მესიანური წინასწარმეტყველებები ბიბლიის მუხლები

დაბადება 3:15
ჩამოვაგდებ მტრობას შენსა და ქალს შორის, შენს თესლსა და მის თესლს შორის: ის თავს გიჭეჭყავდეს და შენ ქუსლს უგესლავდე!”

დაბადება 12:3
ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევლი შენს მაწყევარს; და იკურთხება შენში დედამიწის ყველა ტომი”.

დაბადება 49:10
არ განშორდება კვერთხი იუდას, არც არგანი მმართველობისა მის ფერხთა შუიდან, ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი; და დაემორჩილებიან მას ხალხები!

მეორე რჯული 18:5
რადგან ის ამოირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, ყველა შენი ტომისგან, რათა იდგნენ უფლის სახელით სამსახურში ის და მისი ძენი სამუდამოდ.

ფსალმუნები 2:2-9
ამხედრებულან ქვეყნიერების მეფენი და მბრძანებელნი და შეთქმულან უფლისა და მისი ცხებულის წინააღმდეგ. ამბობენ: მოდით, დავგლიჯოთ მათი საკვრელნი და მოვიშოროთ მათი სადავენი. გაიცინებს ზეცის მკვიდრი, დასცინებს მათ უფალი. მაშინ ილაპარაკებს თავისი რისხვით და შეაძრწუნებს თავისი გულისწყრომით; მე დავადგინე ჩემი მეფე სიონზე – ჩემს წმიდა მთაზე. გაუწყებთ უფლის დადგენილებას – მან მითხრა: „ძე ხარ შენ ჩემი, მე გშობე დღეს; მთხოვე და მოგცემ ხალხებს სამკვიდროდ, ხოლო ქვეყნის კიდეებს – საკუთრებად, შენ დალეწავ მათ რკინის კვერთხით, მექოთნის ჭურჭელივით დაამსხვრევ”.

ფსალმუნები 44:2
ადამის ძეთა შორის უმშვენესი ხარ, მადლი იღვრება შენს ბაგეთაგან, რადგან გაკურთხა ღმერთმა სამარადჟამოდ.

ფსალმუნები 67:18
ახვედი მაღლა, ტყვეობა დაატყვევე, ძღვენი მიიღე ადამიანთა შორის, დიახ, ურჩთა შორისაც, რათა უფალი დამკვიდრდეს იქ.

ფსალმუნები 68:21
ნაღველი მომცეს საჭმელად და წყურვილისას ძმარი შემასვეს.

ფსალმუნები 109:1
უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე შენს მტრებს შენს ფეხქვეშ არ დავამხობ.

ფსალმუნები 117:22
ქვა, დაწუნებული მშენებლების მიერ, ქვაკუთხედად იქცა.

ესაია 2:4
ერებს შორის სამართალს განსჯის და ამხელს მრავალ ხალხს; თავისი მახვილებისგან სახნისებს გამოჭედენ ისინი და შუბებისგან – ნამგლებს; ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და ომს აღარავინ ისწავლის.

ესაია 7:14
ამიტომ უფალი თვითონ მოგცემთ ნიშანს: აჰა, დაორსულდება ქალწული და შობს ძეს და უწოდებს სახელად – იმანუელს!”

ესაია 9:7
განივრცობა მისი ხელმწიფება და არ ექნება დასასრული მის მშვიდობას დავითის ტახტსა და მის სამეფოზე, რათა განამტკიცოს იგი და დააფუძნოს სამართლითა და სიმართლით ამიერიდან უკუნისამდე; ცაბაოთ უფლის მოშურნეობა აღასრულებს ამას.

ესაია 25:8
სამუდამოდ შთანთქავს სიკვდილს უფალი ღმერთი და მოსწმენდს ცრემლს ყველა სახიდან, მოაშორებს სირცხვილს თავის ხალხს მთელ ქვეყნიერებაზე, რადგან თქვა უფალმა.

ესაია 28:16
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ქვას დავაფუძნებ სიონში, გამონაცად ქვას, ძვირფას ქვაკუთხედს, საიმედო საძირკველს და მასზე მინდობილს შიში ვერ ააჩქარებს.

ესაია 42:1
„აჰა, მსახური ჩემი, ხელი რომ ჩავჭიდე, ჩემი რჩეული – სანდომი ჩემი გულისა, მასზე დაივანა ჩემმა სულმა და გაუჩენს ერებს სამართალს.

ესაია 52:14
მრავალი განცვიფრდა მისი შემხედვარე, რადგან არავინ იყო მასზე მეტად დამახინჯებული კაცთა შორის, მისი იერი ადამის ძისას არ ჰგავდა.

ესაია 61:1-2
უფლის სულია ჩემზე, რადგან მცხო უფალმა გლახაკთა სახარებლად, წარმომგზავნა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად და პატიმართა გასათავისუფლებლად. უფლის სასურველი წელიწადისა და ჩვენი ღმერთის შურისგების დღის გამოსაცხადებლად, რათა ვანუგეშო ყველა მგლოვიარე.

