მიძღვნის მაგალითები ბიბლიის მუხლები

4 მეფეთა 23:3
და შედგა მეფე თავის საყდარზე და დადო აღთქმა უფლის წინაშე, რომ ივლიდა უფლის კვალზე, ყურად იღებდა მის მცნებებს, მის მოწმობებსა და მის წესებს მთელი გულითა და სულით, რათა აღსრულებულიყო ამ წიგნში ჩაწერილი აღთქმის სიტყვები. და მოიწონა აღთქმა მთელმა ხალხმა.

4 მეფეთა 23:25
არ ყოფილა მანამდე მისი მსგავსი მეფე, რომელიც მთელი გულითა და სულით, მთელი თავისი ძალით, მოსეს მთელი რჯულით რომ ყოფილიყო მოქცეული უფლისადმი; არც მის მერე გამოჩენილა მისი მსგავსი.

2 ნეშტთა 15:14-15
და ეფიცებოდნენ უფალს დიდი ხმითა და ღაღადით, საყვირებითა და ბუკებით. და ხარობდა მთელი იუდა ამ ფიცის გამო, რადგან მთელი გულით შეჰფიცეს, მთელი გულმოდგინებით ეძიებდნენ მას და ისიც გამოუჩნდა მათ; და უბოძა უფალმა სიმშვიდე ყოველი მხრიდან.

ფსალმუნები 118:69
ტყუილს ჩმახავენ ამპარტავანნი ჩემზე, მე მთელი გულით დავიცავ შენს ბრძანებებს.

ფილიპელთა 3:7-8
მაგრამ, რაც ჩემთვის მოგება იყო, წაგებად ჩავთვალე ქრისტეს გულისათვის. ახლაც ყველაფერი წაგებად მიმაჩნია ჩემი უფლის იესო ქრისტეს ცოდნის უპირატესობისთვის, რის გამოც უარი ვთქვი ყოველივეზე და ყველაფერს ნაგვად მივიჩნევ, რათა ქრისტე შევიძინო

1 თესალონიკელთა 5:23
და თვით მშვიდობის ღმერთმა წმიდა გყოთ სრულად და მრთელად და თქვენი სული, სამშვინველი და სხეული დაცულ იქნას უმწიკვლოდ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მოსვლისათვის.

Advertisements