მისი სახელის გულისთვის ბიბლიის მუხლები

1 მეფეთა 12:22
არ მიატოვებს უფალი თავის ხალხს თავისი დიდებული სახელის გამო, რადგან თვითონ ინება უფალმა, რომ მისი ხალხი ყოფილიყავით.

ფსალმუნები 22:3
სულს განმიახლებს და სიმართლის ბილიკზე წარმიძღვება, თავისი სახელის გამო.

ფსალმუნები 30:3
რადგან ჩემი კლდე და სიმაგრე ხარ; შენი სახელის გულისთვის მიჩვენე გზა და გამიძეხი.

ფსალმუნები 105:8
მაგრამ თავისი სახელის გამო იხსნა მან, რათა შეეცნოთ მისი ძლიერება.

იესო ნავეს ძე 7:9
გაიგებენ ქანაანელნი და ამ მიწის ყველა მკვიდრნი, გარს შემოგვადგებიან და წარხოცენ ჩვენს სახელს დედამიწის პირიდან. შენს დიად სახელს რაღას უზამ?”

ეზეკიელი 20:44
და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი, როცა ჩემი სახელის გამო მოგექცევით და არა თქვენი ბოროტი გზებისა და გარყვნილი საქმეების მიხედვით, სახლო ისრაელისა! ამბობს უფალი ღმერთი!”

ეზეკიელი 39:25
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: „ახლა დავაბრუნებ ტყვეობიდან იაკობს, წყალობას დავუშვებ მთელ ისრაელის სახლზე და მოშურნე ვიქნები ჩემი წმიდა სახელის გულისთვის.


მსგავსი თემები:

ადამიანების გულისთვის