ესაია 63:1
„ვინ არის ის, ედომიდან რომ მოდის, ბოცრადან – მეწამული სამოსლით? ეს ვინ არის თავისი ბრწყინვალე სამოსლით თავისი ძალის სიდიადით მომავალი?“ – „მე ვარ, სიმართლის მთქმელი, ხსნის შემძლებელი.“

ფსალმუნები 21:14-18
ვითარცა წყალი დავიღვარე და დაიშალნენ ჩემი ძვლები; ცვილს დაემსგავსა ჩემი გული, დადნა ჩემს გვამში. გამოიფიტა ჩემი ძალა, ვითარცა თიხა; ენა სასაზე მიმეკრა, ჩამიყვანე სიკვდილის მტვერში. გარს შემომეხვივნენ ძაღლები; ბოროტთა ხროვა წრედ შემომერტყა, გამიხვრიტეს ხელნი და ფერხნი. მთელი ჩემი ძვლები დაითვლება; მომჩერებიან ნიშნის მოგებით. ჩემს სამოსელს ინაწილებენ და წილს იყრიან ჩემს კვართზე.

ესაია 33:22
რადგან უფალია ჩვენი განმკითხავი და უფალია ჩვენი კანონმდებელი, უფალია ჩვენი მეფე – ის გვიხსნის ჩვენ.

რიცხვნი 24:17
ვხედავ მას, მაგრამ არა ახლა, ვუყურებ მას, მაგრამ არა ახლოდან, ამობრწყინდება ვარსკვლავი იაკობისგან და აღიმართება კვერთხი ისრაელიდან, შემუსრავს მოაბის საზღვრებს და გაანადგურებს შეთის ყოველ ძეს.

ესაია 53:2-12
ლორტივით ამოიზარდა მის წინაშე და ფესვივით – ურწყული მიწიდან, არც გარეგნობა ჰქონია და არც სიდიადე რომ შეგვეხედა მისთვის, არც იერი, რომ მივეზიდეთ. მოძულებული იყო, კაცთაგან მიტოვებული, გატანჯული და სნეულებანაგემი. სახეს ვარიდებდით, შესაზიზღი იყო და არაფრად ვაგდებდით; მაგრამ მან იტვირთა ჩვენი სნეულებანი და აზიდა ჩვენი ტკივილები; ჩვენ კი ვფიქრობდით, რომ ღმერთის მიერ იყო ნაგვემი, გატანჯული და დამცირებული. ის კი ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი, ჩვენი ურჯულოებისთვის იყო შემუსვრილი; ჩვენი სასჯელი იყო მასზე და მისი ჭრილობებით ჩვენ განვიკურნეთ. ყველას გზა აგვებნა ცხვრებივით, თითოეული ჩვენგანი თავის გზას დაადგა. უფალმა კი მას დააკისრა ყველა ჩვენგანის ცოდვა. შევიწროებული და დამცირებული იყო, მაგრამ არ გაუხსნია ბაგე; ისე წაიყვანეს, როგორც კრავი მიჰყავთ დასაკლავად და როგორც კრავი დუმს მპარსველთა წინაშე, ისე არ გაუხსნია მას ბაგე. შეიპყრეს და სამსჯავროს გადასცეს და მის მოდგმაზე ვინ ილაპარაკებს? რადგან მოკვეთილ იქნა ცოცხალთა ქვეყნიდან. ჩემი ხალხის დანაშაულის გამო განიგმირა. ბოროტმოქმედებთან მიუჩინეს საფლავი, თუმცა მდიდართან იყო სიკვდილისას; რადგან ძალადობა არ ჩაუდენია და არც მზაკვრობა ყოფილა მის ბაგეზე. უფალმა ისურვა მისი შემუსვრა, მისი დასნეულება; თუ გაიღებს საკუთარ თავს დანაშაულისთვის, შთამომავლობას იხილავს, გაიხანგრძლივებს დღეებს და უფლის ნება მისი ხელით აღსრულდება. იხილავს თავისი ტანჯვის შედეგს და გაიხარებს; თავისი ცოდნით მრავალს გაამართლებს ჩემი მართალი მსახური და მათ ცოდვებს იტვირთავს. ამიტომაც უდიდესთა შორის დავუმკვიდრებ მას წილს და ძლიერებთან გაინაწილებს ნადავლს, იმის სანაცვლოდ, რომ სასიკვდილოდ გაწირა თავი და დამნაშავედ შეირაცხა. მრავალთა ცოდვა იტვირთა და ურჩთათვის შუამდგომლობდა.

დანიელი 2:34
უყურებდი მას, სანამ ქვა მოსწყდებოდა ხელშეუხებლად, რომელიც მოხვდა ქანდაკებას რკინისა და თიხის ფეხებში და დაამსხვრია.

დანიელი 2:44
იმ მეფეთა დღეებში დააფუძნებს ზეციური ღმერთი სამეფოს, რომელიც არ დაინგრევა უკუნისამდე; არც სხვა ხალხს გადაეცემა ეს სამეფო. ის შემუსრავს და დაანგრევს ყველა სამეფოს, თვითონ კი სამუდამოდ იდგება.

