელს (ჩვენთანაა ღმერთი)!


მსგავსი თემები:

ქრისტეს სახელწოდებები      მესიანური ეპოქა      მესიანური მოლოდინი       მესიანური ფსალმუნები      მესიანური წინასწარმეტყველებები