მისიონერების მხარდაჭერა ბიბლიის მუხლები

მათეს 10:17-23
უფრთხილდით ადამიანებს, ვინაიდან ისინი გადაგცემენ სამსჯავროებს და თავიანთ სინაგოგებში გაგშოლტავენ. გამგებლების და მეფეების წინაშე მიგიყვანენ ჩემ გამო, მათთვის და წარმართთათვის დასამოწმებლად. ხოლო როცა გადაგცემენ, ნუ იდარდებთ, რა ვთქვათ ან როგორ ვთქვათო, რადგან მაშინ მოგეცემათ, რაც უნდა თქვათ. რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ თქვენი მამის სული ილაპარაკებს თქვენში. ძმა ძმას გადასცემს სასიკვდილოდ და მამა – შვილს; შვილები მშობლების წინააღმდეგ აღდგებიან და დახოცავენ მათ. ყველასგან მოძულებულნი იქნებით ჩემი სახელის გამო; ბოლომდე მომთმენი კი გადარჩება. როცა ერთ ქალაქში დევნას დაგიწყებენ, მეორისკენ გაიქეცით. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვერ მოასწრებთ ისრაელის ქალაქების შემოვლას, რომ ძე კაცისაც მოვა.

ლუკას 21:17-19
და ყველასგან მოძულებულნი იქნებით ჩემი სახელის გამო. მაგრამ ბეწვიც კი არ დაიკარგება თქვენი თავიდან. მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სულები.

2 კორინთელთა 7:5
ვინაიდან მაკედონიაში რომ მოვედით, ჩვენს სხეულს არ ჰქონია მოსვენება, რადგან ყოველმხრივ შევიწროებულნი ვიყავით: გარეთ – ბრძოლები, შიგნით – შიშები.

რომაელთა 8:35-39
ვინ ჩამოგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს: ჭირი თუ შევიწროება, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე, ანდა მახვილი? როგორც წერია: „რადგან შენ გამო გვხოცავენ ყოველდღე, დასაკლავ ცხვრებად ვართ მიჩნეულნი”. მაგრამ ყოველივე ამას ვძლევთ ჩვენი მოყვარულის მეშვეობით. და მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო და ვერც მომავალი, ვერც სიმაღლე და ვერც სიღრმე, ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება ვერ შეძლებს ჩვენს ჩამოშორებას ღვთის სიყვარულისაგან ჩვენს უფალ ქრისტე იესოში.

2 კორინთელთა 4:11-13
ვინაიდან ჩვენ, ცოცხლები, მუდამ ვეძლევით სიკვდილს იესოსთვის, რათა იესოს სიცოცხლეც გამოჩნდეს ჩვენს მოკვდავ სხეულებში. ამრიგად, ჩვენში სიკვდილი მოქმედებს, თქვენში კი – სიცოცხლე. და რაკი იგივე რწმენის სული გვაქვს, როგორც სწერია: ‘მწამდა და ამიტომ ვლაპარაკობდი’, ჩვენც გვწამს და ამიტომ ვლაპარაკობთ;

2 კორინთელთა 6:3-5
არაფერში არანაირად არ გაბრკოლებთ, რათა მსახურება არ შეიბღალოს, არამედ წარმოგიდგენთ თავებს, როგორც ღვთის მსახურნი ყველაფერში: დიდ მოთმინებაში, ჭირში, გაჭირვებაში, შევიწროებაში, ცემაში, საპყრობილეებში, შფოთში, უძილობაში, მარხვაში,

