მისიები ბიბლიის მუხლები

მათეს 28:19-20
ახლა წადით და მოიმოწაფეთ ყველა ერი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. და, აჰა, მე თქვენთან ვარ მარადჟამს საუკუნის აღსასრულამდე.“

საქმეები 1:8
მაგრამ თქვენ მიიღებთ ძალას, როდესაც გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელს იუდეასა და სამარიაში, და დედამიწის კიდემდე.“

საქმეები 13:47
რადგან ასე გვიბრძანა ჩვენ უფალმა: ‘მე დაგაყენე წარმართთა ნათლად, რომ იყო ხსნად დედამიწის კიდემდე.’“

მარკოზის 16:15
და უთხრა მათ: „მოიარეთ მთელი ქვეყნიერება და უქადაგეთ სახარება ყველა ქმნილებას.

რომაელთა 10:13-15
რადგან ყოველი, ვინც უფლის სახელს მოუხმობს, გადარჩებsა. მაგრამ როგორ მოუხმონ მას, ვინც არ ირწმუნეს? როგორ ირწმუნონ ის, ვისზეც არ სმენიათ? როგორ მოისმინონ მქადაგებლის გარეშე? და როგორ იქადაგონ, თუ წარგზავნილნი არ არიან? როგორც წერია: „რა მშვენიერია სიკეთის მახარებელთა ფეხნი!“

მათეს 24:14
და ექადაგება ეს სახარება სასუფევლის შესახებ მთელს ქვეყნიერებას ყველა ერებისთვის დასამოწმებლად და მაშინ დადგება აღსასრული.

1 ნეშტთა 16:24
მოუთხრეთ ხალხებს მისი ღირსება, ყოველ ერს – მისი სასწაულები.

გამოცხადება 14:6-7
და ვიხილე სხვა ანგელოზი, რომელიც ზეცაში დაფრინავდა. მას ჰქონდა მარადიული სახარება დედამიწის მკვიდრთათვის – ყოველი ერისა და ტომის, ენისა და ხალხისათვის სახარებლად. ამბობდა დიდი ხმით: „გეშინოდეთ ღმერთისა და დიდება მიაგეთ მას, რადგან დადგა მისი სამსჯავროს ჟამი. თაყვანი ეცით ცისა და მიწის, ზღვისა და წყალთა წყაროების შემქმნელს.“

მარკოზის 13:10
მაგრამ ჯერ სახარება უნდა ექადაგოს ყველა ერს.

1 ნეშტთა 16:23
უგალობე უფალს, მთელო ქვეყნიერებავ! ამახარობლეთ დღითი დღე ხსნა მისმიერი.

საქმეები 13:2-3
როდესაც ისინი უფალს ემსახურებოდნენ და მარხულობდნენ, თქვა სულიწმიდამ: „გამომირჩიეთ ბარნაბა და სავლე იმ საქმეზე, რაზეც მათ მოვუწოდე.“ მაშინ იმარხულეს, ილოცეს, ხელები დაადეს მათ და გაუშვეს.

ფსალმუნები 95:3
აუწყეთ ერებს მისი ღირსება, ყველა ხალხებს – მისი სასწაულები!