მიახლოება ღმერთთან ბიბლიის მუხლები

ებრაელთა 4:16
აბა, თამამად მივეახლოთ მადლის ტახტს, რომ მივიღოთ წყალობა და ვპოვოთ მადლი დროული შემწეობისათვის.

ეფესელთა 2:18
ვინაიდან მისი მეშვეობით ორივეს გვაქვს ერთი სულით მისადგომი მამასთან.

იაკობის 4:8
მიუახლოვდით ღმერთს და ისიც მოგიახლოვდებათ თქვენ. დაიბანეთ ხელები, ცოდვილნო, განიწმიდეთ გულები, ორჭოფნო.

რომაელთა 5:1-2
და, რაკი რწმენით გავმართლდით, მშვიდობა გვაქვს ღმერთთან ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, რომლის მეშვეობითაც რწმენით მოვიპოვეთ მისადგომი ამ მადლთან, რომელშიც ვდგავართ და ვიქადით ღვთის დიდების სასოებით.

ებრაელთა 10:19-22
ამრიგად, ძმანო, რაკი გვაქვს გაბედულება წმიდაში შესვლისა იესოს სისხლის მეშვეობით, ახალი და ცოცხალი გზით, რომელიც გაგვიხსნა მან ფარდით, ესე იგი, თავისი ხორცით, და გვყავს მღვდელმთავარი ღვთის სახლზე, მივუახლოვდეთ მას გულმართლად და სრული რწმენით, ბოროტი სინდისისაგან სხურებით გულგაწმედილნი და სუფთა წყლით სხეულგანბანილნი.

ფსალმუნები 64:4
ნეტარ არს, ვისაც ამოირჩევ და დაიახლოვებ, რომ იცხოვროს შენს ეზოში; გავძღებით სიკეთით შენი სახლისა, შენი წმიდა ტაძრისა.

ებრაელთა 11:6
ხოლო რწმენის გარეშე შეუძლებელია ღვთისთვის მოსაწონად ყოფნა, ვინაიდან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არსებობს და თავის მაძიებელს სანაცვლოს მიაგებს.

იერემია 29:13
მეძიეთ მე და მიპოვნით, როდესაც მეძიებთ მთელი თქვენი გულით.

გამოცხადება 22:17
სული და სასძლო ამბობენ: „მოდი!” გამგონემაც თქვას: „მოდი!” მწყურვალი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი.

ეფესელთა 2:13
ახლა კი იესო ქრისტეში, ოდესღაც შორს მყოფნი, ახლობლები გახდით ქრისტეს სისხლით.

ებრაელთა 7:18-19
ადრინდელი მცნება კი გაუქმდა უძლურებისა და უსარგებლობის გამო, ვინაიდან რჯულმა ვერაფერი სრულყო, მაგრამ შემოდის უკეთესი სასოება, რომლის მეშვეობითაც ვუახლოვდებით ღმერთს.

ებრაელთა 7:25
ამიტომაც ძალუძს სრულად გადაარჩინოს ყველა, ვინც მისი შუამდგომლობით მიეახლება ღმერთს, ვინაიდან ცოცხალია მუდამ, რათა უშუამდგომლოს მათ.

იერემია 31:34
და აღარ ასწავლის მეტად თითოეული თავის მოყვასს და თითოეული თავის ძმას ასე: შეიცანით უფალი! რადგან პატარიდან დიდამდე ყველას ვეცოდინები მე, – სიტყვა უფლისა, – რადგან ვაპატიებ მათ ურჯულოებას და მათ ცოდვებს აღარ გავიხსენებ მეტად.

მათეს 5:8
ნეტარ არიან გულით სუფთანი, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ.

მათეს 6:6
შენ კი, როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაიკეტე კარი და ილოცე დაფარულში მყოფი შენი მამისადმი. და შენი მამა, რომელიც დაფარულში ხედავს, მოგიზღავს შენ.

დაბადება 18:27
და მიუგო მას აბრამმა: „აჰა, გავბედე ლაპარაკი ჩემს ბატონთან მე, მტვერმა და ნაცარმა.

ფსალმუნები 23:3-4
ვინ ავა უფლის მთაზე? ან ვინ დადგება მის წმიდა ადგილზე? ვისაც ხელები სუფთა აქვს და გული სპეტაკი, ვინც მიუღწეველს არ წაპოტინებია და ყალბად არ დაუფიცავს,

1 პეტრეს 3:18
რადგან ქრისტეც მოკვდა ერთხელ ჩვენი ცოდვებისთვის, მართალი – უსამართლოთათვის, რათა მივეყვანეთ ღმერთთან; მოიკლა ხორცით და გაცოცხლდა სულით,

Advertisements