მფლანგველობა ბიბლიის მუხლები

ლუკას 15:13-17
რამდენიმე დღის შემდეგ უმცროსმა ვაჟმა აიღო თავისი წილი, წავიდა შორეულ ქვეყანაში და თავაშვებული ცხოვრებით მთელი თავისი ქონება გაანიავა. ყველაფერი რომ შემოეხარჯა, იმ ქვეყანაში დიდი შიმშილობა ჩამოვარდა და გაჭირვებაში ჩავარდა. ადგა და იმ ქვეყნის ერთ მცხოვრებს მიეკედლა, რომელმაც თავის მინდვრებში გაგზავნა ღორების საძოვებლად. და ნატრობდა, მუცელი იმ რკოთი მაინც ამოეყორა, ღორები რომ ჭამდნენ, მაგრამ იმასაც არავინ აძლევდა. როცა გონს მოეგო, თქვა: მამაჩემის რამდენ მოჯამაგირეს აქვს საკმარისზე მეტი პური, მე კი შიმშილით ვკვდები.

იგავნი 21:20
სანუკვარი განძი და ზეთია ბრძენის სახლში, ბრიყვი კაცი კი შთანთქავს მათ.

იგავნი 29:3
სიბრძნის მოყვარული კაცი მამას ახარებს, მეძავთა მადევარი – ქონებას ანიავებს.

ლუკას 12:19-20
და ვეტყვი საკუთარ თავს: ჩემო თავო, ბევრი სიკეთე გაქვს დაგროვილი, მრავალი წლის საკმარი; მოისვენე, ჭამე, სვი და იმხიარულე. მაგრამ უთხრა ღმერთმა: უგუნურო, ამაღამ მოგთხოვენ შენს სულს, და რაც დაიმზადე, ვიღას დარჩება?

იგავნი 23:20-21
ნურც ღვინის მსმელთა და ხორცით გაუმაძღართა შორის იქნები;
ვინაიდან გაღატაკდება ლოთი და ღორმუცელა, თვლემა კი ძონძებით შემოსავს მათ.

ფილიპელთა 3:19
მათი ბოლო დაღუპვაა, მათი ღმერთი მუცელია, მათი დიდება კი სირცხვილშია, ისინი მიწიერზე ფიქრობენ.

Advertisements