მიმოფანტული ეკლესია ბიბლიის მუხლები

საქმეები 8:1-3
ხოლო სავლე იწონებდა მის მოკვლას. იმ დღეებში მოხდა იერუსალიმის ეკლესიის დიდი დევნა და მოციქულების გარდა, ყველა იუდეისა და სამარიის სხვადასხვა მხარეს მიმოიფანტა.   დაკრძალეს სტეფანე ღვთისმოშიშმა კაცებმა და დიდად იგლოვეს.   სავლე კი არბევდა ეკლესიას, სახლებში იჭრებოდა, ძალით გამოჰყავდა მამაკაცები და დედაკაცები და საპყრობილეში ჰყრიდა მათ.

იოანეს 16:32
აჰა, დგება ჟამი, და დადგა კიდეც, როცა ყველანი გაიფანტებით, თითოეული საკუთარ სახლში, და მარტო დამტოვებთ, მაგრამ მე არა ვარ მარტო, რადგან მამაა ჩემთან.

საქმეები 8:4
მიმოფანტულნი კი მიმოდიოდნენ და სიტყვას ახარებდნენ.

საქმეები 11:19
სტეფანეს გამო დაწყებული დევნით დაფანტულები, ფინიკიამდე, კვიპროსამდე და ანტიოქიამდე მივიდნენ; თუმცა არავის ეუბნებოდნენ სიტყვას, იუდეველთა გარდა.

იაკობის 1:1
იაკობი, ღვთისა და უფალ იესო ქრისტეს მონა, განთესილობაში მყოფ თორმეტ ტომს, გიხაროდეთ.

1 პეტრეს 1:1
პეტრე, იესო ქრისტეს მოციქული, პონტოში, გალატიაში, კაბადოკიაში, აზიასა და ბითვინიაში განთესილ რჩეულ ხიზნებს.

იოანეს 11:52
და არა მარტო ერისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ ერთად შეეკრიბა ღმერთის გაფანტული შვილები.

Advertisements