მითითება ტანისამოსის შესახებ ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 22:5
დედაკაცმა მამაკაცის სამოსელი არ ჩაიცვას და მამაკაცი ქალის სამოსით არ შეიმოსოს, რადგან საზიზღარია უფლის, შენი ღმერთისთვის ყველა, ვინც ამას სჩადის.

მეორე რჯული 22:11
მატყლისა და სელის ნარევი ქსოვილი არ ჩაიცვა.

ლევიანნი 13:47-59
თუ კეთროვანი წყლული იქნება სამოსელზე, მატყლის ან სელის სამოსელზე, ქსელზე, სელის ან მატყლის მისაქსელზე, ტყავზე ან ტყავის რომელიმე ნაწარმზე, თუ მომწვანო ან მოწითალო წყლული იქნება სამოსელზე: ტყავზე, ქსელზე ან ტყავის რომელიმე საგანზე, მაშინ ეს კეთრის წყლულია; მღვდელს უნდა ეჩვენოს. ნახავს იგი წყლულს და განამარტოებს კეთროვანს შვიდი დღით. ნახავს წყლულს მეშვიდე დღეს და თუ გავრცელდა წყლული სამოსელზე, ქსელზე, მისაქსელზე, ტყავზე ან ტყავის რომელიმე ნაწარმზე, მაშინ ეს მწვავე კეთრია: უწმიდური წყლულია იგი. უნდა დაიწვას სამოსელი: მატყლის, სელის ქსელი, ან ტყავის რომელიმე საგანი, რაზეც წყლული იქნება; რადგან ეს მწვავე წყლულია: ცეცხლში უნდა დაიწვას. თუ დაინახავს მღვდელი, რომ არ გავრცელებულა წყლული სამოსელზე, ქსელზე ან ტყავის რომელიმე საგანზე, მაშინ უბრძანებს მღვდელი, გარეცხავენ იმას, რაზეც წყლულია და მეორედ განამარტოებს მას შვიდი დღით. ნახავს მღვდელი წყლულს გამორეცხვის შემდეგ და აჰა, არ იცვალა სახე წყლულმა, თუმცა არ გავრცელებულა, უწმიდურია ის; ცეცხლზე დაწვი იგი; ამოჭმულია მისი წაღმა ან უკუღმა პირი. თუ ნახავს მღვდელი, რომ ნაკლებად შესამჩნევია წყლული მისი გამორეცხვის შემდეგ, მაშინ ამოგლიჯოს იგი სამოსელიდან, ტყავიდან, ქსელიდან ან მისაქსელიდან. თუ კვლავ გამოჩნდება იგი სამოსელზე, ქსელზე, მისაქსელზე ან ტყავის რომელიმე საგანზე, მაშინ აყვავებულია იგი: ცეცხლში დაიწვას, რაზეც წყლულია. სამოსელს, ქსელს, მისაქსელს ან ტყავის რომელიმე საგანს, რომელსაც გარეცხავ და გაშორდება წყლული, გადარეცხავ ხელმეორედ და გასუფთავდება. ეს არის რჯული კეთროვან წყლულზე, მატყლის, სელის, ქსელის, მისაქსელის ტანისამოსზე ან ტყავის რომელიმე საგანზე, მის სუფთად ან უწმიდურად მისაჩნევად.

ლევიანნი 15:17
ყოველი სამოსელი და სხეულის ყოველი ნაწილი, რაზეც თესლი დაიღვარა, წყლით უნდა განიბანოს და საღამომდე უწმიდური იქნება.

მეორე რჯული 22:1-3
„როცა შენი მოძმის გზააბნეულ ხარს ან ცხვარს დაინახავ, ნუ აერიდები: აუცილებლად დაუბრუნე ისინი შენს ძმას. თუ შორსაა შენგან ან არ იცნობ მას, მაშინ სახლში წაასხი საქონელი და იყოს იქ, ვიდრე მოაკითხავს პატრონი. მაშინ დაუბრუნე. ასევე მოექეცი მის სახედარს, სამოსელს და ყოველ დანაკარგს, რასაც დაკარგავს ვინმე, შენ კი იპოვი; ნუ აერიდები.

მეორე რჯული 24:7
ხიზნისა და ობლის სამართალს ნუ გაამრუდებ და ქვრივის სამოსელს გირაოდ ნუ აიღებ.

მათეს 10:10
ნურც აბგას გზაში, ნურც ორ სამოსელს, ნურც ფეხსაცმელს, ნურც ხელჯოხს, რადგან ღირსია მშრომელი თავისი საზრდოსი.

მარკოზის 6:9
ჩაეცვათ სანდლები და არ მოესხათ ორი მოსასხამი.

მათეს 6:31-32
მაშ, ნუ დარდობთ და ნუ ამბობთ: რა ვჭამოთ, ან რა ვსვათ, ან რით შევიმოსოთო? რადგან ყოველივე ამას წარმართნი ეძებენ; ვინაიდან იცის თქვენმა ზეციერმა მამამ, რომ გჭირდებათ ეს ყოველივე.

ლუკას 12:2-3
უთხრა თავის მოწაფეებს: „ამიტომ გეუბნებით თქვენ: ნუ დარდობთ თქვენს თავზე – რა ჭამოთ, ნურც სხეულისთვის – რით შეიმოსოთ. რადგან სული საზრდოზე მეტია და სხეული – სამოსელზე.

ლუკას 12:35
დე, იყოს თქვენი წელი შემოსარტყლული და თქვენი ლამპარი – ანთებული.

ლუკას 3:11
ეუბნებოდა მათ პასუხად: „ვისაც ორი მოსასხამი აქვს, მისცეს უქონელს. ვისაც საზრდო აქვს, ისიც ასე მოიქცეს”.

Advertisements