დანიელი 7:13
და ვხედავ ღამის ხილვაში: აჰა, ცაში, ღრუბლებზე მოდის კაცის ძის მსგავსი; მივიდა დღეთა უძველესთან და წარდგენილ იქნა მის წინაშე.

მიქა 5:1-2
ახლა კი დაირაზმე, რაზმეულთა ასულო; ალყა შემოგვარტყეს, კვერთხს შემოჰკრავენ სახეში ისრაელის მსაჯულს. შენ კი, ეფრათას ბეთლემო, უმცირესი ხარ იუდას ათასეულთა შორის, მაგრამ შენგან გამოვა ჩემთვის ხელმწიფე ისრაელში; დასაბამიდან არის მისი წარმოშობა, საუკუნო დღეებიდან.

ანგია 2:7
შევძრავ ყველა ერს და მოვლენ ხალხთა მთელი სიმდიდრით და ავავსებ ამ სახლს დიდებით – ამბობს ცაბაოთ უფალი.

ზაქარია 6:12
ეტყვი, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: აჰა, კაცი, მორჩია მისი სახელი. თავისი ადგილიდან აღმოცენდება და ააშენებს უფლის ტაძარს.

დანიელი 9:9
დიდად იხარე, სიონის ასულო! გამარჯვებით შემოსძახე, იერუსალიმის ასულო! აჰა, შენი მეფე მოდის შენთან, მართალი და ხსნით შემოსილი; თავმდაბალია, ამხედრებულია სახედარზე და ჩოჩორზე, ხრდალი ვირის ნაშიერზე.

ზაქარია 12:10
და გადმოვღვრი დავითის სახლსა და იერუსალიმის მკვიდრებზე მადლისა და წყალობის სულს; და შემომხედავენ მე, რომელიც განგმირეს; იგლოვებენ, როგორც გლოვობენ დედისერთაზე და მწარედ იქვითინებენ, როგორც პირმშოზე.

მალაქია 3:1
აჰა, მოვავლენ ჩემს ანგელოზს, რომელიც გაამზადებს გზას ჩემ წინაშე. უეცრად მოვა თავის ტაძარში უფალი, თქვენ რომ ეძიებთ და აღთქმის ანგელოზი, რომელიც გსურთ. აჰა, მოდის! – ამბობს ცაბაოთ უფალი.

ესაია 40:3
ისმინეთ! ხმა მღაღადებლისა: „გაუმზადეთ უფალს ბილიკი, მოასწორეთ გზა უდაბნოში ჩვენი ღმერთისთვის.

ესაია 35:5-6
ბრმებს თვალები აეხილებათ და დაყრუებულთ ყურები გაეხსნებათ. ირემივით იხტუნებს ხეიბარი და მუნჯის ენა ამღერდება, რადგან უდაბნოში წყალი ამოხეთქავს და ტრამალზე – ნაკადულები.

ესაია 9:1-7
ამიტომ აღარ იქნება წყვდიადი ჩაგრულთათვის; თუმცა პირვანდელ ჟამს დამცირდა ზებულუნისა და ნაფთალის ქვეყანა, უკანასკნელ ჟამს განდიდდება ზღვის გზა იორდანეს გაღმა და წარმართთა გალილეა. დიდი ნათელი იხილა სიბნელეში მოსიარულე ხალხმა და სინათლე გამოუბრწყინდათ აჩრდილთა ქვეყანაში მცხოვრებთ. შენ გაამრავლე ერი და გული გაუმხიარულე; შენ წინაშე ხარობდნენ ისინი, როგორც მოსავლის აღებისას ხარობენ, როგორც ილხენენ ნადავლის გაყოფისას. როგორც მიდიანის დღეს, ისე დაამსხვრიე მისი მძიმე უღელი, კვერთხი მის მხრებზე და მისი მჩაგვრელის მათრახი. რადგან მეომრის ყოველი ფეხსაცმელი და სისხლით გაჟღენთილი სამოსელი ცეცხლის კერძი გახდება. რადგან ვაჟი შეგვეძინა, ძე მოგვეცა; მის მხრებზე დაივანებს მმართველობა და ეწოდება მას სახელად საკვირველი მრჩეველი, ძლიერი ღმერთი, საუკუნო მამა და მშვიდობის მთავარი. განივრცობა მისი ხელმწიფება და არ ექნება დასასრული მის მშვიდობას დავითის ტახტსა და მის სამეფოზე, რათა განამტკიცოს იგი და დააფუძნოს სამართლითა და სიმართლით ამიერიდან უკუნისამდე; ცაბაოთ უფლის მოშურნეობა აღასრულებს ამას.

ფსალმუნები 77:2
იგავებით გავხსნი პირს, ვიტყვი ძველ გამოცანებს.


მსგავსი თემები:

ნაღალატევი      უფლის დღე      ქრისტე კლდეა      ქრისტეს აღსრულებული წინასწარმეტყველებები      მესია      მესიანური ეპოქა      მესიანური მოლოდინი       მესიანური ფსალმუნები

Advertisements