მიდრეკილება ბიბლიის მუხლები

2 პეტრეს 2:19
თავისუფლებას აღუთქვამენ მათ, თვითონ კი გახრწნილების მონები არიან, რადგან ვინც ვისგანაა ძლეული, მისივე მონაა.

იოანეს 8:34
მიუგო მათ იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ყველა ცოდვის ჩამდენი ცოდვის მონაა.

ფილიპელთა 3:18-19
ვინაიდან ბევრნი, რომელთა შესახებ ხშირად მითქვამს თქვენთვის და ახლა ცრემლებითაც გეუბნებით, ისე იქცევიან, როგორც ქრისტეს ჯვრის მტრები. მათი ბოლო დაღუპვაა, მათი ღმერთი მუცელია, მათი დიდება კი სირცხვილშია. ისინი მიწიერზე ფიქრობენ.

ტიტეს 2:3
ასევე მოხუცი დედაკაცებიც – ქცევით ღირსეულნი, არა ცილისმწამებელნი, არა ღვინის მონანი, არამედ სიკეთის მასწავლებელნი,

რომაელთა 6:20-21
რადგან, როცა ცოდვის მონები იყავით, მაშინ თავისუფალნი იყავით სიმართლისაგან. აბა, რა ნაყოფი გქონდათ მაშინ? საქმეები, რომელთა გამო ახლა გრცხვენიათ, ვინაიდან მათი ბოლო სიკვდილია.

იგავნი 20:1
ღვინო მქირდავია, მაგარი სასმელი – ხმაურიანი, და არავინ, მათგან გატაცებული, არ დაბრძენდება.

იგავნი 21:17
მხიარულების მოყვარული უპოვარი იქნება, ღვინისა და ზეთის მოყვარული არ გამდიდრდება.

1 ტიმოთეს 6:9-10
ხოლო გამდიდრების მსურველნი ცვივიან განსაცდელსა და მახეში, მრავალ ბრიყვულ და მავნე გულისთქმაში, რომელნიც გასანადგურებლად და დასაღუპად უბიძგებენ ადამიანს. ვინაიდან ყოველგვარი ბოროტების ფესვი ვერცხლის მოყვარეობაა და ზოგიერთები, რომლებიც მან გაიტაცა, განშორდნენ რწმენას და თავიანთ თავს მრავალი ტკივილი მიაყენეს.

იაკობის 5:1-3
მოდით, ახლა თქვენც იტირეთ, მდიდრებო, და ივაგლახეთ იმ უბედურებაზე, თქვენზე რომ მოდის. თქვენი სიმდიდრე დალპა, თქვენი სამოსელი კი ჩრჩილმა დაჭამა. თქვენი ოქრო და ვერცხლი დაჟანგდა. მათი ჟანგი იქნება მოწმობა თქვენს წინააღმდეგ, და თქვენს ხორცს ცეცხლივით შეჭამს იგი. დაუნჯებული გაქვთ განძი უკანასკნელი დღეებისათვის.

1 კორინთელთა 6:12
ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია. ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე არაფერს დავემონები.

1 კორინთელთა 10:13
არ შეგმთხვევიათ განსაცდელი, გარდა ადამიანურისა; და სარწმუნო ღმერთი, რომელიც არ დაუშვებს, რომ თქვენს შესაძლებლობაზე მეტად გამოიცადოთ, არამედ განსაცდელში გამოსავალსაც მოგცემთ, რომ შესძლოთ ატანა.

1 პეტრეს 5:8
მღვიძარენი იყავითი, იფხიზლეთ, რადგან თქვენი მოწინააღმდეგე ეშმაკი დაძწრის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და ეძებს, ვინ ჩაყლაპოს.

1 იოანეს 2:16
ვინაიდან ყოველივე, რაც სოფელშია: ხორციელი გულისთქმა, თვალთა გულისთქმა და სიამაყე ცხოვრებისა, მამისგან კი არა, სოფლისაგან არის.

1 კორინთელთა 15:33
ნუ დაიბნევით: ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კეთილ ჩვევებს.

გალატელთა 5:19-21
ხორცის საქმეები აშკარაა: ეს არის სიძვა, უწმიდურება და თავაშვებულება, კერპთმსახურება, მისნობა, მტრობა, ჩხუბი, შური, რისხვა, შუღლი, უთანხმოებანი, მწვალებლობა, სიძულვილი, მკვლელობა, ლოთობა, გაუმაძღრობა და სხვა ასეთი. გეუბნებით წინასწარ, როგორც ადრე მითქვამს, რომ ამის ჩამდენნი ღვთის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ.

იაკობის 4:7
ამიტომ დაემორჩილეთ ღმერთს, წინ აღუდექით ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან.

1 პეტრეს 2:11
საყვარელნო, შეგაგონებთ, როგორც მწირებსა და ხიზნებს, განეშორენით ხორციელ გულისთქმებს, რომლებიც სულის წინააღმდეგ იბრძვიან.

რომაელთა 13:14
არამედ შეიმოსეთ უფალი ქრისტე და ხორცზე ზრუნვას გულისთქმად ნუ გაიხდით.

ფილიპელთა 4:13
ყველაფერი შემიძლია ჩემს განმაძლიერებელში.

Advertisements