2 კორინთელთა 11:23-29
ქრისტეს მსახურნი არიან? უგუნურივით ვამბობ: მე უფრო მეტად: უფრო მეტად შრომაში, ბევრად უფრო მეტად ტანჯვაში, უფრო მეტად საპყრობილეში და მრავალგზის სიკვდილის პირას. ხუთჯერ მივიღე იუდეველთაგან ორმოცზე ერთით ნაკლები დარტყმა. სამჯერ ჯოხით მცემეს, ერთხელ ჩამქოლეს და სამჯერ გემის მსხვრევა განვიცადე, ღამე და დღე შუა ზღვაში დავყავი; გამუდმებით გზაზე მდგომი, განსაცდელში მდინარეებზე, განსაცდელში ყაჩაღებისგან, განსაცდელში თანატომელთაგან, განსაცდელში წარმართთაგან, განსაცდელში ქალაქად, განსაცდელში უდაბნოში, განსაცდელში ზღვაზე, განსაცდელში ცრუ ძმებს შორის; შრომასა და გაჭირვებაში, ხშირ უძილობაში, შიმშილსა და წყურვილში, ხშირ მარხვაში, ყინვასა და სიშიშვლეში. გარდა ამისა, ყოველდღე მიხდება ზრუნვა ყველა ეკლესიაზე. ვინმე დაუძლურდა და მე არ ვუთანაგრძნე უძლურებაში? ვინმე დაბრკოლდა და მე არ ვიწვოდი?

ფილიპელთა 4:12
ვიცი გაჭირვებაში ცხოვრებაც და ვიცი სიუხვეშიც, მიჩვეული ვარ ყველაფერს და ყოველივეს: სიმაძღრეს და შიმშილს, სიუხვესა და ხელმოკლეობას.

1 კორინთელთა 16:9
ვინაიდან გამეღო ფართო კარი, ქმედითი მსახურებისთვის, ოღონდ მოწინააღმდეგენიც მრავლად არიან.

გალატელთა 6:6
სიტყვაში დამოძღვრილმა ყოველივე სიკეთეს გაუზიაროს დამმოძღვრელს.

1 კორინთელთა 2:6-7
არ ვეძებთ დიდებას არც ადამიანთაგან, არც თქვენგან, არც სხვებისაგან. თუმცა შეგვეძლო მომთხოვნები ვყოფილიყავით, როგორც ქრისტეს მოციქულები, მაგრამ გულკეთილად ვიქცეოდით თქვენს შორის, როგორც ძიძა, თავის ბალღებზე რომ ზრუნავს.

კოლოსელთა 4:3
ილოცეთ ასევე ჩვენთვისაც, რომ ღმერთმა გაგვიღოს სიტყვის კარი, რათა ვაუწყოთ საიდუმლო ქრისტესი, რისთვისაც ვატარებ ბორკილებს,

ეფესელთა 6:18-20
ოველგვარი ლოცვით და ვედრებით ილოცეთ ყოველ ჟამს სულით და ამაზე იფხიზლეთ მთელი დაჟინებით და ლოცვით ყველა წმიდასთვის; ჩემთვისაც, რათა მომეცეს სიტყვა – ჩემი პირით თამამად ვაუწყო სახარების საიდუმლო, რომლის დესპანიცა ვარ ბორკილებში, რათა თამამად ვილაპარაკო, რისი თქმაც მმართებს.

ფილიპელთა 1:19
ვინაიდან ვიცი, რომ ეს ყველაფერი ჩემს ხსნად მომიბრუნდება, თქვენი ლოცვითა და იესო ქრისტეს სულის შეწევნით.

1 თესალონიკელთა 2:2
ოღონდ მანამდე ფილიპეში გატანჯულებმა და გალანძღულებმა, როგორც იცით, გაბედულება მოვიკრიბეთ ჩვენს ღმერთში, რომ გვექადაგა თქვენთვის სახარება, მიუხედავად მრავალი წინააღმდეგობისა.

1 თესალონიკელთა 5:25
ძმებო, ილოცეთ ჩვენთვის.

იოანეს 20:21-22
ხელახლა უთხრა მათ იესომ: „მშვიდობა თქვენდა! როგორც მე მომავლინა მამამ, მეც ისე მიგავლენთ თქვენ”. ეს რომ თქვა, შეუბერა და თქვა: “მიიღეთ სულიწმიდა.

