მღვდლობა ძველ აღთქმაში ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 40:15
სცხე მათ, როგორც მათ მამას სცხე, რათა მღვდლობა გამიწიონ და იყოს მათი ცხებულება საუკუნო მღვდლობისთვის თაობიდან თაობამდე!”

რიცხვნი 18:1
უთხრა უფალმა აჰარონს: „შენ უნდა იტვირთო სავანის დანაშაული, შენს ძეებთან და მამისსახლთან ერთად; შენ და შენმა ძეებმა შენთან ერთად უნდა იტვირთოთ თქვენი მღვდლობის დანაშაული.

რიცხვნი 25:13
და იქნება ეს მისთვის და მისი შთამომავლობისთვის მის შემდგომ მღვდლობის მარადიულ აღთქმად, ვინაიდან შური იძია თავისი ღმერთისთვის და გამოისყიდა ისრაელის ძენი”.

რიცხვნი 3:10
მღვდლობა აჰარონსა და მის ძეებს დაავალე, უცხო თუ მიუახლოვდეს, მოიკლას”.

3 მეფეთა 2:27
გააძევა სოლომონმა აბიათარი უფლის მღვდლობიდან, რათა აღსრულებულიყო უფლის სიტყვა, რომელიც ყელის სახლეულზე წარმოითქვა შილოში.

რიცხვნი 18:7
ხოლო შენ, შენს ძეებთან ერთად, აღასრულე მღვდლობა ყველაფერში, სამსხვერპლოსთან და კრეტსაბმელის მიღმა და იმსახურეთ; თქვენ გაძლევთ მღვდლობას, როგორც ძღვენს, ხოლო უცხო თუ მიუახლოვდება, მოკვდება”.

გამოსვლა 29:9
შემოარტყი სარტყელი აჰარონსა და მის ძეებს, დაახურე თავსაბურავები და იქნება მათი მღვდლობა სამუდამოდ; ასე მიუძღვენი აჰარონი და მისი ძეები.

რიცხვნი 16:10
დაგიახლოვა შენ და შენთან ერთად შენი ძმები, ლევის ძენი, ახლა მღვდლობასაც ესწრაფით?

იესო ნავეს ძე 18:7
ლევიანებს არ აქვთ წილი თქვენ შორის, რადგან უფლის მღვდლობაა მათი სამკვიდრო; გადმა, რეუბენმა და მენაშეს ნახევარმა ტომმა იორდანეს გაღმა, აღმოსავლეთით მიიღეს თავისი სამკვიდრო, რომელიც მისცა მათ მოსემ, უფლის მსახურმა”.

გამოსვლა 28:41
შემოსე ამ სამოსით შენი ძმა აჰარონი და მისი ძენი, ზეთი სცხე მათ, ხელი აუვსე და აკურთხე, რომ მღვდლობა გამიწიონ.

1 ნეშტთა 6:49
აი, ეს ქალაქები მისცეს ისრაელის ძეებმა ლევიანებს თავ-თავისი შემოგარენით.

ნეემია 10:38
აჰარონის შთამომავალი მღვდელი იქნება ლევიანებთან, როცა ლევიანები მეათედს მიიღებენ, ლევიანები კი მეათედის მეათედს ჩვენი ღმერთის სახლის საგანძურის ოთახებში მიიტანენ,

ფსალმუნები 77:60
მიატოვა შილოს სავანე, კარავი, სადაც მკვიდრობდა ადამიანთა შორის.

1 მეფეთა 4:17
მიუგო მაცნემ და უთხრა: „უკუექცა ისრაელი ფილისტიმელებს, დიდი მუსვრა იყო ხალხში, შენი ორი ვაჟი, ხოფნი და ფინხასიც დაიხოცნენ და ღვთის კიდობანიც წაღებულია”.

ფსალმუნები 109:4
დაიფიცა უფალმა და არ შეინანებს: შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე, მელქისედეკის წესით.

დაბადება 14:18
და გამოუტანა პური და ღვინო მელქისედეკმა, შალემის მეფემ; და იყო ის უზენაესი ღმერთის მღვდელი.

ებრაელთა 7:11-17
მაშ, ლევიანური მღვდელმსახურებით რომ მიიღწეოდეს სრულქმნა (ვინაიდან მისი საშუალებით მიეცა ხალხს რჯული), რაღა საჭირო იქნებოდა სხვა მღვდლის აღდგომა მელქისედეკის წესით, ნაცვლად იმისა, რომ აჰარონის წესით წოდებულიყო? რადგან მღვდლობის შეცვლასთან ერთად აუცილებელია რჯულის შეცვლაც. ვინაიდან ის, ვისზედაც ლაპარაკია, ეკუთვნოდა სხვა ტომს, საიდანაც არავინ მიკარებია სამსხვერპლოს; რადგან ცხადია, რომ ჩვენი უფალი იუდასგან ამობრწყინდა, ამ ტომის მღვდლობაზე კი არაფერი უთქვამს მოსეს. და კიდევ უფრო ნათელია ის, რომ მელქისედეკის მსგავსად აღდგება სხვა მღვდელი, რომელიც ხორციელი აღთქმის რჯულის მიხედვით კი არ არის მღვდელი, არამედ უსასრულო სიცოცხლის ძალით. ვინაიდან დამოწმებულია: „შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქისედეკის წესით”.

იერემია 1:1
სიტყვა იერემიასი, ხილკიას ძისა, რომელიც ყანათოთელ ღვთისმსახურთაგან იყო, ბენიამინის ქვეყანაში,

ეზეკიელი 40:46
სენაკი, რომელიც ჩრდილოეთისკენ იყო მიმართული, მღვდლებისთვისაა, რომლებიც სამსხვერპლოს სამსახურს ასრულებენ; ესენი ცადოკის ძენი იყვნენ, ლევის ძეთაგან, უფალთან მიახლოების უფლების მქონენი, რომ მომსახურებოდნენ მას.

მეორე რჯული 17:9
მიდი ლევიან მღვდლებთან და მსაჯულთან, ვინც იმჟამად იქნება, დაეკითხე და გამოგიცხადებენ ისინი სასამართლო გადაწყვეტილებას.

Advertisements