მევალეები ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 22:25
თუ ვერცხლს ასესხებ ვინმეს ჩემი ხალხიდან, შენთან მყოფ ღარიბ-ღატაკს, ნუ შეავიწროვებ მას და ნუ დააკისრებ ვახშის გადახდას.

ნეემია 5:10-12
მე, ჩემი ძმები და ჩემი მსახურნი სესხად ვაძლევთ ვერცხლს და ხორბალს. მოდით მივუტევოთ მათ ეს ვალი. დღესვე დაუბრუნეთ მათ მათი ყანები, ვენახები, ზეთისხილის ბაღები, სახლები, და სარგებელი ვერცხლის, ხორბლის, ღვინის, და ზეთის, რასაც მათგან ითხოვდით.” და თქვეს: „დავუბრუნებთ და აღარ მოვთხოვთ; ისე მოვიქცევით, როგორც შენ ამბობ!” და მღვდლებს დავუძახე და დავაფიცე ისინი, რომ იმ სიტყვისამებრ მოქცეულიყვნენ.

რომაელთა 13:8
არავისი არაფერი დაგედოთ ვალად, გარდა ერთიმეორის სიყვარულისა, ვინაიდან სხვისი მოყვარული ასრულებს რჯულს.

მეორე რჯული 15:7-8
თუ იქნება შენთან გლახაკი, ერთი შენი ძმათაგანი, ერთ-ერთ შენს კარიბჭეში, იმ მიწაზე, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს, არ გაიქვაო გული და ხელმოჭერილი ნუ იქნები შენი გლახაკი ძმის მიმართ, არამედ ხელგაშლილი იყავი და ასესხე მას მისი გასაჭირისამებრ, რაც მას სჭირდება.

მათეს 5:42
ვინც გთხოვოს, მიეცი. ზურგს ნუ შეაქცევ მას, ვისაც შენგან სესხება სურს.

იგავნი 22:7
მდიდარი ღატაკებზე მთავრობს და მსესხებელი მონაა გამსესხებლისა.

ფსალმუნები 36:21
ბოროტი ისესხებს და არ გადაიხდის, მართალი კი შეიბრალებს და მისცემს.

მეორე რჯული 23:19-20
არ ასესხო შენს მოძმეს ვახშით – არც ვერცხლი, არც საჭმელი, არც რაიმე, რაც ვახშით გასესხდება. უცხოტომელებზე შეგიძლია ვახშით გასესხება, ხოლო შენს მოძმეს არ ასესხო ვახშით, რათა გაკურთხოს უფალმა, შენმა ღმერთმა, მთელ შენს ნაამაგარში იმ ქვეყანაში, რომელშიც შენ შედიხარ დასამკვიდრებლად.

4 მეფეთა 4:1
წინასწარმეტყველის ძეთაგან ერთის ცოლმა ტირილით შეჰღაღადა ელისეს: „მოკვდა ჩემი ქმარი, შენი მსახური; და შენ იცი, რომ უფლისმოშიში იყო შენი მსახური. ახლა მოდის მევახშე და ჩემს ორივე ბავშვს მონებად მართმევს.“

იგავნი 28:8
ვინც ქონებას ვახშითა და სარგებლით იმრავლებს, ღატაკთა მწყალობლისთვის აგროვებს მას.

ლუკას 16:1-8
უთხრა მოწაფეებსაც: „იყო ერთი მდიდარი კაცი და ჰყავდა მნე, რომელზეც ამბავი მიუტანეს, რომ მის ქონებას ფლანგავდა. დაუძახა და უთხრა: ‘ეს რა მესმის შენზე? ჩამაბარე შენი მნეობის ანგარიში, რადგან ვეღარ იქნები მნე.’ თქვა მნემ თავისთვის: ‘როგორ მოვიქცე? ჩემი ბატონი მართმევს მნეობას. თხრა არ შემიძლია, მათხოვრობის მრცხვენია. როცა მნეობას ჩამომაშორებენ, ვიცი, რაც უნდა გავაკეთო, რომ მიმიღონ თავიანთ სახლებში.’ დაიბარა სათითაოდ თავისი ბატონის მოვალეები. პირველს უთხრა: ‘რამდენი გმართებს ჩემი ბატონისა?’ თქვა: ‘ასი საწყაული ზეთი.’ უთხრა მას: ‘მიიღე შენი ხელწერილი, დაჯექი სასწრაფოდ და დაწერე – 50.’ მერე სხვას უთხრა: ‘შენ რამდენი გმართებს?’ თქვა: ‘100 საწყაო ხორბალი.’ უთხრა: ‘მიიღე შენი ხელწერილი და დაწერე – 80.’  შეაქო ბატონმა უსამართლო მნე, გონივრულად რომ მოიქცა. რადგან ამ სოფლის ძენი ნათლის შვილებზე გონიერნი არიან თავიანთ თაობაში.

Advertisements