ლუკას 24:49
და აჰა, მე მოვავლენ თქვენზე მამაჩემის აღთქმულს. თქვენ კი, ვიდრე მაღლიდან ძალით შეიმოსებოდეთ, ქალაქში დარჩით.

საქმეები 1:8
არამედ თქვენ მიიღებთ ძალას, როცა გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდემდე”.

1 კორინთელთა 2:4-5
ჩემი სიტყვა და ქადაგება ჩემი სიბრძნის დამარწმუნებელი სიტყვებით კი არ იყო, არამედ სულისა და ძალის გამოვლინებით, რათა თქვენი რწმენა იყოს არა კაცთა სიბრძნით, არამედ ღვთის ძალით.

მათეს 28:20
ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. და აჰა, მე თქვენთანა ვარ ყოველდღე წუთისოფლის აღსასრულამდე”. ამინ!

მარკოზის 16:20
ისინი კი წავიდნენ და ქადაგებდნენ ყველგან. უფალი შეეწეოდა მათ და განამტკიცებდა სიტყვას თანამდევი ნიშნებით.

საქმეები 18:10
ვინაიდან მე ვარ შენთან და თავს ვერავინ დაგესხმება, რადგან ბევრი ხალხი მყავს ამ ქალაქში”.

საქმეები 15:40
ხოლო პავლემ სილა აირჩია და გაემგზავრა, ძმათაგან უფლის მადლს მინდობილი.

ტიტეს 3:13
გულმოდგინედ დაეხმარე რჯულის მცოდნე ზენასს და აპოლოს, რომ არაფერი დააკლდეთ გზაში.

საქმეები 11:23-24
როდესაც მივიდა და იხილა ღვთის მადლი, გაიხარა და ყველას შეაგონებდა, წრფელი გულით დამკვიდრებულიყვნენ უფალში. კეთილი კაცი იყო იგი, სულიწმიდითა და რწმენით აღსავსე, ამიტომ მრავალი ხალხი შეემატა უფალს.

საქმეები 15:30-32
წამოსულნი ანტიოქიაში მივიდნენ, შეკრიბეს კრებული და წერილი გადასცეს. როდესაც წაიკითხეს, გაიხარეს ამ ნუგეშისცემით. იუდამ და სილამ, რომლებიც წინასწარმეტყველებიც იყვნენ, მრავალი სიტყვით გაამხნევეს ძმები და განამტკიცეს.

ფილიპელთა 4:14-18
ხოლო თქვენ კარგად მოი­ქე­ცით, ჭირში რომ მეზიარეთ. თქვენ იცით, ფილიპელნო, რომ ხარების დასაწყისში, როცა მაკედონიიდან გამოვედი, არც ერთმა ეკლესიამ არ მიიღო მონაწილეობა ჩემთან მიღება-გაცემაში, თქვენს გარდა. თესალონიკეშიც გამომიგზავნ­ეთ, რაც მჭირდებოდა, ერთი-ორჯერ. არა იმიტომ, რომ მოსაკითხს ვეძებდე, არამედ ვეძებ ნაყოფს, რომელიც თქვენს სასარგებლოდ მრავლდება. ყოველივე მივიღე და უხვად მაქვს; კმაყოფილი ვარ, რომ მივიღე ეპაფროტიდესგან თქვენს მიერ გამოგზავნილი კეთილსურნელება, საამებელი მსხვერპლი, ღვთისთვის მოსაწონი.

2 ტიმოთეს 4:9-11
ისწრაფე, რომ მალე მოხვიდე ჩემთან. ვინაიდან დემასმა შეიყვარა ეს წუთისოფელი, მიმატოვა და წავიდა თესალონიკეს, კრესკესი – გალატიას, ტიტე – დალმატიას; მარტო ლუკაღა არის ჩემთან. აიყვანე მარკოზი და თან წამოიყვანე, ვინაიდან მსახურებისთვის მჭირდება.