მითები ბიბლიის მუხლები

1 ტიმოთეს 4:3-4
ვინაიდან დადგება დრო, როცა საღ მოძღვრებას ვეღარ აიტანენ, არამედ თავიანთი გულისთქმებისამებრ შემოიკრებენ ყურის მომქავებელ მასწავლებლებს. ჭეშმარიტებას ყურს აარიდებენ და ზღაპრებისკენ მიმართავენ.

1 ტიმოთეს 1:3-4
მაკედონიაში გამგზავრებამდე გთხოვე ეფესოში დარჩენილიყავი, რათა ზოგიერთებისთვის გემცნო, რომ არ ასწავლონ განსხვავებული მოძღვრება. ყურადღებას ნუ გაამახვილებენ მითებსა და დაუსრულებელ საგვარტომო ნუსხებზე, რომლებიც დავას უფრო იწვევენ, ვიდრე ღვთიურ მეურვეობას რწმენაში.

1 ტიმოთეს 4:1-6
ხოლო სული გარკვევით ამბობს, რომ უკანასკნელ დღეებში ზოგიერთები განდგებიან რწმენისგან, დაუჯერებენ მაცდურ სულებს და ეშმაკთა მოძღვრებებს, ცრუმეტყველთა თვალთმაქცობით, რომელთა სინდისიც დადაღულია. ისინი კრძალავენ შეუღლებას და აიძულებენ თავშეკავებას საკვებისგან, ღმერთმა რომ შექმნა, რათა მადლიერებით ჭამონ მორწმუნეებმა და ჭეშმარიტების მცოდნეებმა. რადგან ღვთის გაჩენილი ყოველივე კარგია და არაფერია უარსაყოფი, თუ მადლიერებით იქნება მიღებული, ვინაიდან იწმიდება ღვთის სიტყვითა და ლოცვით. თუ ასე შთააგონებ ძმებს, იქნები იესო ქრისტეს კეთილი მსახური, გამოკვებილი რწმენის სიტყვებითა და კეთილი მოძღვრებით, რომლის მიმდევარიც გახდი.

ტიტეს 1:9-11
სარწმუნო სიტყვის მიმდევარი, მოძღვრების მიხედვით, რომ საღი მოძღვრებით შეეძლოს შეგონება და მოწინააღმდეგეთა მხილება. ვინაიდან ბევრია ურჩი, ყბედი და მატყუარა, განსაკუთრებით წინადაცვეთილთაგან, რომლებსაც პირი უნდა აეკრათ: ისინი რყვნიან მთელ სახლებს, რადგან სამარცხვინო ანგარების გამო იმას ასწავლიან, რასაც არ უნდა ასწავლიდნენ.

ტიტეს 1:13-14
ყურად არ იღონ იუდეველთა ზღაპრები და იმ კაცთა მცნებანი, ვინც განერიდა ჭეშმარიტებას. წმიდათათვის ყველაფერი წმიდაა; ხოლო წაბილწულთა და ურწმუნოთათვის არაფერია წმიდა, არამედ წაბილწულია მათი გონებაც და სინდისიც.
2 პეტრეს 1:16
ვინაიდან მოხერხებულად შეთხზული ამბების მოყოლით კი არ გაუწყეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ძალა და მოსვლა, არამედ საკუთარი თვალით ვიხილეთ მისი სიდიადე.