მისადაგება ბიბლიის მუხლები

რომაელთა 12:1-2
ამრიგად, შეგაგონებთ, ძმებო, ღმერთის წყალობით, რომ შესწიროთ თქვენი სხეული ცოცხალ, წმიდა, ღმერთის სასურველ მსხვერპლად! ეს იქნება თქვენი სულიერი მსახურება. და ნუ მიესადაგებით ამ საუკუნეს, არამედ შეიცვალენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღმერთის ნება – კეთილი, სასურველი და სრულყოფილი.

1 პეტრეს 1:14-16
როგორც გამგონე შვილები, ნუ აჰყვებით თქვენი უმეცრების დროინდელ გულისთქმებს, არამედ იყავით წმიდები ყოველ საქციელში, როგორც წმიდაა იგი, ვინც თქვენ მოგიწოდათ.  რადგან წერია: „იყავით წმიდები, რადგან წმიდა ვარ მე.“

1 იოანეს 2:15-17
ნუ შეიყვარებთ ქვეყნიერებას, ნურც იმას, რაც ქვეყნიერებაზე არის. ვისაც ქვეყნიერება უყვარს, მასში არ არის მამის სიყვარული. რადგან ყოველივე, რაც არის ქვეყნიერებაზე: ხორცის გულისთქმა, თვალის გულისთქმა და ქონებით სიამაყე, მამისაგან კი არ არის, არამედ ქვეყნიერებისგან. და გადადის ქვეყნიერება და მისი გულისთქმაც, ღმერთის ნების აღმსრულებელი კი რჩება საუკუნოდ.

გამოსვლა 23:2
ნუ აჰყვები უმრავლესობას ბოროტებაში. უმრავლესობისკენ არ გადაიხარო და არ გაამრუდო სამართალი;

ლევიანნი 20:23
არ მოიქცეთ იმ ერის წესებისამებრ, რომელსაც მე ვდევნი თქვენგან, რადგან ყოველივე ეს გააკეთეს მათ და მძაგს ისინი.

მეორე რჯული 18:9
როცა მიხვალ იმ ქვეყანაში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს, არ დაიწყო შენც იმ ხალხის მსგავსად სისაძაგლეების კეთება.

ფსალმუნები 1
ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმრთოთა რჩევას, არ დგას ცოდვილთა გზაზე, არ ზის ავყიათა საკრებულოში,  არამედ უფლის რჯულია მისი სიამე და მის რჯულზე ფიქრობს იგი დღედაღამ. და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს და ფოთოლი მისი არ ჭკნება, და ყოველი მისი საქმე წარმატებულია. უღმრთონი კი ასე არ არიან, ბზეს წააგვანან ქარისგან აღგვილს. ამიტომ ვერ წამოიმართებიან უღმრთონი სასამართლოში, და ვერც ცოდვილნი – მართალთა კრებულში. რადგან უფალია მართალთა გზის მფარველი, უღმრთოთა გზა კი წარიხვეტება.

1 იოანეს 4:1
საყვარელნო, ნუ ერწმუნებით ყოველ სულს, არამედ გამოსცადეთ სულები, ღმერთისაგან არიან თუ არა, რადგან ბევრი ცრუწინასწარმეტყველი მოვიდა ქვეყანაზე.

ეზეკიელი 11:12
და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი; თქვენ კი ჩემი წესებით არ დადიოდით და არც ჩემი სამართლით იქცეოდით; თქვენ იმ ხალხების სამართალს მიჰყვებოდით, თქვენს ირგვლივ რომ არიან. და ისე მოხდა,

დანიელი 1:8
დანიელმა გულში ჩაიდო, არ გაუწმინდურებულიყო სამეფო სუფრის საჭმელებითა და იმ ღვინით მეფე რომ სვამდა, და სთხოვდა საჭურისთა მთავარს, მიეცა ნება, რომ არ გაუწმინდურებულიყო.

ეფესელთა 4:17
ამას ვამბობ და ვმოწმობ უფალში, რათა აღარ მოიქცეთ ისე, როგორც წარმართები იქცევიან თავიანთი ამაოებაზე მიპყრობილი გონებით,

კოლოსელთა 3:7-10
რომელთა შორისაც თქვენც დადიოდით, როცა მათ შორის ცხოვრობდით. ახლა კი განიშორეთ ყოველივე ეს: რისხვა, მძვინვარება, ბოროტება, გმობა, თქვენს ბაგეთა ბილწსიტყვაობა. ნუ ეტყვით სიცრუეს ერთმანეთს, რადგან შემოძარცული გაქვთ ძველი ადამიანი მისი საქმეებითურთ. და შეიმოსეთ ახალი, რომელიც მუდმივად განახლდება სრული შემეცნებით თავისი შემოქმედის ხატის შესაბამისად,

1 თესალონიკელთა 5:6-9
მაშ ნუ დავიძინებთ, როგორც სხვები, არამედ ვიღვიძოთ და ვიფხიზლოთ. რადგან მძინარეებს ღამით სძინავთ და ლოთები ღამით თვრებიან. მაგრამ ჩვენ, რაკი დღის შვილები ვართ, ვიფხიზლოთ და შევიმოსოთ რწმენისა და სიყვარულის აბჯრით და ხსნის სასოების მუზარადით, რადგან ღმერთმა რისხვისათვის კი არ დაგვადგინა, არამედ ხსნის მისაღებად ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მეშვეობით,

1 ტიმოთეს 1:9-11
ცნობილია, რომ რჯული მართალთათვის კი არ არის დადგენილი, არამედ ურჯულოთა და ურჩთა, უღვთოთა და ცოდვილთა, გარყვნილთა და უწმიდურთა, მამის და დედის მკვლელთა და კაცისმკვლელთათვის, მეძავთა და მამათმავალთა, ადამიანების გამტაცებელთა და ცრუთა, ფიცის გამტეხთა და სხვათათვის, ვინც ეწინააღმდეგება საღ მოძღვრებას, თანახმად კურთხეული ღმერთის დიდების სახარებისა, რომელიც მე მაქვს მონდობილი.

1 პეტრეს 4:3
რადგან საკმარისია, რომ წარსულში მიჰყვებოდით წარმართთა ნებას, როცა ცხოვრებას ატარებდით გარყვნილებაში, გულისთქმებში, სიმთვრალეში, ღრეობაში, სმაში და ურჯულო კერპთაყვანისმცემლობაში.

რომაელთა 8:29
რადგან, რომელნიც წინასწარ იცნო, წინასწარვე განუსაზღვრა მათ თავისი ძის ხატების მსგავსად გარდაქმნა, რათა იყოს იგი პირმშო მრავალ ძმათა შორის.

იოანეს 13:15
რადგან მაგალითი მოგეცით, რათა, როგორც მე მოგექეცით, თქვენც ისე მოიქცეთ.

1 კორინთელთა 11:1
იყავით ჩემი მომბაძველნი, როგორც მე – ქრისტესი.

ეფესელთა 5:1-2
მაშ, მიბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა, იარეთ სიყვარულში ისევე, როგორც ქრისტემ შეგვიყვარა ჩვენ და თავისი თავი მისცა ჩვენთვის ღმერთს შესაწირავად და მსხვერპლად, საამო კეთილსურნელებად.

ფილიპელთა 2:5
თქვენშიც იგივე აზრები იყოს, რაც ქრისტე იესოში.

იაკობის 4:4
მრუშებო, განა არ იცით, რომ ამა ქვეყნის მეგობრობა ღმერთის მტრობაა? ასეა, ვისაც ამა ქვეყნის მეგობრობა სურს, იგი ღმერთის მტერი ხდება.