მიქაელ მთავარანგელოზი ბიბლიის მუხლები

იუდა 1:9
მიქაელ მთავარანგელოზმაც, ეშმაკთან პაექრობისას, მოსეს სხეულის გამო რომ ედავებოდა, ვერ გაბედა გმობის მსჯავრი წარმოეთქვა მის მიმართ, არამედ თქვა: „შეგრისხოს უფალმა!”

გამოცხადება 12:7-9
შეიქნა ომი ცაში: და ებრძოდნენ მიქაელი და მისი ანგელოზები გველეშაპს; გველეშაპიც შეებრძოლა თავის ანგელოზებთან ერთად, მაგრამ ვერ გაუძლეს და აღარც ადგილი აღმოჩნდა მათთვის ცაში; და გადმოგდებულ იქნა დიდი გველეშაპი, ძველი გველი, ეშმაკი და სატანა რომ ჰქვია, მთელი წუთისოფლის მაცდუნებელი; და მისი ანგელოზებიც გადმოყრილ იქნენ მასთან ერთად.

დანიელი 10:13
მაგრამ სპარსეთის სამეფოს მთავარი მეწინააღმდეგებოდა ოცდაერთი დღე. და აჰა, მიქაელი, ერთ-ერთი პირველი მთავართაგან, მოვიდა ჩემს დასახმარებლად და იქ დავტოვე იგი სპარსეთის მეფესთან.

დანიელი 12:1
„მიქაელი, დიადი მთავარი, აღდგება იმ დროს შენი ერის ძეთა დასაფარად; ისეთი უბედურების ჟამი დადგება, როგორიც ხალხის გაჩენიდან ამ დრომდე არ ყოფილა. იმ დროს ყველა გადარჩება შენი ერიდან, ვინც ჩაწერილი აღმოჩნდება წიგნში.

1 თესალონიკელთა 4:16
ვინაიდან თვითონ უფალი ჩამოვა ციდან ბრძანების სიტყვით, მთავარანგელოზის ხმით და ღვთის საყვირით; და ჯერ ქრისტეში განსვენებულნი აღდგებიან;

დანიელი 10:21
თუმცა გაგიმხელ ჭეშმარიტების წერილში ჩაწერილს: არავინაა, ვინც ამ საქმეში შემეწევა, გარდა მიქაელისა, თქვენი მთავრისა”.

გამოცხადება 12:8-9
მაგრამ ვერ გაუძლეს და აღარც ადგილი აღმოჩნდა მათთვის ცაში; და გადმოგდებულ იქნა დიდი გველეშაპი, ძველი გველი, ეშმაკი და სატანა რომ ჰქვია, მთელი წუთისოფლის მაცდუნებელი; და მისი ანგელოზებიც გადმოყრილ იქნენ მასთან ერთად.


მსგავსი თემები:

დაცემული ანგელოზები       მთავარანგელოზები