მისიონერობის მაგალითები ბიბლიის მუხლები

2 პეტრეს 2:5
არც პირველი წუთისოფელი დაინდო, რვა სულის გარდა, შეინახა ნოე – სიმართლის მქადაგებელი, როცა წარღვნა მოუვლინა უღვთოთა ქვეყანას;

2 ნეშტთა 17:8-9
თან გააყოლა ლევიანები: შემაყია, ნეთანია, ზებადია, ყასაელი, შემირამოთი, იონათანი, ადონია, ტობია და ტობადონია. მათვე გააყოლა მღვდლები: ელიშამაყი და იორამი, ასწავლიდნენ იუდაში, თან უფლის რჯულის წიგნი ჰქონდათ. შემოიარეს იუდას ყველა ქალაქი და ასწავლიდნენ ხალხს.

იონას 3:2
„ადექი, წადი ნინევეში, დიდ ქალაქში და ის აუწყე, რასაც მე გეტყვი!”

ლუკას 10:1
ამის შემდეგ სხვა სამოცდაათი ამოარჩია უფალმა და ორ-ორი მიავლინა წინასწარ, ყველა იმ ქალაქსა და სოფელში, სადაც მისვლას აპირებდა.

მარკოზის 6:12
წავიდნენ და ქადაგებდნენ მონანიებას.

საქმეები 13:2-5
უფლის მსახურებასა და მარხვაში იყვნენ ისინი, რომ უთხრა მათ სულიწმიდამ: „გამომიყავით ბარნაბა და სავლე იმ საქმისთვის, რისთვისაც მოვუწოდე”. მარხვისა და ლოცვის შემდეგ ხელები დაასხეს მათ და გაუშვეს. სულიწმიდის მიერ მივლინებულნი სელევკიაში ჩავიდნენ, ხოლო იქიდან კვიპროსისკენ გასცურეს სალამისში ყოფნისას იუდეველთა სინაგოგებში ქადაგებდნენ ღვთის სიტყვას; იოანე კი მათ ემსახურებოდა.

საქმეები 8:5
ფილიპე სამარიელთა ქალაქში ჩავიდა და მათ უქადაგებდა ქრისტეს.

საქმეები 15:40-41
ხოლო პავლემ სილა აირჩია და გაემგზავრა, ძმათაგან უფლის მადლს მინდობილი. დადიოდა სირიასა და კილიკიაში და განამტკიცებდა ეკლესიებს.

Advertisements